ორგანიზაციის განლაგება ემყარება დაკვირვების საფუძველზე შეძენილ გამოცდილებას, რომლის თანახმადაც, ოჯახურ სისტემებში მოქმედი „კანონზომიერების“ და დინამიკის გადატანა შესაძლებელია სხვა ისეთ სისტემებზეც, როგორებიცაა, კოლექტივი, ფირმები, ორგანიზაციები და საწარმოები.
ცხადია, არსებობს განსხვავებები, რომლებიც ამ ტიპის სამუშაოსთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს; ასე მაგ; ოჯახის წევრობა არ არის დროში შეზღუდული, ორგანიზაციის ან კოლექტივის წევრობა კი მკაფიო დროითი ჩარჩოთია შემოსაზღვრული. ქვემოთ ვეცდებით, შევაჯამოთ მნიშვნელოვანი განსხვავებები:
ოჯახები:
უპირობო, დროში განუსაზღვრელი მიკუთვნებულობა
ამოცანა: სიცოცხლის გადაცემა, იერარქიის უცვლელობა, ურთიერთობების უწყვეტობა.
ღირებულებები: წევრობის თანაბარი უფლებები, სამართლიანობა, ადამიანი მიჩნეულია, როგორც ერთი მთლიანობა.
დაბალანსების გზები: აღიარება, ყურადღება; ღირებულებების შვილებისთვის გადაცემა
ოჯახები არ კოტრდება.
საწარმოები: დროით განსაზღვრული ჩარჩოები: ურთიერთობის შეწყვეტის შესაძლებლობა,
განკუთვნებულობა: დაკავშირებული ზუსტად განსაზღვრულ ფუნქციასთან,
ფუნქციურობა: ცვალებადი იერარქიულობა, მოქმედ პირთა შეცვლის შესაძლებლობა.
ღირებულებები: განსვავებულობა კომპეტენციის და მიღწევების მიხედვით; ადამიანები, უპირატესად, თავიანთი ფუნქციების მიხედვით აღიქმებიან.
კომპრომისის გზები: ხელშეკრულებით განსაზღვრული ანაზღაურება,
პატივისცემა, აღიარება.
საწარმოები შესაძლებელია გაკოტრდეს.
ბერტ ჰელინგერი
Comments