ჩანაწერები განლაგების სემინარებიდან
13.02.17
ემოციური დონეზე მამის უარყოფა, ცხოვრებისეულ სირტუაციებში იწვევს დაურწმუნებლობას.
ლტოლვა, მონატრება მიმართულია მამისკენ. დედისადმი მიმართულია ერთგულება.
მამაკაცი წარმოადგენს სივრცეს. ქალი წარმოადგენს საყრდენს.
კავშირის (დამოკიდებულების, ერთგულების) დონე - ყველაფერს გვიღებდი, რომ შენთან ვიყო, მაგრამ თუ შენთან არ ვიქნები, ჩემს ბედისწერის სადავეებს მე ავიღებ ხელში.
შვილი (ეგზისტენციური) დონე - მადლობელი ვარ, რომ ვარსებობ. მე იმდენი რამ ვნახე და განვიცადე. ეს ერთადერთია, რაც ფასობს. სხვა ყველაფერი უკვე სხვაგან მივიღე.
თერაპევტის მნიშვნელოვანი თვისებები - იყო დიდი და ასევე იყო ადამიანი.
მამები ქალიშვილებს უფრო ადრე ტოვებენ, ვიდრე დედები ვაჟიშვილებს.
როცა დედა ან მამა შინაგანად ითხოვს, ბავშვი ყოველთვის ლოიალობის გამო აკეთებს.
25.02.17
განლაგებისას მნიშვნელოვანია არა მორალი, არამედ დანაშაულის განხილვა.
აბორტის დროს ითრგუნება ტკივილის შეგრძნება, თუმცა სასჯელს სული იღებს თავის თავზე.
სიმპტომები ზოგჯერ მაინც ცხრა თვე გრძელდება. აბორტი ასევე პარტნიორსაც ეხება.
აბორტი რაღაცას ურთიერთობაშიც აფუჭებს, რადგან პარტნიორის ნაწილის მიღება არ ხდება - საკმარისად არ მიყვარხარ იმისთვის, რომ შენთან ერთად ბავშვი გავზარდო. ეს ასევე პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაცაა.
26.02.17
პრობლემა, შესაძლოა, თაობების მანძილზე ვერ გადაიჭრას. როცა გადაიჭრება, მაშინ წესრიგი სისტემურ ველებზე ისევ აღსდგება.
როცა კავშირი აღდგება, დაძაბულობაც იხსნება.
ტკივილთან ყოფნა ნიშნავს ზრდას.
მშობიარობის შემდეგ დედის სიკვდილი, კავშირის დაკარგვაა, ანუ ეგზისტენციური დანაკარგი, ისევე როგორც მკვლელობის დროს. ამ დროს ყველაფერი უნდა გამოაშკარავდეს - ტკივილი, დანაშაული... ასევე პარტნიორის მიერაც.
როცა საოჯახო სისტემაში ვინმეს ან უარყოფენ, ვერ ხედავენ, ან კიდევ არ გლოვობენ, მაშინ ამ სისტემიდან ავადმყოფობას ვიღაცა მისი წარმომადგენელი იღებს თავის თავზე.
„როცა სიყვარულია, ყველაფერი გვაქვს“ - ეს არა არის სწორი მიდგომა. ჯერ აუციელებლი წინაპირობაა, რომ ამისთვის კანონზომიერებას დაქვემდებარებული სივრცე შეიქმნას, რათა სიყვარულმა დენადობა შეძლოს.
მოქშა ფეიქარი
コメント