ჰელინგერი თავის მეთოდს „ფენომენოლოგიურს“ უწოდებს. რას გულისხმობს ამაში?
ოჯახურ განლაგებებთან მუშაობის არსი არის „ვაღიაროთ ის, რაც არის“, რაც ჰელინგერის ერთ-ერთი წიგნის სათაურიცაა. მისი შემუშავებული მეთოდის ფასილიტატორებს არ შეუძლიათ ჰქონდეთ პირადი მიზნები და სურვილები თავიანთი კლიენტებისთვის. მათი ამოცანაა ემსახურონ ენერგეტიკულ ველს. ისინი აკვირდებიან რა მოცემულობაა კონკრეტულ მომენტში. ოჯახური ისტორია კი ხელს უწყობს წარმომადგენლების/რეპრეზენტატორების პოზიციების გარკვევას და გამოიყენება როგორც ფაქტობრივი ინფორმაციის წყარო. ამ პროცესში განსჯა და ინტერპრეტაცია მაქსიმალურადაა თავიდან არიდებული.
ჰელიგერი თავის მეთოდს შემდეგნაირად აღწერს:
სიმშვიდე და აღქმის სიცხადე მიღწევადი ხდება სამყაროს ისეთად მიღებით, როგორიც არის, მისი შეცვლის განზრახვის გარეშე. ეს ფუნდამენტურად რელიგიური დამოკიდებულებაა, რადგან ის მაკავშირებს უფრო დიდ მთლიანობასთან, მისგან გამიჯვნის გარეშე. მე არ მაქვს პრეტენზია, ან იმედი რომ უკეთ ვიცი, ან რაიმე უკეთესს მივაღწევ, ვიდრე სისტემაში უკვე მომუშავე შინაგანი ძალები თავად აკეთებენ. როცა რაღაც საშინელებას ვხედავ, ესეც სამყაროს ასპექტია და ვეთანხმები მას, ასევე ვიქცევი მაშინ, როდესაც მშვენიერებას ვუცქერ. მე ამ დამოკიდებულებას ვუწოდებ „თავმდაბლობას“- თანხმობას სამყაროსადმი, მის მიღებას ისეთად, როგორიც არის. მხოლოდ ეს თანხმობა იძლევა აღქმის შესაძლებლობას. მის გარეშე სურვილები, შიშები, განსჯა-ჩემი კონსტრუქციები-ერევა ჩემს აღქმაში. (Hellinger, Love's Hidden Symmetry [henceforth LHS), p. 91)
ამ მეთოდის არსი არის „აღიაროთ ის, რაც არის“. სწორედ ეს წარმოშობს იმ მოძრაობებს, რომლებიც ჰარმონიას იწვევენ.
სიყვარული: ოჯახური განლაგებების მამოძრავებელი ენერგია
არსებობს სხვადასხვა დონე, რომლებზეც თერაპია ან პიროვნული ზრდა ხდება. მათი დაყოფა შეგვიძლია ეგოს და სულის დონეებად. ეგოს დონეზე ყველას საკუთარი ისტორია გვაქვს: „ქმარმა მიღალატა“, „რთული ბავშვი მყავს“, „დედამ მამაჩემი თვითმკვლელობამდე მიიყვანა“. ჩვევა გვაქვს ადამიანები დავყოთ მსხვერპლებად და დამნაშავეებად. მსხვერპლი უდანაშაულოა, მოძალადე კი უნდა დაისაჯოს, რადგან სწორედ ისაა პასუხისმგებელი ტანჯვაზე. ისტორიები, რომლებსაც ხშირად ვყვებით ჩვენს ოჯახზე და მასში მიმდინარე მოვლენებზე ,,სიმართლეს’’ არ შეესაბამება: ისინი უბრალოდ იმას აჩვენებენ, თუ როგორ განვმარტეთ ის მოვლენები, რომლებიც ვნახეთ ან რომლებშიც ვმონაწილეობდით. ჩვენი ისტორიები ჩვენი საკუთარი აზრებია მომხდართან დაკავშირებით. ოჯახური განლაგებები სიყვარულით და განსჯის გარეშე უყურებენ იმას რაც სინამდვილეში მოხდა. ისინი ცდილობენ აღმოაჩინონ ოჯახის ენერგეტიკული ველის სტრუქტურა, რამაც გამოიწვია მისი ცალკეული წევრების მსხვერპლებად, ან მოძალადეებად ფორმირება, ავადმყოფობა, ან შეზღუდული შესაძლებლობები და ცდილობენ განკურნონ ეს სტრუქტურა.
სულის დონე წარმოადგენს სუფთა, არაგანმსჯელ და არადამსჯელობით სიყვარულს. მას ახასიათებს პასუხისმგებლობის მკაცრად საკუთარ თავზე აღება. დასადანაშაულებელი ობიექტის ძიების ნაცვლად, ის მის მიღმა იყურება. შეიძლება ჩვენს ოჯახში, შორეულ წარსულში მომხდარი მოვლენა, გვაიძულებს ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ ჩვენი ცნობიერი კონტროლის მიღმა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ასეა, მაინც არ ვეძებთ საბაბს ვინმე დავადანაშაულოთ. ვიღებთ საკუთარ პასუხისმგებლობას და ხანდახან დანაშაულის შეგრძნების ტარებაც გვიწევს. ოჯახური განლაგების დროს ვსვამთ კითხვებს: რა მოხდა ჩემი,ან ჩემი ქმრის ოჯახში ისეთი, რის გამოც მან მიღალატა? რა ხდება ჩემსადა ჩემს ქმარს, ან ჩვენი ოჯახის ენერგეტიკულ სფეროში ისეთი, რაც იწვევს იმას, რომ რთული ბავშვი გვყავს? რა მოხდა მამაჩემის ოჯახში ისეთი, რასაც მისი სიცოცხლე შეეწირა? ვცდილობთ ეს ყველაფერი გავიგოთ და განვკურნოთ სიყვარულით.
ჯოი მანე, PhD
წიგნების ავტორი: ცნობიერი სუნთქვა, კონცეპტუალური განლაგებები, ოჯახური განლაგებები, ხმის დიალოგი ყოველდღიურ ცხოვრებაში
PS: ჯოი მანეს წიგნები ჯერ ჯერობით არ არის ქართულად ნათარგმნი, თუმცა "ოჯახური განლაგებები" ითარგმნება და ახლო მომავალში ქართულ ენაზეც იქნება მისაწვდომი
Comments