top of page

მოძალადე-მსხვერპლის კავშირი




მოძალადე-მსხვერპლის კავშირი


მოძალადე-მსხვერპლის კავშირი ხშირად ვლინდება ოჯახურ განლაგებაში, მაგალითად გაუპატიურებასთან, ბავშვზე ძალადობასთან, მაგრამ ასევე მკვლელობასთან ან- ასევე გერმანიაში - ნაცისტური ეპოქის დროს ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით.


მოძალადე-მსხვერპლის კავშირი ოჯახურ განლაგებაში ჰელინგერის მიხედვით


ზედაპირულად, დანაშაულის განაწილება ძირითადად ნათელია: ერთის მხრივ უდანაშაულო მსხვერპლი, მეორე მხრივ დამნაშავე ბოროტმოქმედი. ადამიანების უმეტესობას მსხვერპლთა მხარეზე დგომაზე და დამნაშავეების განსჯაზე აქვთ მიდრეკილება. თუმცა, უფრო კარგად შემოწმებისას, ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს არც ისე მარტივია. ხშირად მიზეზი სისტემური კონფლიქტია, რომელიც ქვეცნობიერ გამოხატულებას მოძალადეში სიძულვილსა და ძალადობაში პოულობს.


სისტემური თვალსაზრისით, არავინ არის ბოროტი მხოლოდ იმიტომ, რომ მას ეს სიამოვნებს. დამნაშავე გახლართულია, ის არ არის თავისუფალი. მისი ბედი იყო რომ დამნაშავე გამხდარიყო (მაგალითად მკვლელი ან მოძალადე) და მსხვერპლის ბედი იყო რომ მსხვერპლი გამხდარიყო. ამიტომ, სისტემური თვალსაზრისით, არცერთი არ არის„უკეთესი“ ან„უარესი“.


ბერტ ჰელინგერი ამბობს: ”თუ ვინმე დამნაშავე ხდება, დანაშაული მას თავის სამსახურში აყენებს. [...] ეს არ არის მხოლოდ მისი პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ არ გვეძლევა თავისუფლება რომ ვიყოთ კეთილი ან ბოროტი.


ეგრეთ წოდებულ კარგ ადამიანს, შეიძლება ბევრი რამ უკეთესი ჰქონდეს, მაგრამ ის არ არის უკეთესი. სიღრმეში ყველა ადამიანს შორის არის ელემენტარული შეთანხმება. იქ ყველა ადამიანი თანასწორია. ისინი ყველანი რაღაცის სამსახურში იდგებიან, ერთი ასე, მეორე - ისე.“ ყველაზე გვიან სიკვდილის შემდეგ აღარ არსებობს სხვაობა დამნაშავეებსა და მსხვერპლებს შორის. ამგვარად, საოჯახო განლაგებები "კარგის" და"ცუდის", "სწორისა" და"არასწორის" იდეების რელატივიზაციას ახდენენ. პრინციპში ყველა კარგია, მაგრამ ყველა ასევე თავისი სისტემის „პატიმარიც“ არის. თუმცა ეს რა თქმა უნდა არ ათავისუფლებს დამნაშავეებს, დანაშაული რჩება მათთან და ეს მათგან მიიღებული უნდა იქნას.


შედეგები სისტემაში


განლაგებებმა არაერთხელ აჩვენეს, რომ არსებობს ღრმა კავშირი დამნაშავეებსა და მსხვერპლებს შორის. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრი გახდა მკვლელი, მისი მსხვერპლიც ხშირად ხდება მისი სისტემის ნაწილი. ასევე პირიქითაც, ჩვეულებრივ მკვლელი ომ ოჯახის სისტემის ნაწილი ხდება, ვისი წევრიც მისი მკვლელობის მსხვერპლია. ჩვეულებრიც, ისეთ შემთხვევებშიც კი, როდესაც დამნაშავე მსჯავრდებულია, მიუხედავად ამისა, დაზარალებულ მხარეს ან მათ ახლობლებს ხშირად უჩნდებათ ბრაზის ან შურისძიების აზრები, ისევე როგორც განცდა, რომ ჩადენილი იქნა უსამართლობა - მაშინაც კი, თუ მოძალადემ სასჯელი მოიხადა. განსაკუთრებით ეს იმ შემთხვევაში ვლინდება ხოლმე, თუ ან მსხვერპლს ან დაღუპულს ტვირთად რჩებათ ხოლმე ჩადენილი დანაშაულისგან მიღებული დარჩენილი შედეგები.


მოძალადეებსა და მსხვერპლებს შორის ეს კავშირი გავლენას ახდენს არა მხოლოდ დაზარალებულებზე, არამედ მათ შთამომავლებზეც. თუ გარდაცვლილი დამნაშავეები და მსხვერპლები ჯერ კიდევ არ არიან შერიგებული, ეს დამამძიმებელი ურთიერთდინამიკა შემდეგ თაობებზეც გავლენას მოახდენს:


• თუ მსხვერპლის ოჯახი მკვლელს გამორიცხავს, ​​მოგვიანებით ოჯახში იქნება ვინმე „მკვლელი ენერგიით“.


• მოძალადის მიერ ჩადენილი დანაშაულის უარყოფილი ბრალი ხშირად შემდგომში მისი ბავშვის მიერ იქნება აღებული.


• თუმცა, ხშირად უკუქცევაც ხდება ხოლმე: მსხვერპლის სისტემის შთამომავალი თავად ხდება დამნაშავე და ეს ჯაჭვური რეაქცია და ტანჯვა არასოდეს მთავრდება.


განლაგების შესაძლო სურათი


ხშირად მსხვერპლის წარმომადგენელი თავს ცუდად გრძნობს: მისი სხეული გაციებულია, ზოგჯერ განიცდის ასევე გარკვეულ ფიზიკურ დისკომფორტს (როგორიცაა ყელის ტკივილი, თუ ვინმეს ახრჩობდნენ) და შიშით ან ბრაზით უყურებს სავარაუდო დამნაშავეს. მოძალადის ენერგია ხშირად აღიქმება ტიპიურ მახასიათებლებში, როგორიცაა მაგალითად მუშტებად შეკრული ხელისგულები.


გამოსავალის მიდგომა


ბერტ ჰელინგერის გადმოსახედიდან აუცილებელია დამნაშავესა და მსხვერპლს შორის კავშირის აღიარება და სისტემაში სიყვარულის ხელახლა გამოთავისუფლება.


გამორიცხული დამნაშავეები და / ან მსხვერპლი


მოძალადეები და მსხვერპლები ერთმანეთის სისტემის ნაწილები არიან, მაშინაც კი, თუ ისინი შეიძლება დავიწყებული, ან აბუჩად აგდებულები იყვნენ. განლაგების პირველი მიზანია, რომ დაადგინოს ამ სისტემის წევრები, შემდეგი საფეხურია აღიაროს ისინი და მათ სისტემაში შესაბამისი ადგილი მიენიჭოთ. მათი ჩადენილი ქმედებების განსჯის გარეშე ეს სივრცე ასევე უნდა მიეცეს დამნაშავეებს, მკვლელებს და მოძალადეებს. სისტემური თვალსაზრისით, ყოველი დამნაშავე პოულობს თავის მსხვერპლს და ყოველი მსხვერპლი პოულობს თავის დამნაშავეს, ვერავინ გაექცევა საკუთარ ბედს.


მოძალადისა და მსხვერპლის შერიგება


ჰელინგერის აზრით, როდესაც მსხვერპლი მოძალადესთან მშვიდობას დაამყარებს (ან ადამიანი, ვისაც სისტემურად მსხვერპლის გრძნობები თავის თავზე აქვს აღებული), მხოლოდ მაშინ არის ის ისევ თავისუფალი. სისტემა მხოლოდ მაშინ დაისვენებს, თუ ყველა მასში ჩართული ბრალის კუთვნის წილს აღიარებს. ბერტ ჰელინგერის აზრით, მოწიფულობის განვითარება, რომელიც აუცილებელია დამნაშავე(ებ)ის წინაშე თაყვანისცემისთვის, ეხმარება მსხვერპლს განკურნებაში.


მსხვერპლს უნდა შეეძლოს ბოროტების მიღმა დაინახოს და უთხრას მოძალადეს, რომ პატივს სცემს მათ უკიდურესად რთულ არჩევანს - და მეტი არაფერი. შერიგება მაშინ კი არ იძენს ძალას, თუ დამნაშავემ ბოდიში მოიხადა და მას ეპატია. არა, გამოსავალი არ არის მიმტევლობა, არამედ ის, რომ დამნაშავემ თავად უნდა შეძლოს და უნდა მიიღოს დანაშაულის შედეგები.


გამოსავალის წინადადებები


• მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავემ აღიაროს ის, რაც მან გააკეთა, ესე იგი ის ეუბნება: „მე შენ მოგკალი“.


• ასევე მნიშვნელოვანია მოძალადის მრიდან თანაგრძნობა: „ძალიან ვწუხვარ, იმაზე რაც გაგიკეთე“.


ჰელინგერის აზრით, მოძალადემ არც უნდა ახსნას და არც უნდა გაამართლოს თავისი საქციელი მსხვერპლის მიმართ, ეს არც უნდა გაალამაზოს და არც მისი დემონიზაცია მოახდინოს. მოძალადეს ასევე არ აქვს უფლება მსხვერპლს პატიება სთხოვოს. მსხვერპლმა არ უნდა აპატიოს დამნაშავეს.


პატიება აღიქმება, როგორც ქედმაღლობა. დაზარალებულს ამის უფლება არ აქვს. არავის აქვს პატიების უფლება (იხ. ასევე "შერიგება და პატიება").


გამოსავალის სურათი და გათავისუფლების რიტუალი


მოძალადე ხშირად გაერთიანებულია მსხვერპლ(ებ)თან. დამნაშავე ან წვება თავის მსხვერპლთან ან ის უბრალოდ მიდის მსხვერპლისკენ. ისინი თვალებში უყურებენ ერთმანეთს და ასე შერიგდებიან. ამითი მოძალადეები და მსხვერპლი ერთიანდებიან.


განლაგების მეთოდი


მსხვერპლს და მოძალადეებს ადგილი უნდა ჰქონდეთ განმალაგებლის გულში და იქ უნდა შეურიგდნენ, მაშინ ეს უფრო ადვილად გასაგები იქნება რჩევის მაძიებლის სისტემისთვის. ასევე სასარგებლოა დამნაშავის ბედის უკან განთავსება. ეს ხშირად ცხადყოფს მსხვერპლს, რომ დამნაშავე მხოლოდ მისი სისტემის სამსახურში მოქმედებდა.


მოძალადე-მსხვერპლის კავშირი მრავალთაობათა ფსიქოტრავმატოლოგიაში


ფრანც რუპერტისთვის, ძალადობრივ სიტუაციაში, რომელშიც მსხვერპლს და მოძალადის შორის დგება, ვითარდება სიმბიოზური ჩახლართულობა.


დამნაშავის სტრუქტურების წარმოქმნა


დამნაშავის სტრუქტურები არის ტრავმირებული ადამიანების გადარჩენის პროპორციები. ადამიანი ხდება მოძალადე ან საკუთარი ტრავმის გამო, ან სიმბიოზური ტრავმით, ანუ წინა თაობაში განცდილ ტრავმაში სიმბიოზური ჩახლართვით. მოძალადეები წარსულში თავად იყვნენ უმწეო მდგომარეობაში და ახლაც იგივეს აკეთებენ თავიანთ მსხვერპლებთან, ისინი ახლა ძალადობენ სხვებზე, რათა თავი დააღწიონ ამ უძლურების გრძნობას.


ეს იწვევს ცვლილებას მსხვერპლიდან მოძალადის სტრუქტურაში. რა თქმა უნდა, (ძალადობრივ) დამნაშავეებს ასევე აქვთ ჯანმრთელი ნაწილები, რომლებიც შეიძლება როგორც მეგობრულ, ასევე სხვა ურთიერთობებშიც გამოაჩინონ.


მსხვერპლის სტრუქტურების წარმოქმნა


რუპერტის თქმით, მსხვერპლი განიცდის ეგზისტენციალურ ტრავმას დამნაშავის მუქარისგან. ჩვეულებრივ ისინი თვითგადარჩენის კომპონენტებს შემდეგი მახასიათებლებით ავითარებენ:


• საკუთარი თავის დაცვის უუნარობა, დაქვემდებარება და დამორჩილება, უარის თქმის უნარის არ ქონა


• დასჯის შიში და უაზრო წესების დამორჩილება


• საკუთარი გადაწყვეტილებების უნარის არ ქონა


• განცდა, რომ მათ ცხოვრებას სხვები უნდა განსაზღვრავენ


• ბედის შემდგომი დარტყმის გაურკვეველი შიშის გრძნობა.


ეს ქცევა და ეს შიშები აფერხებს ჯანსაღი ცხოვრების იმპულსებს. მსხვერპლები პროგრესირებულ, პარალიზებულ უსაქმურობაში და ბოლო ეტაპზე მძიმე დეპრესიულ მდგომარეობებში ვარდებიან.


ზოგიერთი მსხვერპლი თავისი როლიდან ერთადერთ გამოსავალს თვითმკვლელობასაც კი თვლის.

10 Ansichten0 Kommentare

Aktuelle Beiträge

Alle ansehen

Commentaires


bottom of page