top of page

სემინარები - მოდული 5



ჩანაწერები განლაგების სემინარებიდან


28.09.17

„არასწორ ადგილას ვიბრძვი“ - თუ ამ შემთხვევაში არ შ


ევხედავთ საკუთარ თავებს, როგორც ზრდასრუსლებს, მაშინ ვინ იბრძვის? ბავშვი, რომელსაც შეწყვეტილი მოძრაობა აქვს დედისკენ.


დრამის, ანუ ჩვენი „ისტორიის“ დასასრული - არის როგორც სიკვდილი. არა ნამდვილი სიკვდილი, არამედ მხოლოდ ჩვენს მიერ გამ


ოგონილი.

როცა ტკივილს ჩამოიცილებ, სიყვარულსაც ჩამოიცილებ.


სიყვარულს ვერ მოატყუებ. როცა ის მოდის, ყველასთვის აშკარაა.


ჰელინგერის მიერ გამოთქმული „სულის მოძრაობა“ ფაქტიურად განლაგების პროცესის დროს ველისთვის კონტროლის გადაცემაა ნიშნავს. DGFS - ი სისტემური განლაგების ფსიქოლოგიაში ამ მცნების შემოტანის წინააღმდეგი იყო, რადგან მას მეთოდის აღიარების სტატუს-ქვოს შენარჩუნება უნდოდა.


თუმცა მხოლოდ ამ აღმოჩენის შედეგად გამოვლინდა ბოროტმოქმედის და მსხვერპლის დინამიკის ახალი განზომილება. ის, რომ მათ შორის ყველაზე ძირეული დამაკავშირებელი ძალა სიყვარულია. რასაც ფაქტიურად ქრისტიანობაც ქადაგებს: გიყვარდეს მტერი შენი.


როგორც კი ბოროტმოქმედი და მსხვერპლი ერთმანეთის დანახვას დაიწყებენ, მათ მოქმედებას უკვე ემოციები კი აღარ წარმართავს, არა


მედ ისინი ერთმანეთში ადამიანს დაინახავენ. „მე შენნაირი ვარ. უბრალოდ, შენ უფრო სწრაფად იმოქმედე“ - ეს არის წინადადება, რომელიც პრობლემას აბათილებს და აქრობს.


განლაგების სამუშაო თერაპევტსაც ეხმარება და გკურნავს. როცა ის მაგალითად ამას საკუთარ სამშობლოში აკეთებს, რადგან ეს მისი ფესვებია, ამით კავშირი ღსდგება.


როცა ჯგუფიდან წასული ან გამოთიშული წევრი ბრუნდება, სისტემაში მშვიდობა მყარდება. სისტემიდან ამას ყოველთვის ვიღაც გრძნობს და ჯგუფიდა წასული ან გამოთიშული პიროვნების სიტუაციასთან ან მის სიმპტომ


ებთანაც კი იდენტიფიკაციას ახდენს.


ორგანიზაციებში ბევრი წევრია. სჯობს, ყურადღება მნიშვნელოვანზე შევაჩეროთ და სამუშაო ამით შემოვსაზღვროთ.


იყავით ყოველთვის აწმყოში. ადამიანები ან წარსულში მიდიან ან მომავალში. „მე გხედავ შენ“- უნდა ვათქმევინოთ კლიენტს ან წარმომადგენელს, რათა ის ისევ აწმყოში შემოვიდეს.


როცა ორგანიზაციიდან ვინმეს დაითხოვენ, მის ადგილს აუცილებლად ვინმე იკავებს. სამსახურიდან დათხოვნით პრობლემა არ მოგვარდება.


29.09.17

დღესდღეობით ფსიქიკური დაავადებები სიაში პირველ ადგილზეა. წინათ ასე არ იყო. ეს წარმატების მიღწევის აუცილებლობით გამოწვეული ზეწოლაა. იოგას პოპულარულობაც ამის კომპენსაციას ემსახურება.


კითხვა: თუ ფული ცხოვრების სამსახურშია, რატომ ყვავის სამხედ


რო მრეწველობა?

პასუხი: ომი ყველაფრის მამაა. ჩვენ ხომ ომით ტექნოლოგიურად და ეკონომიკურად დიდ განვითარებას მივაღწიეთ. ის ცხოვრებას ემსახურება. ბევრი ახალი რამ, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, ომის შედეგად გაჩნდა.


30. 09. 17

უფრო მარტივია გქენჯნიდეს სინდისი, ვიდრე მსხვერპლს გვერდით დაუდგე.

არავითარი ინტერპრეტაცია, მოტივაცია ან ამბიცია, არამედ მხოლოდ ინტუიცია.

დედაზე განრისხება, კავშირია. მრისხანება კავშირს არ არღვევს.


დედის სახე - წარმატება, ურთიერთობა, ფული.


გზა დედისკენ - გზა წარმატებისკენ, ურთიერთობისკენ, ფულისკენ.

ყველაფრის გაკონტროლება - გაკოტრების ტოლფასია.


გონება პრობლემის გადაჭრის გზებს ყოველთვის ისტორიებით ვარაუდებით, კონცეპტებით ეძებს, მაგრამ ეს მხოლოდ დროებით შველის. ისტორიები უსასრულოა. სიმშვიდე რომ შევიქმნათ, მუდმივად ახალი ისტორიები და


ინტერპრეტაციები კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ უბრალოდ უკვე არსებულ გამოცდილებასთან დავრჩეთ. ეს საკმარისია.


დაძაბული ემოციური რეაქციის შუაში შესაძლებელია შესვენება, რათა გადავწყვიტოთ მუქარა ნამდვილად რეალურია თუ არა. ცხოველს ამის საშუალება არ აქვს. მათგან განსხვავებით ადამიანში ამას ბავშვი დედისგან იღებს. თუ დედის მიმართ მოძრაობა დარღვეულია, მაშინ მოგვიანებით, უკვე ზრდასრულ ასაკში, ამ რესურსის აღსადგენად საჭიროა მედიტაცია და ყურადრება.


დაიცავი დისტანცია იდეალებზე საკუთარი წარმოდგენებისგან და განპირობებებისგან.


საოცნებო ქალი, საოცნებო კაცი, მხოლოდ ოცნებებში არსებობს. ბუნებრივი დედა და სიყვარული ტაოა.


განლაგების დროს აშკარავდება ყველაზე არსებითი. ის სულში განაგრძობს მუშაობას. ეს შეიძლება პირდაპირ და უშუალოდ არ ჩანდეს.


შეიძლება წარმატებული იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წარმატება გასაზრდოვებს.

ბავშვი საშვილოსნოს, ოჯახის მარწუხებს უნდა მოწყდეს,


თორემ ექნება მოლოდინი, რომ ვინმე გამოკვებავს და პასუხისმგებლობას სახელმწიფოს, გურუს და თერაპევტებს დააკისრებს.




3 Ansichten0 Kommentare

Aktuelle Beiträge

Alle ansehen
bottom of page