ფული სულიერი რამეა. ფული სიცოცხლეა. ფულის გარეშე ჩვენს საზოგადოებაში ვერავინ გადარჩება. ფული გვაცოცხლებს.
საფუძვლები
ფულზე წუხილი, განსაკუთრებით უსახლკარობაზე და მასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების შიშებზე, სამუშაო ადგილზე, ბიზნესზე - ეს ყველაფერი მრავალი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას განსაზღვრავს...
არსებობს ხშირ შემთხვევები, როდესაც არაპროპორციულია ის ანაზღაურება, რომელსაც ადამიანი საკუთარი გრძნობების შესაბამისად, ან მემკვიდრეობიდან ან მის მიერ გაწეული მომსახურებიდან მოელის და არ არის მისთვის ადეკვატურად კომპენსირებული და ანაზღაუებული...
განლაგების დროს ჩანს ხოლმე, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს სრულყოფილი ცხოვრების უფლება და რომ საკუთარ თავებს ხშირად ჩვენვე ვუშლით ხოლმე ხელს ამ სიუხვის და ბარაქას მიღებებეში...
ამ მეთოდით იდენტიფიცირდება და გარდაიქმნება ასევე ის არაცნობიერი პატერნები, რომლებიც ფულის მიმოქცევაში მის დეფიციტს განაპირობებენ, რათა მომავალში სიუხვით და სიმდიდრით დატკბობა შესაძლებელი გახდეს...
როგორ გამოვიმუშავებთ ფულს?
ჩვენ ამას რაღაცის მიღწევით ვშოულობთ. ფული ჯილდოა ჩვენი და ასევე სხვების სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. ფული ჩვენს არსებობას ემსახურება...
თუ ვინმე ჩვენთვის ბევრს შრომობს და მისი მუშაობით სარგებელი გვაქვს, მაშინ ის ჩვენ შესაბამისად უნდა დავაჯილდოვოთ. თუ ჩვენ მათ შესაბამისად გადავუხდით, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია იმის შევინარჩუნება, რაც მათ ჩვენთვის გასწიეს...
რა ხდება, თუ ვინმე იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე ამის გაკეთება ღირდა? შეინარჩუნებენ ისინი სამუშაოს თუ დაკარგავენ მას? რა მიიღეს მათ, თუ ისინი იმაზე მეტს ითხოვდნენ, ვიდრე მათი სამუშაო ღირდა?
ან, თუ ვინმე პირიქით ამბობს: "მე დაბალი ხელფასი მაქვს და მეტი არ მჭირდება". რა ბედი ეწევა მათ ნაშრომს? აღიარებულია ეს გაწეული ჯაფა მათ მიერ? აღიარებენ ამას სხვები? შეუძლიათ მათ ასეთ შემთხვევაში შენაძენი შრომით გაფართოება და მეტი მომხმარებლების მოზიდვა?
თუ მათ შრომაზე ნაკლები მოთხოვნა იმიტომ არის, რადგან ისინი ამას თავადვე ამცირებენ ნაკლები ანაზღაურების მოთხოვნით, ვიდრე ეს ღირს?
ეს დამოკიდებულია გაცემისა და მიღების სწორ ბალანსზე.
ჯილდო, რომელსაც ჩვენ სათანადოდ ვუხდით ვინმეს იმისთვის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა, მოტივაციას აძლევს მათ, რომ მომავალშიც ასევე მოგვემსახურონ...
დაბალანსება და კომპენსაცია გაცემისა და მიღებაში ხელს უწყობს ურთიერთობის შენარჩუნებას. სადაც წონასწორობა დარღვეულია, იქ ყოველთვის რაღაცას ვკარგავთ...
ბერტ ჰელინგერი
Comments