მშობლების ან ბებიების და ბაბუების ყოფილი პარტნიორების შესახებ.
შეიძლება ხშირად დავაკვირდეთ, რომ მშობლების ან ბებიების და ბაბუების ყოფილი პარტნიორები, განშორების შემდეგ ახალ ქორწინებაში, არაცნობიერად, მათი შვილების სახით არიან ხოლმე წარმოდგენილები.
ამას ვერავინ ვერ აცნობიერება, მშობლებიც კი. ამის გამო, ბავშვები ზოგჯერ უცნაურად იქცევიან ხოლმე და მშობლებიც საკუთარ თავს ეკითხებიან ხოლმე: ნეტა რა ჭირთ მათ? მაგალითად, თუ ქალიშვილი ბრაზდება მამაზე, მიუხედავად იმისა, რომ მამა სავსეა მის მიმართ სიყვარულით. მაგრამ ეს მოულოდნელად ხდება, შვილი შინაგანად გაიგივებულია მამის ყოფილ პარტნიორში და მის რისხვას აცოცხლებს...
თქვენ ეს უნდა უნდა იცოდთ. ბავშვებში მრავალი სირთულე იქიდან წარმოიშობა, რომ მათ არაცნობიერად ამ წინა პარტნიორების წარმოჩენა უწევთ. აქ გამოსავალი ყოფილი პარტნიორის აღიარებაა.
ხშირად წინა პარტნიორს ადანაშაულებენ იმაში, რომ ის არ იყო სწორი ადამიანი და არასწორად იქცეოდა. თუმცა ძირითადად განშორების გასამართლებლად ეძებენ ხოლმე გაბრაზების მიზეზებს... ეს არ არის სწორი მიდგომა. დაშორებაში ყველა თანამონაწილეობს და ამაში არავინ არის დამნაშავე. არც არავინ უნდა დააბრალოთ. განშორების მიუხედავად სიყვარული უნდა შენარჩუნდეს.
ამ მიდგომის გამოსწორება შესაძლებელია იმითი, რომ მშობლები პატივისცემით უნდა უყურებდენ თავიანთ ყოფილ პარტნიორებს და აღიარებდენ, რომ მათ ისინი უყვარდათ და ეს სიყვარული მათ გულში მუდამ დარჩება. ასევე ისიც, რომ მათ იციან, თუ რა სიკეთე მიიღეს პარტნიორისგან და რომ მათაც ასევე მიანიჭეს პარტნიორს ბევრი სიკეთე...
შემდეგ ისინი მათ შინაგანად ეუბნებიან „შეხედე. ახლა მე სხვა ცოლი მყავს (ან სხვა ქმარი) და ასევე მყავს შვილებიც. . შეხედე მათ კეთილგანწყობილად”.
ისინი ყველანი ამას გებულობენ. მას შემდეგ, რაც წარსულ პარტნიორს და მაშინდელ სიყვარულს დააფასებენ, ამის შემდეგ ისინი კეთილგანწყობილად არიან ხოლმე.
ამის შემდეგ ბავშვები უკვე თავისუფლები არიან.
თუ თქვენ ეს იცით, მაშინ ერთდროულად ბევრი რამის გამოსწორება შეგიძლიათ და თანაც ძალიან მარტივად. ამის გაკეთება შეგიძლიათ საკუთარ სულში.
თუ ბავშვიც გრძნობს, რომ ის ერთ ერთი მშობელის წინა პარტნიორს „ცვლის“, მაშინ მათ საკუთარი თავისთვის ამის გაკეთება შეუძლიათ. მათ ეს შიგნით უნდა თქვან: ”მე ვიცი, როგორ უყვარდი მამაჩემს (ან დედაჩემს), მე ვაღიარებ ამას და ასევე სიკეთით გიყურებ. შეგვხედე ახლა დედაჩემს, მამაჩემს და მეც ასევე ეთილგანწყობით ”.
ისინი ამას გებულობენ და ასეც აკეთებენ. ხალხი ჩვეულებრივ ასეა. როდესაც ჩვენ მათ მიმართ კეთილგანწყობილად ვართ, ისინი ასევე არიან ხოლმე ჩვენს მიმართ...
ბერტ ჰელინგერი
Comments