იმ ოჯახში, საიდანაც რომელიმე წევრი გაირიცხება, ჩნდება მოძრაობა, რათა გარიცხული ან დავიწყებული წევრი ოჯახში დაბრუნდეს და კუთვნილი ადგილი დაიკავოს. აქმდე მას სხვა პიროვნება წარმოადგენდა. გარიცხული წევრი ოჯახის ამ წევრს ისე ეუფლება, რომ ის ამას ვერც აღიქვამს. ოჯახში ის ამ არჩეული წევრის მეშვეობით იქცევს ყურადღებას.
სიმპტომურად ეს წევრიც გარიცხულად გრძნობს თავს. ის თავის თავზე იღებს ამ გარიცხული წევრის გრძნობებს, სიმპტომებს და ბოლოს, ასევე ბედისწერასაც. განლაგებაში ამას Verstrickung-ს (გადახლართვა) ვუწოდებთ. ის ამ ოჯახის კონსტელაციისას ვლინდება.
ეს Verstrickung - იქრება, როგორც კი გარიცხული წევრი უკან ბრუნდება. ამასთან, თვალში საცემია, რომ ეს Verstrickung, ჩვეულებრივ, ოჯახის იმ წევრს მოიცავს, რომელიც ოდნავაც არ არის პასუხისმგებელი გარიცხვისთვის. ხშირად ეს ხვედრი მეორე, ან მესამე თაობის წარმომადგენელს ერგება ხოლმე.
ამისთვის მას სხვა ძალა ირჩევს, რომელიც დანაშაულსა და უდანაშაულობაზე ჩვენი წარმოდგენების მიღმაა. ამ თვალსაზრისით ეს Verstrickung უპიროვნოდ მოქმედებს. მისი მხედველობის არეში მთლიანობა ექცევა. მისი მიზანი კაანონზომიერების აღდგენაა - ოჯახიდან გარიცხულის უკან დაბრუნება და მისი სხვებთნ დაკავშირება.
ასე რომ, ამ კანონზომიერების აღდგენაში, არა მარტო ისინი ერთვებიან, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ, არამედ ასევე მათი შთამომავლებიც.
ოჯახში - ამ სიტყვის იმ ფართო გაგებით, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ - პრობლემები სწორედ ამ კანონზომიერების დარღვევის შედეგად ჩნდება. ირკვევა, რომ წევრობის თანაბარ უფლებას უზენაესი ძალა ადგენს და ამკვიდრებს.
ბერტ ჰელინგერი
Comments