ჩანაწერები განლაგების სემინარებიდან
09. 09. 16
როცა კლიენტის იდენტიფიკაციები საკუთარ თემაში ძალიან დიდია, ყოველთვის სჯობს, რომ განლაგების დროს მის მაგივრად წარმომადგენელი ავიყვანოთ.
განლაგების მიზანია ზრდა და განკურნება - არ იუნდა ავაშენოთ რაიმე "ციხე-სიმაგრე".
სპირიტუალური ეგო ხშირად ღრმა ტრამვებიდან ჩნდება. მაგალითად: „ჩვენ ვიცით, რა არის სწორი - New Age - ის მიდგომა“. ესეც ასევე ქრისტიანულად კონდიცირებული მიდგომაა, რომელიც მორალურად არის გამოკვეთილი.
საოჯახო განლაგებები და ცნობიერების მუშაობა კბილის ამოღებას ჰგავს. ის დიდ ენერგიას ითხოვს და გამოცდილ თერაპევტსაც კი უკიდეგანოდ ღლის.
განლაგების მეთოდოლოგიის გასაგებად პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ, თუ როგორ ვენდოთ ველის ენერგიას და საკუთარ ინტუიციას.
ჩვენს წარმომავლობით სისტემას აქვს მოთხოვნილება, რომ შენარჩუნდეს, როგორც ერთი მთლიანობა. არსი იმაში მდგომარეობს, რომ თავდაპირველად დაინახო, აღიარო ის, რაც არის და არ ეძებო პირდაპირ პრობლემის გადაჭრის გზა.
„მოგება ან წაგება“- ყოველთვის ინტერპრეტაციებია.
აღქმა არის სამუშაო ჰიპოთეზის აუცილებელი წინაპირობა.
10.09.16
მთავარია შეიგრენი, თუ რა გეხმარება. გამოუცხადე ნდობა საკუთარ სხეულს. მეთოდები და კონსტრუქტები არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ზოგჯერ ხელის შემშლელიც კია.
„ცხოვრება თავად ზრუნავს“- ეს „დაოსეული“ და „დჰარმული“ პრინციპი განლაგების დროსაც მოქმედებს. თუ ვიფიქრებთ, რომ ყველაფერს შევძლებთ და ამისთვის პატარა კვადრატული მე-ს შენარჩუნებაც საკმარისი იქნება, მაშინ წარმოდგენაც კი არ გვექნება, რომ ცხოვრება თავისით უკვე ისედავ ბევრ რამეს აკეთებს...
საკუთარი აწმყოს სისტემა რომ გავიგოთ, წარმომავლობის სისტემა უნდა გვესმოდეს.
არავითარი მიზნები - ზოგჯერ კლიენტები ოცნებობენ და ანალიტიკურობის მოლიდინი აქვთ. ეს ძალიან საშიშია. ყოველი ფიქსირებული წარმოდგენა საშიშია. გარკვეული შედეგების მისაღწევად საჭიროა თერაპევტის ინვესტიცია, რათა საქმე კარგად წავიდეს. ასევე მნიშვნელოვანია, კლიენტს სიყვარულით დავეხმაროთ.
განლაგების დროს წარმოჩენილი შინაგანი მოძრაობებისთვის იმპულსები ზოგჯერ ორი წელიც კი გრძელდება, ანუ მანამ სისტემა პაციენტამდე მიაღწევს. ამ დროში ჩვენს ტვინში ყალიბდება ახალი სინაფსური და დენდრიტული კვანძები და გადაბმები.
საშვილოსნოა - როგორც ბიოლოგიურად მუცელი, ფსიქოლოგიურად ოჯახი, ასევე სულიერად ოსტატიც.
ომიც, მიუხედავად ყველაფრისა - საბოლოოდ ცხოვრების და პროგრესის სამსახურშია.
განლაგების დროს რაიმე თემის დამუშავეით იმის მიღწევა, რომ ესა თუ ის სიმპტომი ან „ავადმყოფობა“ განკურნებულია, არც ისე მარტივია. რა თქმა უნდა კავშირები არსებობს, მაგრამ ერთი ერთზე და პირდაპირ ეს არასდროს არ არის.
11.09.16
ორიენტაცია რომ შევძლოთ, განლაგების დროს ვერბალური chek-in კეთდება დასაწყისში და ასევე შუაშიც, სადაც ყველა თანამონაწილე თავის განწყობას მოკლედ აღწერს.
ფუნქციაზე უარის თქმა, ცარიელ ადგილთან კონფრონტაციაა. ბავშვს უნდა ჯეროდეს, რომ ყველაფერის მოგვარება შეუძლია და ფუნქცია აქვს, რადგან მას უყვარს.
გარკვეული სტრუქტურა იმოტომ გაგვაჩნია, რომ გადავრჩეთ. დინამიკურ მედიტაციას, მაგ. ბიოენერგეტიკული თვალსაზრისით, ამ სტრუქრურაში არეულობა შეაქვს.
ბავშვები ყოველთვის მშობლის მხარეზე არიან.ისინი ყველაფერს მათი სიყვარულით აკეთებენ. როცა მამა ბარბაცებს, ბავშვიც სიყვარულით ბარბაცებს.
განლაგების დროს და რეალურადაც მოძრაობა ყოველთვის - ბავშვის დედისკენ მოძრაობაა. აქ სუნთქვა და მზერით კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია.
დედა-შვილის ურთიერთობაა ყველა „Primer isseues“.
დაო ზემოდან დედის საშუალებით და მისი თვალებიდან იყურება.
ურთიერთდამოკიდებულების დიმნამიკა: ტირანი - მსხვერპლი - მხსნელი - (წრეში).
განლაგების დროს ინტუიცია ეყრდნობა სპონტანურად ცვალებად ინტელიგენტობას.
განლაგების სამუშაოში ჰელინგერის მიერ დანახულ სულის მოძრაობის შემოყვანამ, კლასიკურ თერაპია ფაქტიურად შეუძლებელი გახადა, რადგან ამით მას უკვე სპირიტუალური განზომილება მიენიჭა.
მოქშა ფეიქარი
Σχόλια