top of page
AutorenbildMoksha Peikari

ურთიერთობის ინტეგრაციის პროცესი (BIP)



სისტემური განლაგების განვითარების შემდეგი საფეხური - პარტნიორული ურთიერთობების ინტეგრაციია გზა


ურთიერთობის ინტეგრაციის პროცესი (BIP) განკუთვნილია ყველა ადამიანისთვის, ვისაც გულწრფელი ინტერესი აქვს გამოიკვლიოს ურთიერთობა თავის მეწყვილესთან, პარტნიორთან და დაინახოს მის მიერ შესასრულებელი სამუშაო ურთიერთობაში. წყვილები BIP სესიას გადიან ქვემოთ ჩამოთვლილი საკითხების გამო.


სესია ტარდება წყვილებისთვის შემდეგ საკითხებზე:


თქვენ უკვე თითქმის ნახევარი მარადისობაა რაც ერთად ხართ და ხშირად უსვამთ საკუთარ თავს კითხვას ,,რატომ?’’


ერთმანეთი გიყვართ, მაგრამ ურთიერთობის ისეთი კულტურა ჩამოაყალიბეთ, რომ ისევ და ისევ საფრთხეს უქმნით ამ სიყვარულს.


ძალიან განსხვავებულები ხართ და პერსპექტივებს ეძებთ, თუ როგორ შეგიძლიათ ერთმანეთთან დააბალანსოთ ეს ორი განსხვავებული ადამიანური ბუნება.


გულწრფელი შეხვედრა გსურთ თქვენს პარტნიორთან, მათი პატერნების, თავდაცვების, თავიდან არიდებების, კამათის და საყვედურების გარეშე.


კითხვები თქვენი პირადი და საერთო ცხოვრებისეული ისტორიებიდან ძალიან ხშირად ხელს გიშლით გახსნილები იყოთ ერთმანეთის მიმართ აქ და ახლა?


გსურთ ფართო პერსპექტივიდან შეხედოთ თქვენი ურთიერთობის სიმართლეს და თქვენი პარტნიორის არსებას.


ისეთი საკითხები, როგორებიცაა ოჯახის შექმნა, ჯანმრთელობა, სექსი, საცხოვრებელი გარემო, ფინანსები, ბავშვების აღზრდა, ან უთავბოლო სიტუაციები ანადგურებს თქვენს ვნებას და ახალ პერსპექტივებზე გაფიქრებენ.


კრიზისში ხართ და ურთიერთობის გზაჯვარედინზე იმყოფებით.


დაინტერესებული ხართ ერთმანეთით და გსურთ ძლიერი კავშირი გქონდეთ, ზოგიერთ შემთხვევაში ეგზისტენციალური გამოცდილებაც კი.


ინდივიდუალური მუშაობის საკითხები:


მუდმივად გაინტერესებთ თქვენი როლი თქვენი და თქვენი მეწყვილის ურთიერთობაში.


გაინტერესებთ გაიაზროთ რატომ არ გამოგდით ურთიერთობები.


ხშირად ჩარჩენილი ხართ წარსულ ურთიერთობებში, ან შორეულ მომავალზე ოცნებობთ, რომელიც ძალიან არის დაშრებული თქვენს დღევანდელ რეალობას.


ზედაპირული ურთიერთობა გაქვთ, ან ერთმანეთთან იმდენად დიდი უთანხმოება, რომ გირჩევნიათ სესიის დრო მხოლოდ თქვენს კითხვებს დაეთმოს.


თქვენს პარტნიორს არ სურს სემინარებზე და თერაპიებზე სიარული (და ეს სრულიად ლეგიტიმურია), მაგრამ თქვენ გინდათ ამის გაკეთება.


ვისთვის არ არის ეს მეთოდი?


ადამიანებისთვის, რომლებმაც წინასწარ იციან პასუხები ყველა მათ კითხვაზე; პროცესის გამოყენება უნდათ იმისთვის, რომ განამტკიცონ თავიანთი მოძველებული, ან თუნდაც ახალი იდეოლოგიები, ან არ აქვთ მათივე ცხოვრების რეალობიდან სწავლის სურვილი.


ურთიერთობის ინტეგრაციის პროცესის თეორია და მეთოდოლოგია


BIP პრაქტიკაზე ორიენტირებული მოდელია, წყვილთა ურთიერთობაში ცხოვრებისეული ძალების მუშაობის გამოსავლენად, რომელიც იყენებს განლაგების პროცესს, რაც საშუალებას აძლევს ადამიანებს გააცნობიერონ სხვადასხვა ძალების მოქმედება წყვილთან ურთიერთობაში.


BIP დაფუძნებულია მატრიცაზე, რომელიც აერთიანებს წყვილთა თერაპიას, ფსიქოლოგას, განლაგებებით მუშაობას და სხვადასხვა ტრადიციების (მაგ. LIP, დიფერენციაციის თეორია, იუნგის ფსიქოანალიზი და ჰუმანისტური ფსიქოლოგია) მთავარი შეხედულებების გამარტივებულ მოდელებს.


ძირითადი იდეა ეფუძნება იმის გაგებას, თუ რა ხდება წყვილთა ურთიერთობაში, რომელიც წარმოადგენს ურთიერთკავშირს ცხოვრების პოლარულ ძალებს შორის. აქ ვხვდებით ორ საპირისპირო ძალას, რომლებიც აყალიბებენ ორი ადამიანის სიყვარულსა და ურთიერთობის კულტურას.


ცხოვრებისეული ისტორია და პოტენციალი


არცერთი ადამიანი არ შედის ურთიერთობაში, როგორც ცარიელი ფურცელი, უნდა თუ არა მას ეს, თან მოაქვს თავისი ოჯახის და მისი ცხოვრების ისტორია, მისი ბავშვობის ანაბეჭდები. ეს მოიცავს ჩვენს წარმოშობის ოჯახში მიჯაჭვულობის გამოცდილებას, ტრავმებს, გამოცდილებას წინა სასიყვარულო ურთიერთობებიდან და მრავალ სხვას. გარდა იმ მტკივნეული მოვლენებისა, რამაც ჩამოგვაყალიბა, ურითერთობაში შეგვაქვს ყველა პოზიტიურ გამოცდილებაც.


მაგრამ ადამიანი იმაზე ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მისი ცხოვრებისეული ისტორიის შედეგი. ყველა მამაკაცი და ქალი უნიკალურია არა მხოლოდ გენეტიკურად, არამედ ხასიათითაც და ამით ატარებს უტყუარ პოტენციალს, მომავალზე ორიენტირებულ შინაგან ძალას. სუბიექტურად, ჩვენ განვიცდით ამ ძალას ლტოლვის, შინაგანი ორიენტაციისა და ფსიქოლოგიური ცვლილებების უწყვეტი პროცესების სახით.


წყვილის ურთიერთობაში ერთმანეთს ხვდება ორი ადამიანი განსხვავებული ცხოვრებისეული ისტორიებით და განსხვავებული პირადი პოტენციალით. BIP-ში ეს ყველაფერი წარმოდგენილია რეპრეზენტატორების დახმარებით.


ინდივიდუალურობა და ერთიანობა


წყვილში ყველა ადამიანი აწყდება გადაუჭრელ კონფლიქტს პარტნიორთან ერთად ყოფნის სურვილსა და საკუთარ თავთან დარჩენის ერთდროულ საჭიროებას შორის. ყოველი წყვილი იდივიდუალურ პასუხს პოულობს ამ სიახლოვე-ინდივიდუალურობის კონფლიქტზე, რომელიც ღრმად აყალიბებს ურთიერთობის მიმდინარეობას და იმას თუ როგორ გრძნობენ პარტნიორები თავს ურთიერთობაში.


ისევე როგორც პარტნიორებს თაივანთი უნიკალური ცხოვრებისეული ისტორია და გამორჩეული პოტენციალი აქვთ, თითოეულ ურთიერთობასაც აქვს თავისი ისტორია და პოტენციალი, რაც მის უნიკალურ ხასიათს აყალიბებს.


BIP-ში ჩვენ ვმუშაობთ წყვილის საერთო ისტორიისა და საერთო პოტენციალის რეპრეზენტატორებთან. ეს მოიცავს წყვილის საერთო ენერგიაში არსებულ ყველა კითხვას, ურთიერთობებში არსებულ კრიზისებს, ბავშვების აღზრდის საკითხებს ან შვილების ყოლის სურვილს და ბოლოს სიყვარულის გრძნობას, რომელიც აერთიანებს ორ ადამიანს, ან რომლის განცდაც ორივეს ძალიან ენატრება.


სიმარტივისთვის გრაფიკზე წყვილად წარმოდგენილია ქალი და კაცი, მაგრამ პროცესი ასევე შეიძლება ჩატარდეს ჰომოსექსუალურ წყვილებთანაც.


BIP-ის პრაქტიკა


BIP მუშაობს წყვილებთან და ინდივიდებთან, რომელიც ურთიერთობაში იმყოფებიან; მარტოხელებთან, რომლებსაც თავიანთი ურთიერთობის პატერნების ამოცნობა სურთ; ჰეტეროსექსუალ და ჰომოსექსუალ წყვილებთან სხვადასხვა კულტურებიდან.


BIP მიზნად არ ისახავს კონფლიქტების მოგვარებას, ან პარტნიორებს შორის განსხვავებების აღმოფხვრას, არამედ პარტნიორებს ეხმარება ერთმანეთის ჭეშმარიტად დანახვაში. რა თქმა უნდა ამასთან ერთად ასევე ხშირად ვლინდება ხოლმე სამკურნალო, დამაკავშირებელი, ან ურთიერთობის გაუმჯობესების თვალსაჩინო ეფექტებიც.


ვილფრედ ნელესის BIP -ის მეთოდოლოგიის ვებგვერდი:


Commenti


bottom of page