top of page

სემინარები - მოდული 4



ჩანაწერები განლაგების სემინარებიდან


04.05.17

ნდობა მხოლოდ საკუთარ თავთან და ცხოვრებასთან დაკაცშირებას ნიშნავს და არა რომელიმე ვარაუდთან, ინტერპრეტაციასთან, კონცეფციასთან ან ისტორიასთან.

ჩვენ ყოველდღიურად შეგვიძლია მოვცადოთ ერთ ერთი საუკეთესო „მანტრა“: როგორ დავეხმარო საკუთარ თავს ყველაზე უკეთ.


განლაგების დროს არქეტიპის წარმომადგენელი ძალიან იშვიათად მოძრაობს ან მოქმედებს და თუ ეს მოხდა, მაშინ ეს უბრალოდ კლიენტის პროექციაა და წარმომადგენელი ან მამა, ან დედა, ან სხვები არიან და არა არქეტიპი.

თერაპევტს განლაგების დროს საკუთარი იდეა ან რაიმე მენტალური მოსაზრება არ უნდა ჰქონდეს. ის მდინარებას უნდა მიჰყვეს და მასთან უნდა იყოს დაკავშირებული.


06.05.17

თუ განლაგება არ არის საკმარისად დენადი, მაშინ უნდა დავინახოთ არსებობს თუ არა სხვა პერსპექტივები, რომელიც კლიენტში ჯერ არ ასახულა და პროცესიც ამ ახალი მიმართულებით წარვმართოთ.


ბავშვის სიყვარული არ არის რამე გარკვეულ პირობასთან დაკავშირებული. მშობლების მიმართ ბავშვი ყოველთვის უპირობოთ ლოიალურია.

საოჯახო სისტემის პოზიციიდან თუ შევხედავთ, ყველაზე დიდი რამ მიკუთვნებულობაა და არა სიცოცხლე.


06.05.17

ცხოვრებისადმი პასუხისმგებლობას თერაპია და მედიტაცია არ ხსნის. ესენი უბრალოდ ინსტრუმენტები და დამხმარე „ხელსაწყოებია“.

პრეციპიტატი - ეს არის მიმღების ნაცვლად გამცემის როლში ყოფნა. ამგვარად კონტროლის უფრო მეტი საშუალება გაქვს და ეს უფრო იოლიცაა. მიღები გამცემზე უფრო მგრძნობიარეა. ხშირად ეს ბავშვებს ემართებათ ხოლმე და მშობლების როლებს იღებენ თავის თავზე...


მოქშა ფეიქარი

3 Ansichten0 Kommentare

Aktuelle Beiträge

Alle ansehen
bottom of page