top of page
AutorenbildMoksha Peikari

მოძრაობა წარმატებისკენ


დედისკენ ადრე შეწყვეტილი მოძრაობა ჩვენი პროფესიული და საქმიანი ცხოვრების გზაზე დიდ წინააღმდეგობას გვიქმნის და წარმატებისკენ გზას გვიღობავს.


აქაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ წარმატებას კი არ ველოდოთ, არამედ პირველი ნაბიჯი ჩვენ გადავდგათ მისკენ, მაგალითად, როდესაც გასამრჯელოს ველით ისე, რომ შესაბამისი საქმე არ გაგვიკეთებია, ან როცა სხვას ვაკეთებინებთ საქმეს, ნაცვლად იმისა, რომ საქმეს თავად მოვკიდოთ ხელი და იმის ნაცვლად, რომ ვინმეს ან საქმეს სიხარულით შევხვდეთ, გვერდზე გადგომას და არიდებას ვამჯობინებთ.


ამ შემთხვევაშიც, ჯერ შინაგანად უნდა მივუახლოვდეთ წარმატებას და ადამიანებს, გამოვიჩინოთ მზაობა, რომ მათ ვემსახუროთ, მათთვის რამე გავაკეთოთ და არ შევჩერდეთ იმის მოლოდინში, რომ ისინი იმოძრავებენ. ასე რომ, ჩვენ მათ, ჩვენ წარმატებას უნდა მივუახლოვდეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ზურგსუკან დედის სიყვარულს ვგრძნობდეთ. დედასთან კავშირი წარმატებისთვის გვამზადებს, რომელთანაც ისე მივდივართ, როგორც დედასთან მივედით - ჯერ დედასთან და მერე წარმატებასთან.


წარმატების სიბრძნე


წარმატება ბევრნაირად შეგვიძლია დავგეგმოთ. ჩვენ შეგვიძლია ის მეცნიერულად დავგეგმოთ და ასე უნდა მოვიქცეთ კიდეც და ეს გეგმა მეცნიერულად შემოწმებული მეთოდებით შევასრულოთ, რადგან პროგრესი, საზოგადოდ, ახალ, მეცნიერულ ცოდნას სდევს. ამიტომ, ნათელი აზროვნება, ნათელი არგუმენტაცია და მეცნიერებით შეძენილი ცოდნის ზუსტი გამოყენება, აუცილებელი წინაპირობაა წარმატების მისაღწევად ცხოვრების იმ სფეროებში, რომლებიც პროფესიაში, საქმეში, საწაროებსა და ორგანიზაციებში წარმატებას უზრუნველყოფს და ასევე მათ განავითარებს.


ეს უდავოდ ასეა. მეცნიერებას წარმატებისკენ მივყავართ მაშინ, როცა გათვალისწინებულია ცხოვრების ის სფეროები, რომლებსაც სიბრძნის კანონები მართავენ. უფრო სწორად: ეს კანონები სიყვარულის კანონებია, იმ სიყვარულის, რომელიც ცხოვრებას ემსახურება - ჩვენი და სხვა ადამიანების ცხოვრებას.


ყოვლთვის, როცა ჩვენს ცხოვრებასა და ურთიერთობებში ისეთი მოვლენები მომხდარა და ისეთი სიტუაციები შექმნილა, რომ ნებით თუ უნებლიედ, ეს კანონები დაგვირღვევია ან იძულებულები გავმხდარვართ, დაგვერღვია, ამას შემდგომში წარმატებაზე უშუალო გავლენა მოუხდენია ჩვენს საქმიანობასა და პროფესიაში. ეს დარღვევები წარმატებას ანადგურებს ან დასაწყისშივე აფერხებს.


მთავარი, წარმატების სიბრძნე, ხშირად ჩვნეთვის უხილავი მისი ფარული საფუძვლებია, წინაპირობები და სიყვარულის კანონები, რომელიც წარმატებას შესაძლებელს ხდის. როგორ მოდის ჩვენთან სიბრძნე? როგორ განცხადდება ის ჩვენთვის? როგორ ვეცნობით ჩვენ მას უშუალოდ? როდესაც ჩვენ, ჩვენი ცოდნის და მეცნიერების საზღვრებს ვაწყდებით, წარმატება ამ საზღვრებთან იძენს ჩვენი შესაძლებლობების საზღვრების სიცხადეს და ეს არის მისი სიბრძნე.


წარმატების სიბრძნე, თვისი ზემოქმედებით, წარმატებაშიც ცხადდება და წარუმატებლობაშიც.


ბერტ ჰელინგერი

10 Ansichten0 Kommentare

Aktuelle Beiträge

Alle ansehen

Comments


bottom of page