ისენი ფაქტობრივად თავიანთი წარმომავლების განმათავისუფლებლები არიან.
ესენი არიან ის ოჯახის წევრები, რომლებიც არ ჯდებიან საოჯახო წესებსა და ტრადიციებში, ვინც გამუდმებით ცდილობენ რომ ამ ჩამოყალიბებული რწმენების წინააღმდეგ გაილაშქრონ.
ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ირჩევენ იმ გზებს, რაც ოჯახის ხაზის მიერ კარგად განსაზღვრულ და ნაცად გზებს ეწინააღმდეგება.
ესენი არიან ისინი, რომლებსაც აკრიტიკებენ, განსჯიან და ასევე უარყოფენ კიდევაც. ესენი იმისთვის არიან ამორჩეულები, რომ გაათავისუფლონ ოჯახები იმ განმეორებადი პატერნებისგან, რომელთა გამოც მთელი თაობები იმედგაცრუებაში იმყოფებიან.
ეს ეგრეთ წოდებული „შავი ცხვრები“ არიან ისინი, რომლებიც ჩარჩოებში არ ჯდებიან, ვინც ჯანყდებიან, მაგრამ სინამდვილეში ისინი ამთლიანებენ, დეტოქსიკაციას ახდენენ და ქმნიან ახალ ყვავილოვან გზებსა და ბილიკებს თავიანთი საგვარეულო ხის წარმომადგენლებისთვის.
სწორად ამ აჯანყების შედეგად ვლინდება ჩვენი წინაპრების უთვალავი აუსრულებელი სურვილი, გატეხილი ოცნება თუ განუხორციელებელი ნიჭიერებანი.
მაგრამ ეს საგვარეულო ხე, შეუგუებლობის გამო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს მისი კასტრირებადი და შხამიანი მიმართულება, რაც ამ აჯანყების ამოცანას გაართულებს და ამასთან ერთად ამ გზას კონფლიქტებითაც გაავსებს.
შეაჩერე ეჭვი და მხოლოდ შენს საკუთარ იშვიათობას მიხედე, როგორც შენივე წარმომავლობის ხის ყველაზე ძვირფას ყვავილს.
შენ ყველა შენი წინაპრის ოცნება ხარ.
ბერტ ჰელინგერი
Comments