top of page

როცა მამას უარვყოფთ…





როცა მამას უარვყოფთ…


საოჯახო განლაგების კონსულტაციებზე:


(6 წლის ბიჭი, მძიმე ნევროტული აშლილობა)

–ვისთან ერთად ცხოვრობ?

–დედასთან.

–მამა სად არის?

–გავაგდეთ.

–როგორ?

–გავეყარეთ… გვამცირებს… კაცი არ არის… საუკეთესო წლები მოგვიწამლა…


(14 წლის მოზარდი, მძიმე შაკიკი, გულყრები, დევიაციური ქცევა)

–მამა რატომ არ დახატე, თქვენ ხომ ოჯახი ხართ?

–უკეთესი იქნებოდა, სულ არ ყოფილიყო ასეთი მამა…

–რას გულისხმობ?

–დედას ცხოვრება მოუსპო, ღორივით იქცეოდა… ახლა არ მუშაობს…

–შენ როგორ გექცევა?

–ცუდი ნიშნების გამო არ მეჩხუბება…

–სულ ეს არის?

–ჰო,… სხვას რას უნდა ველოდო?… გართობისთვისაც კი მე ვშოულობ ფულს…

–როგორ?

–კალათებს ვწნავ…

–ვინ გასწავლა?

–მამამ… ბევრი რამე მასწავლა, თევზის დაჭერაც ვიცი… მანქანის ტარებაც… ხეზეც ვმუშაობ ცოტას… გაზაფხულისთვის ნავი გავაკეთეთ, ერთად წავალთ სათევზაოდ.

–როგორ ჯდები ნავში იმ ადამიანთან ერთად, ვის სიკვდილსაც ნატრობ?

–…მასთან როგორღაც… საინტერესოა ურთიერთობა… როცა დედა მიდის, კარგად ვართ… დედა ვერ ეწყობა, თორემ მე დედასაც ვეწყობი და მამასაც, ცალ–ცალკე…


(6 წლის გოგო, ურთიერთობის პრობლემები, უყურადღებობა, ღამის შფოთვები, მეტყველების პრობლემები, ფრჩხილების კვნეტა…)

–მხოლოდ დედა და ძმა რატომ დახატე, შენ და მამა სადღა ხართ?

–ჩვენ სხვაგან ვართ, რომ დედა კარგ ხასიათზე იყოს…

–ერთად რომ იყოთ?

–ცუდი იქნება…

–როგორ ცუდი?

(ტირის, ცოტა ხნის შემდეგ)

–მხოლოდ დედას არ უთხრათ, მამაც მიყვარს, ძალიან…


(მოზარდი, მძიმე ნევროტული დარღვევები)

–თქვენს ბიჭს სჯერა მამის გარდაცვალების ამბავი?

–დიახ! სპეციალურად ვუთხარით… ღმერთმა ნუ ქნას, მასთან შეხვედრა მოინდომოს, თავს ვეღარ დააღწევს მემკვიდრეობითობას… მე და ბებო მამის შესახებ მხოლოდ კარგს ვუყვებით, რომ არ იდარდოს და ეცადოს კარგი ადამიანი დადგეს.


(8 წლის ბიჭი, მძიმე დეპრესია და მთელი რიგი სხვა დაავადებები)

–მამას რა მოუვიდა?

–არ ვიცი…

–მამის სიკვდილს არ უმხელთ? (მივმართავთ დედას)

–იცის, ვისაუბრეთ… (დედა ტირის), არც კითხულობს და ფოტოების ნახვაც არ სურს.

როცა დედა ოთახიდან გადის, ბიჭს ვეკითხები:

–არ გინდა მამას შესახებ გაიგო?

გამოცოცხლებული ბიჭი პირველად მიყურებს თვალებში.

–კი, მაგრამ არ შეიძლება…

–რატომ?

–დედა ისევ იტირებს, არ არის საჭირო.


ბერტ ჰელინგერი

7 Ansichten0 Kommentare

Aktuelle Beiträge

Alle ansehen

Comments


bottom of page