top of page
AutorenbildMoksha Peikari

სისტემური განლაგებით მუშაობის გამოცდილების შედეგები




ბავშვებთან საოჯახო სისტემური მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილების შედეგები. ნაწილი 2: 11. როცა დედას არ უყვარს ქმარი, არ ენდობა, პატივს არ სცემს ან ნაწყენია მასზე, ბავშვში ქმარს ხედავს და ცნობიერად თუ არაცნობიერად შვილს აგრძნობინებს, რომ მისი „მამაკაცური ნაწილი” ცუდია. თითქოს ეუბნება: „ეს არ მომწონს. ჩემი შვილი არ ხარ, თუ მამაშენს ჰგავხარ”.

დედისადმი სიყვარულის გამო, უფრო სწორად, ამგვარ ოჯახურ სისტემაში გადარჩენის ძლიერი სწრაფვის გამო ბავშვი უარყოფს მამას და, შესაბამისად, საკუთარ თავში მამაკაცურს.


ამ უარყოფის საზღაური ბავშვისთვის ძალზე დიდია. ამ ღალატს ვერასოდეს პატიობს საკუთარ თავს. საკუთარ თავს დასჯის უბედობით, ავადმყოფობით, ცხოვრებისეული წარუმატებლობით. ცხოვრება ამ დანაშაულით აუტანელია, მიუხედავად იმისა, აცნობიერებს თუ არა ის მას. მაგრამ ეს გადარჩენის საზღაურია.


ბავშვის სულიერი განცდები რომ წარმოიდგინოთ, სცადეთ თვალები დახუჭოთ და წარმოიდგინოთ ორი უახლოესი ადამიანი, რომლებისთვისაც სიცოცხლეს არ დაიშურებდით.სამივენი ხელიხელჩაკიდებულები მთებში აღმოჩნდით. სადაც ფეხი გედგათ, ის ადგილი უცაბედად ჩაიქცა. რაღაც სასწაულით თქვენ კლდის კიდეს ჩამოეკიდეთ და ფეხქვეშ მიწაგამოცლილი ორი უსაყვარლესი ადამიანი თქვენზეა დამოკიდებული. ძალა გეცლებათ და იცით, რომ ორივეს ვერ გადაარჩენთ. ერთ–ერთი უნდა აირჩიოთ. ვის აირჩევთ? ამ დროს დედები, როგორც წესი, ამბობენ ხოლმე: „საშინელებაა! უკეთესია, თუკი ერთად დავიღუპებით”. ჰო, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ცხოვრება ბავშვს შეუძლებელ არჩევანს აიძულებს. ის ირჩევს. ხშირად დედის სასარგებლოდ.

„წარმოიდგინეთ, რომ ერთ–ერთი ადამიანი გაიმეტეთ და მეორე გადაარჩინეთ. –რას იგრძნობთ იმის მიმართ, ვისი გადარჩენაც ვერ შეძელით? –უდიდეს, დამანგრეველ დანაშაულს. –მის მიმართ, ვისთვისაც ეს გააკეთეთ? –სიძულვილს.”

ბუნება ბრძენი – დედისადმი ბრაზი ბავშვობაში ტაბუდადებულია. ამას გამართლება აქვს – დედა არა მხოლოდ სიცოცხლეს გვჩუქნის, არამედ გვინარჩუნებს. მამაზე უარის თქმის შემდეგ, დედა ერთადერთია, ვისაც მხარდაჭერა შეუძლია. რისხვის გამოხატვით, შესაძლოა ის ტოტი მოჭრა, რომელზეც ზიხარ. ამიტომ ეს რისხვა საკუთარი თავისკენ მიემართება (ავტოაგრესია).

„არ გამომივიდა, მამას ვუღალატე, საკმარისად არ გავისარჯე, რომ… მხოლოდ მე… დედა უდანაშაულოა – ის სუსტია”. იწყება ქცევის, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები.


12. მამაკაცურობა გაცილებით მეტია, ვიდრე მსგავსება. მამაკაცურობის პრინციპი – კანონია. სულიერება. პატიოსნება და ღირსება. ზომიერების გრძნობა (ზომიერებისა და დროულობის შინაგანი განცდა). სოციალური თვითრეალიზაცია (სასურველი სამუშაო, მაღალი მატერიალური შემოსავალი, კარიერა) შესაძლებელია, თუკი ადამიანს მამის დადებითი ხატი აქვს.



13. როგორი არაჩვეულებრივიც არ უნდა იყოს დედა, მხოლოდ მამას შეუძლია ბავშვში დიდობის ინიცირება. (იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მამას თავად არ გამოუვიდა საკუთარ მშობელთან ურთიერთობა. ეს ინიცირების პროცესისთვის არც ისე მნიშვნელოვანია).

ალბათ, გინახავთ ზრდასრულები ბავშვებივით ინფანტილურები და უმწეოები? ერთდროულად უამრავ საქმეს იწყებენ, უამრავი პროექტი აქვთ, მაგრამ არც ერთი ბოლომდე არ მიჰყავთ. ზოგს საქმის დაწყება ეშინია, სოციალურ თვითრეალიზაციაში აქტიურობის გამოჩენის.„არას” ვერ ამბობს. პირობას არ ასრულებს, რთულია დაეყრდნო. მუდმივად ცრუობს. ეშინია საკუთარი აზრის, საკუთარი ნების წინააღმდეგ ბევრს ეთანხმება, პასუხისმგებლობა „წელში ღუნავს”. ან პირიქით, გამომწვევად იქცევა, გარემომცველ სამყაროს „ეომება”, სხვებს უპირისპირდება, უკანონოდაც კი იქცევა. სოციუმში ცხოვრება მეტისმეტად უძნელდება…


ეს ის ადამიანები არიან, ვისაც „ხელი არ მიუწვდებოდა” საკუთარ მამაზე. ბერტ ჰელინგერი

Comments


bottom of page