ბევრი მშობელი დარდობს ხოლმე შვილებზე. როდესაც ისინი შვილებთან ერთად ჩვენთან მოდიან, ვისთან ვმუშაობთ პირველ რიგში? რა თქმა უნდა მშობლებთან.
ბავშვები ყოველთვის რაღაცას ტვირთად ატარებენ მშობლებისთვის. როდესაც ჩვენ მშობლებზე ვმუშაობთ, ბავშვები თავს უკეთესად გრძნობენ.
ბევრ დედას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს მის ქალიშვილთან, ან მის ერთ ერთ ქალიშვილთან და ამ ქალიშვილს ხშირად ძალიან უჭირს ხოლმე. რატომ?
იმიტომ რომ ეს ქალიშვილი დედის დედას უნდა წარმოადგენდეს... დედა ქალიშვილისგან იგივეს ელის, რასაც ის საკუთარი დედისგან ელოდა. მას მიაჩნია, რომ თავისმა ქალიშვილმა უნდა იზრუნოს მასზე, იმის ნაცვლად, რომ ის თავად ქალიშვილზე ზრუნავდეს.
ეს ხდება იქ, სადაც ეს დედა პატივს არ სცემდა საკუთარ დედას, სადაც მან ან არ, ან ვერ მიიღო საკუთარი დედა. მას ეს შეგრძნება შემდგომში საკუთარ ქალიშვილზე გადააქვს.
ბევრ მშობელს, რომელიც შვილებზე ზრუნავს, შეუძლია არამარტო ბავშვებზე იზრუნოს, არამედ ბავშვის ბედსაც შეხედონ და ეს ბედი მიიღონ.
თუმცა მშობლებს არანაირი ძალა არ აქვთ მათ ბედზე, ისინი მაინც ხშირად ისე იქცევიან, თითქოს ამის ძალა ჰქონდეთ. ისინი საკმაოდ ერევიან ხოლმე საკუთარი შვილების ბედში, იმის ნაცვლად, რომ ამ ბედს უბრალოდ ყურადღება მიაქციონ.
ნებისმიერი აღზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი წესია ბავშის ზუსტად ისე მიღება, როგორც ის არის.
თქვენ შინაგანად ღებულობთ თქვენს განსაკუთრებულ დანიშნულებას. ეს განსხვავდება იმისგან, რაც თქვენი მშობლების წარმოდგენაშია. თითოეულ ადამიანს თავისი განსაკუთრებული დანიშნულება აქვს.
რა თქმა უნდა, საჭიროა ბავშვის ისე აღზრდა, რომ მან საზოგადოებაში ცხოვრება შეძლოს. აუცილებელია ასწავლოთ ის, რაც საზოგადოების წესების ნაწილია. ეს აუცილებელი შესასრულებელი მოთხოვნაა.
თუ გაათავისუფლებთ ბავშვს ყველა ამ მოვალეობისა და პასუხისმგებლობისგან, ის ცხოვრებისთვის უვარგისი ხდება. მხოლოდ კომფორტული ცხოვრება არ არის სრულყოფილი ცხოვრება.
ასაკის მატებასთან ერთად მშობლებმა შვილებს უნდა დაუწესონ შეზღუდვები რომ ისინი მომწიფდნენ. ასევე შესაბამისი მოთხოვნებიც უნდა წავუყენით ბავშვებს, რომლებიც მათ ზრდასრული ცხოვრებისთვის მოამზადებენ.
ბევრი ბავშვი უჩივის მშობლებს, რადგან მათ ურჩევნიათ რომ თავდაპირველი მიჩვეული დამოკიდებულება შეინარჩუნონ.
თუ მშობლები აქ ძლიერები აღმოჩნდებიან და შვილების ასეთ მოლოდინებს არ შეასრულებენ, ისინი ამითი მათ ძალიან დაეხმარებიან იმაში, რომ დამოკიდებულებისგან ეტაპობრივად, ნელ ნელა გათავისუფლდნენ და დაიწყონ ცხოვრებაში საკუთარი პასუხისმგებლობებით ქმედებები.
ამრიგად, ბავშვები თავიანთ ადგილს იკავებენ მოზრდილთა სამყაროში და მიმღებთაგან ნელ ნელა გამცემებად გარდაიქმნებიან.
ბერტ ჰელინგერი
Comments