top of page
AutorenbildMoksha Peikari

ოჯახი

ვინ არის ოჯახის წევრი სისტემური განლაგების მიხედვით



დროა, ჩამოვთვალოთ, ვინ არიან ოჯახის წევრები, რომლებსაც საერთო კოლექტიური სინდისი წარმართავს და რომელიც მათ აერთიანებს. ჩამოთვლას ჩვენთვის უახლოესი წევრებით დავიწყებ. ოჯახის იმ წევრებს, რომლებიც ამ კოლექტიურ სინდისს ექვემდებარებიან წარმოადგენენ:


შვილები, ანუ ჩვენ და ჩვენი და-ძმები. და-ძმებში მკვდრად შობილებს, აბორტის შედეგად არდაბადებულებს და გარდაცვლილ შვილებსაც ვგულისხმობ. არსებობს მოსაზრება, რომ თითქოს, ისინი ოჯახის წევრობიდან უნდა გამოვრიცხოთ. ოჯახის წევრებად ითვლებიან, ასევე, გაშვილებული ან ისეთი ბავშვები, რომელთა არსებობასაც მშობლები არ ამხელენ.


 

კოლექტიური სინდისი მათ ყველას ოჯახის წევრებად მიიჩნევს, მათ იხსენებს და ოჯახში აბრუნებს. კოლექტიური სინდისი ოჯახში მათ უპირობოდ აბრუნებს ისე, რომ მათ არც გამართლებას უძებნის და არც არვის სურვილებს ითვალისწინებს. ზედა დონეზე, ოჯახის წევრებს განეკუთვნებიან მშობლები და მათი ღვიძლი და-ძმები და ისინიც, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე. ოჯახის წევრებად მშობლების ყოფილი პარტნიორებიც ითვლებიან. როცა მათ ოჯახი უარყოფს, მოიკვეთს ან გარდაიცვლებიან, მათ რომელიმე შვილი ჩაანაცვლებს მანამ, სანამ მათ სიყვარულით არ გაიხსენებენ და ოჯახში დააბრუნებენ.


ამის გარდა კიდევ ვინ არიან ოჯახის წევრები ახლა კი ოჯახის წევრთა ჩამოთვლას გავაგრძელებ, რადგან კოლექტიური სინდისი მათაც გულისხმობს და იცავს. მომდევნო, უფრო მაღალ დონეზე, ოჯახის წევრებად ბებია და ბაბუა უნდა მივიჩნიოთ, ოღონდ და-ძმების გარეშე, თუნდაც მათ განსაკუთრებული ბედისწერა ჰქონდეთ. ოჯახის წევრებს ასევე მათი ყოფილი პარტნიორებიც მიეკუთვნებიან. ოჯახის წევრებად ითვლებიან, ასევე, დიდი ბებია და ბაბუა, თუმცა ეს იშვიათად ხდება. აქამდე სისხლით ნათესავები და მშობლებისა თუ ბებია-ბაბუის ყოფილი პარტნიორები დავასახელე.


მათ გარდა ოჯახის წევრებად ითვლებიან ისინიც, რომელთა გარდაცვალებამ და ბედისწერამ ოჯახს სარგებლობა მოუტანა, მაგ; მდიდარი მემკვიდრეობა. ისინიც ოჯახის წევრებად უნდა მივიჩნიოთ, რომელთა ხარჯზეც ოჯახი გამდიდრდა.

ამ თვალსაზრისით, ჩვენს ოჯახს ისინიც ეკუთვნიან, რომლებიც ჩვენი ოჯახის რომელიმე წევრის ძალდობის მსხვერპლნი გადნენ, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც ჩვენი ოჯახის წევრებმა მოკლეს. ოჯახმა ისინიც სიყვარულით და ტკივილით უნდა გაიხსენოს.


და ბოლოს, კიდევ ერთი რამეს დავამატებდი, რაც, შესაძლოა, ზოგიერთთათავის ძლიან დიდი გამოწვევა იყოს. როცა ჩვენი ოჯახის წევრები ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი სიცოცხლეს ესალმებიან, მათი მკვლელებიც ჩვენს ოჯახს ეკუთვნიან. როცა ჩვენი ოჯახი მათ განდევნის ან უარყოფს, კოლექტიური სინდისის ზეწოლის შედეგად მათ მოგვიანებით ოჯახის წევრები ჩაანაცვლებენ.


ალბათ, უნდა მივუთითო, რომ არა მარტო მკვლელს იზიდავს მსხვერპლი, არამედ მსხვერპლსაც - მკვლელი. ორივე მათგანი ერთ მთლიანობად თავს მაშინ აღიქვამს, როცა ერთმანეთს მოძებნიან. კოლექტიური სინდისი ერთმანეთისგან არც მათ განასხვავებს...


ბერტ ჰელინგერი

24 Ansichten0 Kommentare

Aktuelle Beiträge

Alle ansehen

Comments


bottom of page