top of page
AutorenbildMoksha Peikari

ოჯახური განლაგების წარმოშობა




ოჯახური განლაგება ოთხმოციანი წლების შუა პერიოდში ბერტ ჰელინგერის მიერ იქნა განვითარებული, თუმცა ის საბოლოოდ სხვადასხვა ოჯახური თერაპიებიდან ჩამოყალიბდა. ტერმინი ‘ოჯახური განლაგება’ ბერტ ჰელინგერის მეთოდის შემუშავებამდე გამოიყენებოდა.



 


იაკობ მორენოს ფსიქოდრამა

განლაგების მეთოდი ავსტრიელი ექიმი და ფსიქოტერაპევტ იაკობ მორენოთი (1889-1974) იწყება. ვენაში დაბადებულმა და აშშ-ში მომუშავე მორენომ 1930 წელს ჩამოაყალიბა მეთოდი, ეგრედ წოდებული ‘ფსიქოდრამა.’ ის თვლიდა რომ თითოეული ადამიანი ერთი ან რამდენიმე სოციალური სისტემის ნაწილია, სადაც კონკრეტულ როლებს განასახიერებს, რაც ფსიქოლოგიურ კონფლიქტებს (დრამებს) წარმოშობს. მორენომ აღმოაჩინა რომ კლიენტები თერაპიის ჯგუფში ამ როლების რეინსცენირებით თავიანთ კონფლიქტებს უკეთესად გებულობდნენ და კომუნიკაციასა და ურთიერთობებში არსებულ პრობლემებს მარტივად აგვარებდნენ. რეინსცენირების დროს მორენო რეკვიზიტებისა და ჟესტების გარდა იყენებდა ასევე რეპრეზენტატორებს ჯგუფის წევრებიდან. მორენო თერაპიაზე მუშაობის პერიოდში ველის აღქმის ფენომენს გადააწყდა. ის და შემდგომში მისი მიმდევრებიც გაოცებული იყვნენ იმ ფაქტით რომ ფსიქოდრამის დროს როლის შემსრულებლები როლში გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმდენად ერთგულები რჩებოდნენ იმ სხვა ადამიანის ცხოვრებისეული გამოწვევების, მდგომარეობისა და რეაქციების მიმართ, რომ ფსიქოდრამის როლის შემსრულებლების ქმედებები, რომელიც გარემოებების ობიექტური იგნორირებისას ხდება, ხშირად ძნელად გასაგებია.


ვირჯინია სატირის საოჯახო ქანდაკებები

ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი სისტემური განლაგების მეთოდოლოგიის შემდგომი განვითარებისა არის ვირჯინია სატირის საოჯახო ქანდაკებები.( 1916-1988). ვირჯინია მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცობილი თერაპევტი და მენტალური კვლევის ინსტიტუტის წევრი იყო (ცნობილი როგორც პალო ალტო, Palo Alto ჯგუფი). ამ მეთოდის დროს ოჯახის წევრებს თხოვენ რომ ურთიერთობები ერთმანეთთან ქანდაკებების მეშვეობით ( როგორც სტატიკური სურათი) განალაგონ. კომუნიკაციისა და ურთიერთობების შაბლონები სხეულის ენის, ჟესტებისა და მანძილით ქანდაკებებს შორის არის გამოხატული. ასეთი ტიპის განლაგება უფრო კონკრეტულად გვაჩვენებს ოჯახში არსებულ დინამიკებს ვიდრე სიტყვიერი აღწერა და უფრო მეტიც, გვაძლევს შესაძლებლობას წარსული გამოცდილება აწმყოში ცოცხლად დაგვანახოს. ეს მეთოდი დღემდე აძლევს საშუალებას კლიენტს არავერბალურად წარმოაჩინოს ოჯახური ურთიერთობები. ამ განლაგების დახმარებით თერაპევტს შეუძლია დაინახოს იმ სოციალური სტრუქტურის სურათი, რომელშიც ცხოვრობს კლიენტი და რომელიც მასზე გავლენას ახდენს. კლიენტს შეიძლება გაუჩნდეს ემოციები და რეაქციები უკვე არსებული სურათისა და მისი ამ სიტუაციაში მდგომარეობის აღქმის შედეგად, აქ კი ვერბალური კვლევა იწყება.


ივან ბოსორმენი-ნაგის მრავალთაობათა პერსპექტივა

მრავალ თაობათა პერსპექტივაში ითვლება რომ ოჯახში არსებული დარღვევები და კონფლიქტები ხშირად მშობლების წარმოშობის ოჯახებში იქნა ფორმირებული. ოჯახის გრძნობა და განცდა წარმოადგენს თაობათა შორის შემაკავშირებელ რგოლს. ოჯახის განცდის ინდივიდუალური განვითარება წარმოქმნის შინაგან სურათს ოჯახის, როგორც ერთი მთლიანობის შესახებ რომელთანაც ბავშვი დროთა განმავლობაში აქტიურად იდენტიფიცირდება. ივან ბოსორმენი-ნაგის წიგნიში ‘უხილავი კავშირები’ სიღრმისეულად აღწერილია თაობების შეკავშირების პროცესის ეფექტები ოჯახში, როგორ გავლენას ახდენს და როგორ ხდება წინა თაობების დინამიკების აღება და გადმოტანა ოჯახებში.


მილტონ ერიქსონის ჰიპნოთერაპია

ამერიკელმა ფსიქიატრმა მილტონ ერიქსონმა (1901-1980) აღმოაჩინა ენის შესაძლებლობა, რომ მოკლე მეტაფორების, ჰიპნოზური წინადადებებისა და გამონათქვამების დახმარებით შესაძლებელია ჩვენს ქვეცნობიერში არსებულ ნაწილებთან დაკავშირება. დღეს ბევრი სისტემური განლაგების სპეციალისტი და თერაპევტი იყენებს ამ მეთოდს თავის საქმიანობაში.არავერბალური კომუნიკაციის ზუსტი აღქმა რომელიც ჰიპნოთერაპიის ერთ-ერთი ნაწილია გვაძლევს შესაძლებლობას რომ განვასხვავოთ ზედაპირული და ფსიქიკის ღრმა დონეებიდან მომდინარე მესიჯები, რომელიც ოჯახის უხილავ სტრუქტურებს შეესაბამება.


ოჯახური განლაგების წარმოშობა ჰელინგერის მიხედვით

ზემოთ აღწერილ და კიდევ სხვა მიდგომებსა და თერაპიებს ეფუძნება ბერტ ჰელინგერის ჩამოყალიბებული ოჯახური განლაგება. მან თერაპიული პროცედურის მიდგომები შეცვალა :


1. ჰელინგერმა რეპრეზენტატორების მიერ ველის აღქმა განლაგების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად აქცია.

2. მან დაინახა საოჯახო სისტემების სტრუქტურებში ფუნდამენტური მსგავსება და ასე მივიდა იმ კონკრეტულ ცოდნამდე თუ როგორ ფუნქციონირებს ოჯახური სისტემები (იხილეთ მისი წიგნები ‘Orders of Love’ და ‘Orders of helping’ ) რა დინამიკებია მათ შიგნით და როგორ ხდება პრობლემის მოგვარება.

3. ჰელინგერმა საგრძნობლად შეამცირა კლიენტის მიერ პრობლემის აღწერის მნიშვნელობა განლაგებაში.

4. მან შეზღუდა ასევე კომუნიკაცია და ვერბალური კავშირები, რომელიც ჟესტებით და მიმიკით ჩაანაცვლა.

5. ჰელინგერი სრულ პასუხისმგებლობას აკისრებდა რჩევის მიღების მსურველებსა და კლიენტებს განლაგების შედეგების მიღებასა და გაანალიზებაზე.

6. მან თერაპია წმინდა ფენომენოლოგიურ დონეზე გადაიტანა- ‘მიიღე ის, რაც არის.’

14 Ansichten0 Kommentare

Aktuelle Beiträge

Alle ansehen

Comments


bottom of page