ჩანაწერები განლაგების სემინარებიდან
ვარდს თავისი ეკლების არ უნდა რცხვენოდეს.
აწმყოს ოჯახის სისტემის განლაგების დროს უნდა შევხედოთ არის თუ არა საკმარისი ცნობიერება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოვიშველიოთ წარმომავლობითი ოჯახი.
განლაგების დროს სხვა და სხვა რამის მოცდა შეიძლება და მხოლოდ ამის შემდეგ სამუშაო სისტემის გამოცვლა. ამათაც უკვე ბევრი რამის ამოხსნა შეეძლებათ.
ისტორიული სურათები და ინფორმაცია მოძალადეზე და მსხვერპლზე პროექციებს უფრო მეტად კვებავენ.
კლიენტღან ფიზიკური კონტაქტის დროს სიფრთხილეა საჭირო. თავდაპირველად აუცილებლად კომუნიკაციით უნდა მოხერხდეს ამაზე ნებართვის თხოვნა.
ტრავმა ჩვენს პიროვნულობას აყალიბებს - ცნობიერება ჩვენს ინდივიდუალურობასთან გვაკავშირებს.
ტრავმა არ უნდა შევაჩეროთ, არამედ უნდა მოვეხმაროთ კლიენტს მის დარეგულირებაში და ასევე სესიების გარეშე დახმარებაც შეგვიძლია რომ შევთავაზოთ. მაგალითად ტელეფონით და ასე შემდეგ...
ტრავმის დროს არის ხოლმე პანიკის შეგრძნება, თვალების აქეთ იქეთ ცეცება, არეული სუნთქვა, შიშის გრძნობა. კლიენტს შესაძლოა რომ მზერა გათიშული ჰქონდეს. ამ დროს კლიენტი აწმყოში უნდა მოვიყვანოთ. მასთან ასევე მნიშვნელოვანია თვალებით კონტაკტი. თუ ეს განლაგების დროს ხდება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განლაგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტრავმის ბოლომდე გაყოლა. კლიენტს უნდა მივცეთ ფიდბეკი, რომ მას ამ თემაზე ასევე სხვა, უფრო ტრავმაზე ფოკუსირებული და ორიენტირებული სამუშაოები აქვს ჩასატარებელი.
ბავშვები თავიანთ თავებზე იღებენ იმას, რასაც მშობლები გაექცნენ, ანდა რასთანაც ვერ დადგნენ.
დედმამიშვილებს უფრო მეტად უყვართ ერთმანეთი, ვიდრე მშობლებს.
არქეტიპები შესაძლოა რომ ნააბორტალ ბავშვებს წარმოადგენდნენ. შესაძლოა, რომ კლიენტი ფიქრობდეს, რომ ის სიკვდილის მიმართულებით იყურება, მაგრამ სინამდვილეში მოცილებულ ბავშვებს უნდათ რომ ისინი აღიარებულიები იყვნენ.
იმის მაგრივრად, რომ ვინმე უბრალოდ გამოვლანძღოთ ხოლმე, ჯობია რომ მას ვუთხრათ: მე შენზე ძალიან გაბრაზებული ვარ.
ჰომოსექსუალიზმის საფუძველი შესაძლოა ყოფილ პარტნიორტან იდენტიფიკაციაც იყოს.
საფრთხის დროს ჩვენ ვირჩევთ ან გაქცევას, ან ბრძოლას, ან პარალიზება გვემართება:
სიმპატიკუს - ან ბრძოლა ან გაქცევა (სხეულში ამ დროს დიდი დოზით გამოეყოფა ადრენალინი, კორტიზოლი).
პარასიმპატიკუს - მოდუნება, დამუხრუჭება, გაშეშება.
დისოციაცია - აქ აქტიურდება ვაგუსის ნერვი - ეს არის პარასიმპატიკუსის უდიდესი ნერვი და ასევე ორგანიზმის ფაქტიურად ყველა შიდა ორგანოების რეგულატორი.
მოქშა ფეიქარი
Comentários