top of page

სისტემური და საოჯახო განლაგება



პრობლემის გადაჭრა რეალური ტრანსფორმაციის სივრცეში:


სიცოცხლე მუდამ ახალია, მუდამ ცინცხალი. მას არ ჭირდება წარსული, როგორც იდეალი და მოდელი აწმყოსთვის. გუშინდელ პასუხები დღეს მნიშვნელობას კარგავს.


ამ ძველი წესრიგის გარეშე თავდაპირველად იქმნება იმგვარი ქაოსი, რომელსაც შეგვიძლია „არცოდნის“ მდგომარეობა ვუწოდოთ. ამ ქაოსიდან ვითარდება წარსულის ტირანიისგან თავისუფალი წესრიგი და პრობლემის „გადაჭრის“ მეთოდები, რომლებიც ბერტ ჰელინგერის „სიყვარულის წესრიგს“ შეესაბამება.

ეს ცნება, რომელიც დაოდან წარმოსდგება, მიუთითებს ქაოსზე, როგორც მთელი ეგზისტენციის ერთმანეთთან დამაკავშირებელ პრინციპზე. ის მთელ კოსმოსში მოქმედ ბუნებრივ ჰარმონიასა და გონზე მიუთითებს.


განლაგებები იქმნება ამ სივრცეში, რომელშიც დაოს გარდამქმნელ ძალას-ცნობიერებას-ვუკავშირდებით. ეს მედიტაციური პროცესი გახლავთ.


„მე“, როგორც მთლიანობისგან მოწყვეტილი ერთეული, უკან იხევს, ჩვენ ვხედავთ იმას, რაც არის, უარს ვამბობთ შეფასებაზე, განსჯასა და კონტროლზე. შეგვიძლია მშვიდად დავაკვირდეთ საკუთარ განპირობებებს და შეფასებებს; ნამდვილი განვითარება ამ სივრცეში ხდება...

5 Ansichten0 Kommentare

Aktuelle Beiträge

Alle ansehen

Comments


bottom of page