ჩანაწერები განლაგების სემინარებიდან
11.11.16
ინდივიდუალური სინდისი - სუფთა სინდისი, სინდისის ქენჯნა ვინმესთან ან რაიმესთან მიმართებაში.
კოლექტიური სინდისი - სუფთა სინდისი (ვეკუთვნი ჯგუფს), სინდისის ქენჯნა (არ მაქვს წევრობის უფლება).
მიკუთვნებულობის გარდა, სინდისს სხვა არაფერი შეუძლია.
წესები ყოველთვის ჯგუფის გადაწყვეტაა.
ოჯახური სინდისი კოლექტიური სინდისია. სინდისის "მოცულობიდან" გამომდინარე კოლექტიურ სინდისს უპირატესობა აქვს ინდივიდუალურ სინდისთან. ამიტომ კოლექტიურ და ინდივიდუალურ სინდისებს შორის ხშირად ხდება ხოლმე კონფლიქტები ( იესო - ებრაელები, სოკრატე - ბერძნები )...
უნივერსალური სინდისია დაო, დჰარმა.
კეთილს და ბოროტს მნიშვნელობა ინდივიდუალური და კოლექტიური სინდისისთვის აქვს მხოლოდ და არა სულიერი სინდისისთვის.
საგულისხმოა, რომ კარგს და ცუდს, უმთავრესად, ინდივიდუალური სინდისი გულისხმობს.
12.11.16
არაფერი ისე არ ათავისუფლებს ისე, როგორც ჭეშმარიტება - ეს ასევე ეხება სისტემურ განლაგებასაც.
აწმყოს სისტემაში მეტი დაზიანებებია, რადგან მოვლენები აწმყოში ხდება.
ნევროდერმიტი და ასთმა ფსიქოსომატური - სისტემური დაავადებებია.
ნუ შევქმნით განლაგების დროს ბევრ „სამშენებლო მოედნებს“. უბრალოდ შევხედოთ სად არის მთავარი ენერგია და მუხტი და აქ დავრჩეთ. ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა არის პირველადი მოცემულ განლაგებაში.
წარმომადგენელი ყოველთვის უნდა გავაფრთხილოთ, როდესაც ტარდება რაიმე ექსპერიმენტი ან ჩარევა.
12.11.16
ზოგჯერ რეპრეზენტატორებს ემოციების გამოხატვის ნაცვლად, უბრალოდ რაიმე ცნებები ან სიტყვები უნდა ვათქმევინოთ.
საკუთარი სურვილებისა თუ გამორჩენის მიზნით სხვების მანიპულირებას, ინსტრუმენტალიზაცია ჰქვია.
შვილი ხშირად თავის თავზე იღებს ხოლმე მშობლის ყოფილი პარტნიორის როლს, როცა ეს წინა ურთიერთობა მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
კოლექტიური სინდისი სხვაგვარად იქცევა, როცა ის დაკავშირებულია მიცვალებულებთან და ეს ზოგჯერ სიცოცხლეზე მნიშვნელოვანიც კია.
როცა დედა ან მამა თავს იკლავს, ბავშვს ლოიალურობის გამო ეს მიმართულება იზიდავს. ამის შესაფერხებლად ბევრი მუშაობის ჩატარებაა საჭირო.
როცა ვინმესკენ მოძრაობა წყდება, ენერგია სხეულიდა თავში გადაინაცვლებს და აღქმა ინტერპრეტაციად გადაიქცევა.
განლაგების დროს შეგვიძლია ასევე გამოვიყენოთ ვიზუალიზაციაც, რომელიც საკუთარი სისტემის ან საკითხის ასიმილაციაა.
მოქშა ფეიქარი
Comments