top of page
AutorenbildMoksha Peikari

სულიერი სინდისი



დჰარმა, დაო, ლოგოსი, ღვთისმოსაობა

რაზე რეაგირებს სულიერი სინდისი? ის სულის მოძრაობას პასუხობს, იმ სულის მოძრაობას, რომელსაც ყველაფერი მოძრაობაში მოჰყავს, რომელიც ყოველივეს შემოქმედებითად ამოძრავებს.


ყველაფერი ამ მოძრაობას ემორჩილება, იმისდა მიუხედავად, გვინდა თუ არა ეს ჩვენ, ვემორჩილებით თუ წინააღმდეგობას ვუწევთ. მთავარია, აღვიქვამთ თუ არა საკუთარ თავს მასთან თანხმობაში, ნებით ვემორჩილებით მას და ვაგრძელებთ თუ არა არსებობას მასთან თანხმობით, ანუ ვაცნობიერებთ თუ არა, რომ ჩვენს ფიქრებს, გრძნობებს და მოქმედებას ის წარმართავს.


რა გვემართება, როცა მასთან თანხმობაში ვაცნობიერებთ თავს? რა გვემართება, როცა ვცდილობთ, რომ ამ მოძრაობას თავი დავაღწიოთ, რადგან გვეჩვენება, რომ ეს მოძრაობა დიდ მოთხოვნებს გვიყენებს და ეს შიშს გვგვრის?


როცა თავს სულის მოძრაობასთან ჰარმონიაში აღვიქვამთ, მაშინ კარგად ვართ; თავს მშვიდად ვგრძნობთ, უდარდელად. ვიცით, შემდეგი ნაბიჯი როგორ გადავდგათ და საამისოდ ძალაც შეგვწევს. ეს, ასე ვთქვათ, სუფთა სულიერი სინდისია.

როგორც ინდივიდუალური სინდისის შემთხვევაში, აქაც მაშინვე ვგრძნობთ, გვაქვს თუ არა მასთან თანხმობა. უბრალოდ, ეს სულიერი ცოდნაა.


სუფთა სულიერი სინდისი სულიერი მოძრაობისადმი გაცნობიერებული ერთგულებაა.

მაინც რა არის ეს სულიერი მოძრაობა? ეს სიყვარულით სავსე ყურადღებაა ყველაფრისადმი, ისეთებისადმი, როგორებიც ისინი არიან. მან იცის, რომ ყველაფრისადმი სულის სიყვარულით თავადაც ერთი მთლიანობაა.


როგორ განვიცდით სულიერი სინდისის ქენჯნას?-აქ კვლავ ანალოგისთვის დანაშაულის გრძნობა გვახსენდება, რომელსაც ინდივიდუალური სინდისის დროს განვიცდით. როგორ ვგრძნობთ სულიერი სინდისის ქენჯნას? როგორც სულიერ შფოთვას, სულიერ ბლოკადას. ვკარგავთ ორიენტაციას, არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, თავს ძალადაკარგულად ვგრძნობთ.


როდის განვიცდით სულიერი სინდისის ქენჯნას? მაშინ, როცა სულის სიყვარულის გზიდან გადავუხვევთ. როცა ვინმეს ჩვენს წყალობისა და სიყვარულის გარეშე ვტოვებთ. სწორედ ამ დროს სულის მოძრაობასთან ჰარმონია გვეკარგება. ჩვენ საკუთარი თავის ამარა ვრჩებით და სინდისი გვქენჯნის.


მაგრამ, როგორც ეს ინდივიდუალური სინდისის შემთხვევაშია, აქაც სინდისის ქენჯნა სუფთა სინდისს ემსახურება.


თავისი ზემოქმედების წყალობით ის სულის მოძრაობასთან გვაბრუნებს და მასთან ჰარმონიას აღგვადგენინებს, სიმშვიდეს გვიბრუნებს და ყველასა და ყველაფრისადმი სიყვარულით მთლიანობას განგვაცდევინებს.


ბერტ ჰელინგერი

Comentários


bottom of page