top of page

სისტემური განლაგებით მუშაობის გამოცდილების შედეგები



ბავშვებთან საოჯახო სისტემური მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილების შედეგები. ნაწილი 1:


მაგალითი სისტემური განლაგების კონსულტაციაზე:

–ჩემი გოგო წლის და 7 თვისაა. ყვირილით გაურბის. მამას, ხელში როცა აჰყავს. ტირის და თავის დაღწევას ცდილობს. ამ ბოლო დროს კი სულ ამას ეუბნება: „წადი, არ მიყვარხარ, ცუდი ხარ”.

–თქვენ რას გრძნობთ ქმრის მიმართ?

–ძალიან ნაწყენი ვარ… ტირილამდე...


  1. ბავშვებს ერთნაირად ძლიერად უყვართ მშობლები, მათ მიერ დემონსტრირებული ქცევის მიუხედავად (!!!) ბავშვი დედას და მამას იღებს როგორც მთლიანს და საკუთარი თავის უმნიშვნელოვანეს ნაწილს

  2. ბავშვის ურთიერთობას მამასთან და მამის ურთიერთობას ბავშვთან ყოველთვის დედა აყალიბებს. (ქალი შუამავალია მამასა და ბავშვს შორის, სწორედ ის „უთარგმნის” ბავშვს, ვინ არის მამა, როგორია და როგორ უნდა მოექცეს).

  3. დედას აბსოლუტური ძალაუფლება აქვს ბავშვზე, როგორც უნდა ისე მოექცევა - ცნობიერად თუ არაცნობიერად. ეს ძალაუფლება ბუნებამ იმიტომ მისცა, რომ შთამომავლობამ ზედმეტი ეჭვების გარეშე შეძლოს გადარჩენა. თავდაპირველად თვით დედა არის ბავშვის სამყარო, მოგვიანებით კი დედის საშუალებით ეცნობა სამყაროს. მისი თვალებით ხედავს მას, ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რაც დედისთვის არის მნიშვნელოვანი. ცნობიერად თუ არაცნობიერად დედა აქტიურად აყალიბებს შვილის აღქმას. მამასაც დედა აცნობს, ის გადასცემს მამის მნიშვნელობის ხარისხს. თუ დედა არ ენდობა ქმარს, ბავშვიც გაურბის მამას.

  4. დედა ასევე აყალიბებს მამის დამოკიდებულებას შვილთან. მაგალითად, თუ დედა ბავშვის მამას პატივს არ სცემს, შესაძლოა მამაკაცმა ყურადღება არ მიაქციოს ბავშვს. ძალზე ხშირად მეორდება ერთი და იგივე სიტუაცია: საკმარისია, ქალმა შეცვალოს დამოკიდებულება ბავშვის მამის მიმართ, რომ ამ უკანასკნელს უჩნდება ბავშვის ნახვისა და მის აღზრდაში მონაწილეობის სურვილი. ეს მაშინაც კი ასე ხდება, როცა მამა წლების განმავლობაში უგულებელყოფდა შვილს.

  5. თუ დარღვეულია ყურადღება, მეხსიერება, არაადეკვატურია თვითშეფასება, ქცევა – ეს ნიშნავს რომ ბავშვს „აკლია” მამა. ოჯახში მამის უარყოფა ხშირად იწვევს ბავშვის ინტელექტუალური და ფსიქიკური განვითარების შეფერხების გამოვლინებას.

  6. როცა ბავშვს დარღვეული აქვს კომუნიკაციის სფერო, მაღალია შფოთვა, შიშები, ვერ სწავლობს ცხოვრებასთან ადაპტაციას და ყველგან უცხოდ გრძნობს თავს - იმის ნიშანია, რომ საკუთარ გულში დედის ადგილს ვერა და ვერ პოულობს.

  7. ბავშვი უფრო ადვილად უმკლავდება ასაკის მატებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, როცა გრძნობს, რომ დედა და მამა მას იღებენ ისეთს, როგორიც არის.

  8. ბავშვი ემოციურად და ფიზიკურად ჯანმრთელი იზრდება, თუ ის მშობლების (ერთ - ერთის, ან წყვილის) პრობლემების ზონის მიღმაა. ბავშვს აქვს თავისი ადგილი ოჯახის სისტემაში.

  9. ბავშვი მუდამ უარყოფილი მშობლის მხარესაა. ის ცდილობს ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს მასთან ურთიერთობა. მაგალითად, მან შესაძლოა გაიმეოროს ბედისწერის, ხასიათის, ქცევის და ა.შ. მძიმე თავისებურებები. ამასთან ისიც აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მეტად მიუღებელია დედისთვის ეს თავისებურებები, მით უფრო მკაფიოდ ვლინდება ისინი ბავშვში. როგორც კი დედა „უფლებას მისცემს” შვილს დაემსგავსოს მამას, ღიად უყვარდეს, ბავშვს არჩევანი უჩნდება: დაამყაროს მამასთან ურთიერთობა სირთულეების გადალახვის გზით, ან უყვარდეს უპირობოდ - გულით.

  10. ბავშვი ერთნაირად ერთგულებს დედას და მამას - სიყვარულით არის „მიჯაჭვული”. როცა წყვილის ურთიერთობა მძიმდება, ბავშვი თავისი ერთგულებისა და სიყვარულის გამო ღრმად ერთვება მშობლების სატკივარში. ის იმდენს იღებს საკუთარ თავზე, რომ რეალურად მნიშვნელოვანწილად უმსუბუქებს სულიერ ტანჯვას ერთ-ერთ ან ერთდროულად ორივე მშობელს. მაგალითად, ბავშვი შესაძლოა მშობლების თანასწორი გახდეს ფსიქოლოგიურად: მეგობარი, პარტნიორი. შესაძლოა ფსიქოთერაპევტობაც იტვირთოს. მეტიც, შესაძლოა ფსიქოლოგიურად (დედ-მამას) მშობლებიც კი ჩაუნაცვლოს. ეს ტვირთი შეუსაბამოა ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ის ამითი საკუთარი საყრდენის - მშობლების გარეშე რჩება.


ბერტ ჰელინგერი

10 Ansichten0 Kommentare

Aktuelle Beiträge

Alle ansehen

Comments


bottom of page