top of page
AutorenbildMoksha Peikari

ომი ოჯახურ განლაგებაში ჰელინგერის მიხედვით.




ოჯახურ განლაგებაში წარმოუდგენლად ძლიერი კავშირი შეიმჩნევა ხოლმე დამნაშავეებსა და მსხვერპლებს შორის განსაკუთრებით მსოფლიო ომების კონტექსტში. იმ დროინდელი დანაშაულები ან ქმედებები ხშირად დღევანდელობამდე გასაიდუმლოებულია ხოლმე. მოძალადეები პირველ რიგში საკუთარი თავის და მათი ოჯახების სოციალური ოსტრაციზმისგან დასაცავად დუმდებიან ხოლმე. დაზარალებულები კი მათზე გადამხდარ ამბების სირცხვილის გამო დუმდებიან.


შედეგები სისტემაში


დაბრუნებული ჯარისკაცები განსაკუთრებულ კავშირს გრძნობენ თავიანთ დაღუპულ თანამებრძოლებთან - ისევე როგორც მათ მიერ მოკლულ მტრებთანაც. გარდაცვლილისადმი ეს დიდი მიზიდულობა ხშირად ხელს უშლის მამა-შვილის ურთიერთობის ჯანსაღ განვითარებას. ბავშვი ხშირად გრძნობს ხოლმე თავს მამამისისგან „დაუნახავს“. ის განიცდის მამას, როგორც ემოციებისგან გაყინულს და მას ძალიან აწუხებს მისი ეს ძლიერი ტრავმული გრძნობები. შედეგად, ასეთი ბავშვები თავად განიცდიან ხოლმე მუდმივ დაუცველობას თავიანთი არსებობისა და იდენტობის მიმართ, რაც ზოგჯერ უკონტროლო შიშებში ვლინდება.


გადარჩენილი ჯარისკაცების შთამომავლები ხანდახან მიმართავენ მამების ან ბაბუების გარდაცვლილ თანამებრძოლებს და ასევე მათ მტრებს, რომ თავად შეუერთდნენ მათ. ეს მოძრაობები განსაკუთრებით ხშირად ვლინდება ხოლმე მმათი მხრიდან სიკვდილისადმი გასაოცარ მიდრეკილებაში და მის მიართ ლტოლვაში.


როდესაც რომელიმე ოჯახმა ომით რაიმე სარგებელი მიიღო, ამას ასევე სისტემური შედეგებიც ააქვს ხოლმე: ყველა, ვის ხარჯზეც ამ ოჯახს და სისტემას ეს უპირატესობა ერგო, ასევე განეკუთნება სისტემას. თუ მაგალითად, ოჯახს მიენიჭა რაიმე სახლი ნაციონალ-სოციალისტების ეპოქაში, რომელიც თავდაპირველად ებრაელებს ეკუთვნოდა, ისინიც ასევე სისტემის ნაწილიები არიან, რადგან ამ ოჯახმა ისარგებლა ებრაული ოჯახის უბედურებით. თუ ისინი სისტემის ამ ძველ წევრებს არ უყურებენ და მათ არ აღიარებენ, მაშინ ამ პრივილიგებული ოჯახში შემდეგი თაობის ბავშვები ხშირად თავიანთ თავებს ანაცვლებენ ხოლმე მათ მოგვიანებით და ამ როლებში ძალიან ძლიერ იდენტიფიკაციას განიცდიან სიმპტომების ან ემოციების და ქცევების სახით.


რაც არ უნდა უცნაურად და გასაკვირად ჩანდეს ჩვენი პრეკონდიციებიდან გამომდინარე, გამოსავალი ხშირად ის არის, რომ დამნაშავეები, რომელთა უმეტესობა უკვე გარდაცვლილია, დაასვენონ ან გარდაცვლილ თანამებრძოლებთან ან ასევე მათ მტრებთან ერთად.


მომხდარის აღიარება და შუქზე გამოტანა, მოძალადეების და მსხვერპლების ამ სახით ერთმანეთთან პირისპირ დაყენება ხშირად არღვევს და ალღვობს ხოლმე ამ შენარჩუნებულ ემოციურ გაქვავებულობას და ამას ყველაფერს ისევ სიცოცხლეს უბრუნებს. თუ ბაბუებისა და მამების თაობას ეს უკვე ვეღარ ერგებათ, მაშინ ეს იგრძნობა შვილიშვილების თაობაში. განლაგების დროს ხშირად ისეთი ძმობა ჩანს ხოლმე ადამიანებს შორის, რომლებიც თავს ან იმ დიდი ძალების სამსახურში, ან მათ მსხვერპლად გრძნობდნენ, რაც ჩვენი ფრონტალური წარმოსახვის ან განსჯის უნარს შეიძლება ცდებოდეს.


ბერტ ჰელინჯერის მიხედვით, ჩვენ - ანუ, შემდგომ თაობებს - არ გვაქვს უფლება რომ განვსაჯოთ ნაცისტური ეპოქის შესახებ. მოძალადეც და მსხვერპლიც ყველა მოქმედებდა უფრო მაღალი ძალის გავლენით და მისი ხელმძღვანელობით. ამის გასაგებად უნდა ვცადოთ რომ გადავინაცვლოთ სინდისის ისეთ დონეზე, სადაც მოძალადისა და მსხვერპლის შორის განსხვავება არ არის, სადაც ყველაფერი თანაბარია. საბოლოოდ ყველა ერთი დიდი ძალის ხელშია. ეს გარდაუვალი იყო როგორც გერმანელებისთვის, ასევე ებრაელებისთვის, რუსებისთვის და სხვაებისთვის. ვერავინ შეაჩერებდა ან შეაკავებდა ამას. აქ ყველა უფრო დიდი ძალის გავლენის ქვეშ იყო, ვიდრე ეს ცალკე აღებული მოძალადე და მსხვერპლია.


სანამ ადამიანი არ შეხედავს ამ უდიდეს ძალას, არ აღიარებს მის შემაზარებელ სიდიადეს, ქედს არ მოიხრის მის წინაშე და არ დაემორჩილება მას, მანამდე გამოსავალი არ არის.


ომი მრავალთაობათა ფსიქოტრავმატოლოგიაში


მრავალთაობათა ფსიქოტრავმატოლოგიის თვალსაზრისით, ომი უამრავ ეგზისტენციალურ და დანაკარგის ტრავმას იწვევს - მაგალითად ბომბის თავდასხმის შიში, გაუპატიურების ან სამშობლოს დაკარგვის შიში.


ამ სერიოზული ინციდენტების გამო ტრავმირებული მშობლები ხშირად ვერ ახერხებენ უსაფრთხოების განცდის ტრანსმისიას ემოციური კავშირის დამყარებას შვილებთან. შემდეგად ეს ასევე მომდევნო თაობებშიც იწვევს ძლიერ მიჯაჭვულობის ტრავმას.

Comments


bottom of page