top of page

მიჯაჭვულობა და განკუთვნადობა




მიჯაჭვულობა წარმოიქმნება სისტემისადმი განკუთვნადობის გამო. მისი უარყოფა შეუძლებელია და ის ასევე დიდი გავლენას ახდენს სისტემიდან გამოყოფის შემდგომაც.


ძირითადი მიჯაჭვულობა და დაკავშირებულობა არსებობს წარმომავლობის ოჯახთან. აწმყოს ოჯახთან კავშირი მხოლოდ მოგვიანებით იქმნება. ყველას, ვინც განეკუთვნება საოჯახო სისტემას, აქვს განკუთვნადობის ერთნაირი უფლება. ვინმე წევრის გარიყვას სისტემა არ ღებულობს და ის არც კარგსა და ცუდს არ ანსხვავებს ერთმანეთისგან.


ოჯახის სისტემის სინდისისთვის მისი ყველა წევრი სრულუფლებიანი და თანაბარია.


თუმცა გამონაკლის სიტუაციებში ამ განკუთვნადობის უფლება არის ხოლმე დარღვეული, მაგალითად, როდესაც სისტემაში ვიღაცამ მეორე წევრი მოკლა ან თუნდაც მაშინაც, თუ მას სურს ვინმე სისტემის წევრის მოკვლა. ასევე მაშინაც, როდესაც მათ სხვა წევრების მიმართ რაიმე სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს.


თუ ადამიანი ოჯახური სისტემიდან გარიყულია და მას თანაბარ წევრობაზე უარი აქვს მიღებული, ან მის ბედს, მაგ. თვითმკვლელობას, საიდუმლოდ ინახავენ, ​​ხშირად ისე ხდება, რომ ამ ოჯახში მოგვიანებით დაბადებული ბავშვი სისტემაში გარიყულებს წარმოადგენს ხოლმე თავისი მოქმედებით და შესაძლოა თავისი ბედითაც.


ამ განკუთვნადობის შემაკავშირებელი ძალები მუდმივ გავლენენ ახდენენ ოჯახების სისრულეზე და ცოცხალთა ერთობლიობაზე მათ წინაპრებთან. ამგვარად, შემდგომი თაობები სისტემის მხრიდან გამოიყენებიან იმისთვის, რომ ანაზღაურონ, დაასრულონ რაც დაუსრულებელი ოყო, მათი ცხოვრებით, დაამთავრონ ის, რაც გადაუჭრელი დარჩა ოჯახურ სისტემაში რაიმე უბედურებებით ან წევრებისთვის არასწორი ადგილების მინიჭებებით.


თავისი თანამედროვე კვლევებით ძალიან შთამბეჭდავად აჩვენებს ნეირობიოლოგიაც თუ როგორ წარმოიქმნება და ვითარდება ეს კავშირები. ბავშვის დედასთან მიჯაჭვულობის უსაფრთხოება გადამწყვეტ გავლენას ახდენს ბავშვის სტრესის გენებზე.


დედისადმი დაქვეითებული მიჯაჭვულობის მქონე მცირეწლოვან ბავშვებს, დედისადმი უსაფრთხო მიჯაჭვულობის მქონე ბავშვებთან შედარებით, სტრესულ სიტუაციებში სტრესის ჰორმონის კორტიზოლის მნიშვნელოვნად მაღალი კონცენტრაცია ჰქონდათ. მიჯაჭვულობის დონე ძალიან მნიშვნელოვანი განზომილებაა, როდესაც საქმე ეხება ფსიქიკური დაავადების სიმპტომების გამომწვევ მიზეზებს და მათთან ეფექტური თერაპიის შემუშავებას.


ჯგუფური სინდისი


სისტემურ განლაგებეში ერთ ერთი მთავარი ჰიპოთეზა არის ის, რომ არსებობს ჯგუფური სინდისი, რომელშიც მოქმედებენ მშობლები, ბებია და ბაბუა, მშობლების და-ძმები და ასევე ისინიც, ვისაც ამ სივრცეში ადრეულად ასევე ჰქონდათ თავიანთი განკუთვნილი ადგილი. როგორიცაა მაგალითად ყოფილი მეუღლეები. როდესაც ერთ-ერთი მათგანის მიმართ რაიმე სახის უსამართლობაა ჩადენილი, ჯგუფური სინდისი მოითხოვს ამის კომპენსაციას და ეს ოჯახის ვინმე წევრის მიერ რაიმე ფორმით გამოიხატება. მისი სიმპტომით, ან მისი ბედით ან მისი ამ წინა წევრთან გაიგივებული საქციელებით.


ჯგუფური სინდისი არის წესრიგისა და წონასწორობის გრძნობა სისტემის ყველა წევრისთვის, რომელიც განსჯის და ანაზღაურებს ნებისმიერ უსამართლობას, თუნდაც ამ წევრებმა არაფერი იცოდნენ ამის შესახებ და სრულიად უდანაშაულოები იყვნენ. ეს სინდისი ყველას აძლევს განკუთვნადობის თანაბარ უფლებას და ის ხედავს, როდესაც ვინმემ დატოვა ან გარიყულია სისტემიდან. ის მოითხოვს ბალანსის და ჰარმონიის აღდგენას დაკავშირებით.


ჯგუფურმა სინდისი არ არის სამართალიანი სისტემაში მოგვიანებით მოსულებისთვის. ეს სინდისი თავდაპირველად წინაპრებისთვის არის განკუთვნილი. ნებისმიერს, ვინც ოდესმე ეკუთვნოდა ამ სისტემას, რომელშიც ისინი დაიბადნენ ან დაქორწინდნენ, აქვს იგივე უფლება მიეკუთვნოს, როგორც ყველას.


ეს კოლექტიური, ჯგუფური სინდისი აერთიანებს სისტემას და უზრუნველყოფს, რომ არცერთი წევრი არ დაიკარგოს ან არ იყოს დავიწყებული. სისტემის წევრის გამორიცხვა იწვევს ამ წევრის ჩანაცვლებას შემდეგი თაობის წარმომადგენლებით და მათ ბედზე და ცხოვრებაზე ამას დიდი გალენა აქვს.

523 Ansichten0 Kommentare

Aktuelle Beiträge

Alle ansehen

Comments


bottom of page