top of page
AutorenbildMoksha Peikari

„სისტემური ბორდის“ და „ნიადაგის ღუზის“ განლაგებები




"ცოცხალი" განლაგების დროს ჯგუფის ლიდერი, კლიენტი და რეპრეზენტატორები სივრცეში წარმოდგენილი სისტემის მოცემული კონფიგურაციაზე მუშაობენ. სისტემური განლაგების დაფთან კი მხოლოდ ორი ადამიანია ჩართული- თქვენ როგორც კლიენტი და თერაპევტი როგორც თქვენი მრჩეველი. ამ დროს თქვენი სისტემა წარმოდგენილია ეგრეთ წოდებული სისტემური დაფით, ხოლო რეპრეზენტატორების სიმბოლოებია დაფის ხის ან სხვა მასალების ფიგურები.


„სისტემური დაფის“ განლაგება


ამრიგად, სისტემის დაფის განლაგება გაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ გამოხატოთ თქვენი იდეები, აზრები და კონსტრუქციები იმ სიტუაციის შესახებ, რომელიც თქვენთვის გასარკვევი და მოსახსნელია. ვიზუალიზაციის მეშვეობით ნაფიქრი შეიძლება უფრო მეტად ხილული გახდეს და რაიმე გამოუთქმელი, მაგრამ გასაგები ფორმა მიიღოს. გადასაჭრელი საკითხი უფრო ნათელი და ადვილად აღსაქმელი ხდება. რისი გაგებაც უკეთესად შეგიძლიათ, ის შეგიძლიათ უფრო ადვილად შეცვალოთ. სისტემურ დაფაზე მუშაობით პრობლემური სიტუაციების ამოცნობა და მოგვარების პროცესი შეგრძნებითად ხშირად საკმაოდ მსუბუქად, "ლაითად" მიმდინარეობს ხოლმე.


როგორც განლაგების "ცოცხალი" წარმომადგენლებით, სისტემური დინამიკა და მოქმედების კანონზომიერებები ასევე ნათლად არის წამოდგენილი სისტემურ დაფაზეც. ზოგადად განლაგებების დროს გაცნობიერებულობა სამ განზომილებიანი სივრცის გამოყენებით ვიზუალური აღქმის მეშვეობით წარმოიქმნება. ეს ასევე მსგავსად ხდება განლაგების სისტემის დაფაზე.


„ნიადაგის ღუზის“ განლაგება.


„ნიადაგის ღუზის“ მეშვეობით განლაგება ნიშნავს განხილვის შედეგად განსაზღვრული ელემენტების სივრცეში განთავსებას. ამ დროს გამოიყენება თექის დისკები, ან თაბახის ფურცლები რაზეც ყურადღება და ხედვაა მიმართული. ეს ობიექტები ან ოჯახის წევრებს ან ნებისმიერ სხვა განსახილველ საკითხს წარმოადგენენ.


პრაქტიკულად ეს არის „ცოცხალი“ განლაგების და "განლაგების დაფის" შორის კომბინაცია. ამ შემთხვევაში როგორც კლიენტი, თქვენი შეგრძნებიდან გამომდინარე ნიადაგზე განალაგებთ წარმომადგენლებს. პროცესის დროს დისტანციიდან დაკვირვების გარდა, განლაგებიდან გამომდინარე, როგორც თქვენ, ასევე სესიის წინამძღოლიც ამ "ნიადაგის ღუზებზე" დგება და შედის ამ განთავსებული „ადგილების“ (რეპრეზენტატორების) შეგრძნებაში. აქ ის გრძნობებს და განცდებს თავისი წარმომადგენლობით გამოხატავს.


თქვენ ასევე გაქვთ შესაძლებლობა დადგეთ საკუთარ ან სხვა "ნიადაგის ღუზის" წარმომადგენლებზე და შეიგრძნოთ თუ როგორია განლაგების პროცესის გამოცდილება და როგორი ცვლილებები ხდება ამ დროს.



რა უპირატესობები აქვთ სხვადასხვა მეთოდებს?



ჯგუფური განლაგების უპირატესობები


1 შესაფერისია რთული სისტემებისთვის (ბევრი სისტემური ელემენტით).


2 ხშირად უფრო ძლიერად დამაჯერებელია, რადგან პროცესის მსვლელობის აღქმა არა მხოლოდ კლიენტის და რეპრეზენტატორების, არამედ ასევე დამკვირვებლების მიერაც არის მოხსენებული.


3 მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არც დამკვირვებლები და არც წარმომადგენლები არ არიან ამა თუ იმ საკითხებზე კლიენტის, ან ჯგუფის წინამძღოლის მიერ წინასწარ ინფორმირებულები, კლიენტის ცხოვრებისეული გარემოებების დეტალური ცოდნის გარეშე ისინი მაინც ასახავენ ხოლმე ძალიან დეტალურ აღქმებს და გრძნობებს.


ინდივიდუალური განლაგების უპირატესობები

(ნიადაგის ღუზით ან სისტემის დაფით)


1 სესიებისთვის განსაზღვრული დროის მეტი ლავირებაა შესაძლებელი


2 პროცესის დროს ურთიერთდინამიკა უფრო ინდივიდუალური და ინტიმურია


3 კლიენტს თავად შეუძლია განიცადოს ყველა დანარჩენი პოზიცია

Comments


bottom of page