top of page
AutorenbildMoksha Peikari

პატივისცემა და აღიარება




ოჯახური განლაგებების მიხედვით პატივისცემა და აღიარება როგორც წესი ნიშნავს, რომ რაღაცას ეთანხმები ისე, როგორც ის არის. როდესაც არ ცდილობ მის შეცვლას, არამედ ხვდები და ღებულობ ამ რეალობას.


მაგალითისთვის, იმ მომენტში, როდესაც ადამიანს მისი მშობლები ეზიზღება, მას ასევე ეზიზღება საკუთარი თავიც, რადგან ის მშობლების შთამომავალია. როცა ვინმე ერთ-ერთ მშობელს უარყოფს, ის ამითი საკუთარი არსების 50 პროცენტს მაინც უარყოფს. საკუთარი თავის უარყოფა ძალასა და ენერგიას საჭიროებს, რის შედეგადაც ეს ენერგია მერე სხვაგან გვაკლდება.


ქალების პატივისცემას ბავშვები მამებისგან სწავლობენ და პირიქითაც, კაცების პატივისცემას ბავშვები დედებისგან სწავლობენ. ამავდროულად, ბავშვები პატივს სცემენ მშობლებს, როდესაც მშობლებიც ერთმანეთს სცემენ პატივს. ბავშვებს შეუძლიათ მათგან პატივისცემის სწავლა. მაგრამ, როდესაც ბავშვები მშობლის ურთიერთობებში მათი მრჩევლები ხდებიან, ისინი აღარ არიან ბავშვობის ადგილზე და ამითი მათ ბავშვობის დიდი ნაწილი ერთმევათ.


პატივისცემა ასევე ნიშნავს იმის აღიარებას, რაც არის. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ თქვენ იკავებთ იმ ადგილს, რომელიც"დამსახურებულია".


სხვაგვარად რომ ვთქვათ:

მე შემიძლია პატივისცემით მოვექცე ყველა სიტუაციას და ყველა ადამიანს. ვეთანხმები, არ ვცდილობ ამის შეცვლას, არც მანიპულირებას. ეს ისეთია, როგორიც არის.


ან კიდევ სხვაგვარად რომ ვთქვათ:

ყოფიერება კარგად არის ჩემთან, ისე როგორც არის. მე შემიძლია მას დავეთანხმო იმაში როგორიც ის არის.


თუმცა ზოგიერთ ოჯახურ განლაგებებში, როდესაც კლიენტები მშობლებთან ნებისმიერი გზით შერიგებას ითხოვენ, ასეთი შერიგება მაინც ძალიან რთულია ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ, თუ მშობლების, ან ერთ ერთი მშობელის მხრიდან, რაიმე სახის მოძალადეობას ჰქონია ადგილი. ასეთ შემთხვევაში შერიგება ნაადრევიც და ნაძალადევიც გამოვა და ეს ხელახალი ტრავმატიზაცია იქნება.


ამიტომ ასეთ სიტუაციებში შერიგების ნაცვლად უბრალოდ პატივისცემა ან აღიარება ბევრად უფრო სარგებლიანია: მე ვაღიარებ იმას, რაც იყო - მისი გალამაზების და დემონიზაციის გარეშე. ეს ჩემი ბიოგრაფიის და ჩემი ცხოვრების ნაწილია და მისი გაუქმება შეუძლებელია...

13 Ansichten0 Kommentare

Aktuelle Beiträge

Alle ansehen

תגובות


bottom of page