top of page
AutorenbildMoksha Peikari

სისტემური განლაგებით მუშაობის გამოცდილების შედეგები



ბავშვებთან საოჯახო სისტემური მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილების შედეგები. ნაწილი 3: 14. მხოლოდ მამის გვერდით აცნობიერებს ბავშვი თავდაპირველად საზღვრებს. საკუთარ და სხვა ადამიანთა საზღვრებს. ნებადართულისა და აკრძალულის საზღვრებს. საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებს. მამის გვერდით იგებს კანონის მოქმედებას, მის ძალას. (დედასთან ურთიერთობები სხვაგვარი პრინციპით იგება: უსაზღვრებოდ - სრული შერწყმა). მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ ევროპელებისა (ევროპაში მკაფიოდ არის გამოხატული მამაკაცური პრინციპები) და რუსების (რუსეთში მკაფიოდ არის გამოხატული ქალური პრინციპები) ქცევა ერთსა და იმავე ტერიტორიაზე. როგორ პატარა ტერიტორიაზეც არ უნდა აღმოჩნდნენ, ევროპელები ინტუიციურად ისე განლაგდებიან, რომ ერთმანეთს ხელს არ უშლიან, არ არღვევენ ერთმანეთის საზღვრებს, ყველას რჩება ადგილი საკუთარი ინტერესებისთვის. რუსები ყველაფერს იკავებენ. მათ გვერდზე ადგილი აღარავისთვის აღარ არის. საკუთარი ქცევით ანგრევენ სხვის სივრცეს, რადგან არ აქვთ საკუთარი საზღვრები. იწყება ქაოსი. სწორედ ეს არის ქალური მამაკაცურის გარეშე. 15. მამის წყალობით ყალიბდება ღირსება, პატიოსნება, ნებისყოფა, მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა - ყველა დროისათვის ფასეული ადამიანური თვისებები. 16. იმ ბავშვებს, რომელთაც დედამ მამასთან ურთიერთობა აუკრძალა (ცნობიერად თუ არაცნობიერად) არ შეუძლიათ ძალდაუტანებლად და ბუნებრივად გახდნენ გაწონასწორებული, ზრდასრული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, ლოგიკური, მიზანდასახული ადამიანები. მათ უდიდესი ძალისხმევა სჭირდებათ, რადგან ფსიქოლოგიურად ბიჭებად და გოგოებად დარჩნენ – კაცები და ქალები ვერ გახდნენ. დედის გადაწყვეტილების - „დაეცვა ბავშვი მამისაგან” – საფასური ძალზე დიდია და მთელი ცხოვრება უნდა იხადოს. თითქოს ცხოვრების კურთხევაზე ეთქვა უარი. „თუ ცოლი პატივს სცემს ქმარს, ხოლო ქმარი ცოლს, ბავშვებიც პატივისცემას გრძნობენ საკუთარი თავის მიმართ. ვინც უარყოფს ქმარს (ან ცოლს), უარყოფს მას საკუთარ შვილებშიც. ბავშვები ამას თვითუარყოფად აღიქვამენ.

17. მამა სხვადასხვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს შვილის ცხოვრებაში. ბიჭისთვის სქესის მიხედვით თვითიდენტიფიკაციაა (საკუთარი თავის მამაკაცად განცდა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც). მამა მისთვის სამშობლოა, მისი „სამყაროა”. ბიჭი სხვა სქესის ადამიანს უჩნდება. ყველაფერი რასაც დედის საშუალებით ეხება - არსებითად განსხვავდება მისგან. ქალიც იმავეს განიცდის. არაჩვეულებრივია, როცა დედას შეუძლია ვაჟიშვილის სიყვარული, მისი სრულყოფა ქალური ნაკადით, ქალური პრინციპების ინიცირება და სამშობლოში - მამასთან „გაშვება”. (სხვათა შორის, სწორედ ამ შემთხვევაში შეძლებს ბიჭი დედის პატივისცემას და გულწრფელ მადლიერებას). 18. დაბადებიდან დაახლოებით სამ წლამდე, ბიჭი დედის გავლენის სფეროშია. ის ისრუტავს ქალურს: მგრძნობიარობას და სინაზეს. ახლო, ნდობით სავსე და ხანგრძლივი ემოციური ურთიერთობების უნარს. სწორედ დედისგან სწავლობს ემპათიას (სხვა ადამიანის თანაზიარობას). დედასთან ურთიერთობით ეღვიძება სხვა ადამიანებისადმი ინტერესი. აქტიურდება ემოციური სფეროს განვითარება, ინტუიცია და შემოქმედებითი უნარები – რაც ასევე ქალურ ზონაშია. თუ დედა გულწრფელ სიყვარულს გამოხატავდა შვილისადმი, ზრდასრულობაში ასეთი მამაკაცი მზრუნველი ქმარი, ალერსიანი საყვარელი და მოსიყვარულე მამა იქნება. 19. ჩვეულებრივ, დაახლოებით სამი წლის შემდეგ, დედა ვაჟიშვილს მამასთან „უშვებს”. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამუდამოდ. „გაშვება” იმას ნიშნავს, რომ ნებას რთავს შეისრუტოს მამაკაცური და გახდეს კაცი. ამ პროცესისთვის, ნაკლებმნიშვნელოვანია მამა ცოცხალია თუ არა, სხვა ცოლი ჰყავს, შორს არის წასული თუ მძიმე ბედს ებრძვის. 20. ხდება, რომ ბიოლოგიური მამა არ არსებობს ან არ არის ბავშვის გვერდით. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, რას გრძნობს დედა ბავშვის მამის მიმართ. თუ ქალისთვის მიუღებელია მისი ბედი, თვით ის, როგორც ბავშვის მამა, შვილს სამუდამოდ ეკეტება გზა მამაკაცურისკენ. თვით ყველაზე ხელსაყრელი გარემოც კი უძლურია ამ დანაკარგის საკომპენსაციოდ. ის შესაძლოა, სპორტის მამაკაცურ სახეობას მისდევდეს, დედის მეორე ქმარი არაჩვეულებრივი ადამიანი იყოს, ვაჟკაცური, ჰყავდეს მოსიყვარულე პაპა ან ბიძა, მაგრამ ეს ყველაფერი ზედაპირზე რჩება, როგორც ქცევის ფორმა. ბავშვი ვერასოდეს გაბედავს დედის აკრძალვის დარღვევას. დედის მიერ ბიოლოგიური მამის მიღების შემთხვევაში აკრძალვა იხსნება, თვით დედა აძლევს მამაკაცურთან ზიარების კურთხევას. მნიშვნელოვანია, როგორია დედის წარმოდგენაში ბავშვის მამის ხატი. მამაკაცურთან ზიარების უფლების მიცემა დედას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ პატივს სცემს ბავშვის მამას, ან სულ მცირე, კარგი დამოკიდებულება აქვს მასთან. თუ ასე არ არის, უსარგებლოა ქმრისთვის თქმა: „ეთამაშე ბავშვს. წადით, გაისეირნეთ” და ა.შ. ვერც ქმარი და ვერც ბავშვი ამ სიტყვებს ვერ/არ გაიგებენ. ზემოქმედება მხოლოდ იმას შეუძლია, რასაც გულით ვიღებთ. აძლევს თუ არა დედა მამასა და შვილს ურთიერთსიყვარულის კურთხევას? უთბება თუ არა დედას გული, როცა მამა-შვილის მსგავსებას ხედავს? თუ მამა აღიარებულია, ბავშვი აქტიურად იწყებს მამაკაცურთან ზიარებას. განვითარება მამაკაცური გზით წარიმართება, ყველა მამაკაცური თავისებურებით, ჩვევებით, უპირატესობებითა და ნიუანსებით. ბიჭი გაემიჯნება დედისეულ ქალურს და სულ უფრო დაემსგავსება მამისეულ მამაკაცურს. ასე იზრდება მამაკაცი გამოხატული მამაკაცურით. ეს პროცესი განსხვავებულია გოგოებთან. ისიც დაახლოებით სამ წლამდე დედასთან არის და ქალურს ისრუტავს.

სამი-ოთხი წლისთვის მამის გავლენის ქვეშ გადადის და დაახლოებით ექვს–შვიდ წლამდე მისი გავლენის ზონაშია. ამ დროს აქტიურად ეყრება საფუძველი მამაკაცურს: ნებისყოფას, მიზანდასახულობას, ლოგიკას, წარმოსახვით აზროვნებას, მეხსიერებას, ყურადღებას, შრომისმოყვარეობას, პასუხისმგებლობას და ა.შ.


რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში ხდება იმის გაცნობიერება, რომ გოგო მამისაგან სქესით განსხვავდება. ის დედას ჰგავს და მალე დედასავით ლამაზი ქალი გახდება. სწორედ ამ პერიოდში აღმერთებენ გოგოები მამებს. ბერტ ჰელინგერი

7 Ansichten0 Kommentare

Aktuelle Beiträge

Alle ansehen

Comentarios


bottom of page