top of page
AutorenbildMoksha Peikari

შერიგება და პატიება




მშობლებთან, სისტემის გარიყულ წევრებთან, პარტნიორებთან, საკუთარ თავთან ან საკუთარ ბედთან შერიგება სისტემური განლაგების მიერ განიხილება, როგორც განლაგების მუშაობის საბოლოო მიზანი.


შერიგება


შერიგება ასევე არსებითი ნაბიჯია მოძალადე-მსხვერპლის დინამიკის გადასაჭრელად. განლაგება "ჰელინგერის მიხედვით" ყოველთვის უნდა დასრულდეს ისეთი გადაწყვეტით, რომელიც ყველა მონაწილეს ღირსეულად ტოვებს და რომელიც სისტემის წევრებს შორის სიყვარულს ისევ დენადს გახდის.


ეს ასევე ეხება მოძალადეებს და დამნაშავეებს. ამიტომ, შერიგება არ ნიშნავს უბრალოდ დამნაშავეა ან უდანაშაულოს აღმოჩენას. ბერტ ჰელინგერის გადმოსახედიდან, მოძალადე გახლართულია, ის არ არის თავისუფალი. მისი ბედი იყო გამხდარიყო დამნაშავე და მსხვერპლის ბედი იყო გამხდარიყო მსხვერპლი. სისტემურად, არცერთი არ არის "უკეთესი" ან"უარესი". დამნაშავეც და მსხვერპლიც, ორივენი ემსახურებიან ისეთ უფრო დიდ რაღაცას, რაც მათთვის გაუგებარია.


ბერტ ჰელინგერი ამბობს: ”მკვლელსა და მსხვერპლს შორის შერიგება ყოველგვარი შერიგების პროტოტიპია. მხოლოდ აქ ირკვევა საბოლოოდ, თუ რას ნიშნავს რეალურად შერიგება. ეს არის ის შერიგება, სადაც დანაშაული აღარ თამაშობს როლს, სადაც აღარ არის ცუდი და კარგი, არ არის დამნაშავე და მსხვერპლი, სადაც კონფლიქტში მყოფნი იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ ისინი მხოლოდ რაღაცა უფრო დიდი ძალის მსახურების წინაშე არიან.


ნამდვილი შერიგებისას, მსხვერპლს არა მხოლოდ შერიგების უფლება აქვს, მას ასევე ამის მოთხოვნის ვალდებულებაც აკისრია და დამნაშავეს არა მხოლოდ ეკისრება მოვალეობა, რომ თავისი დანაშაულის შედეგები მიიღოს, მას ასევე აქვს ამის უფლება. თუმცა, შერიგება იმასაც ნიშნავს, რომ მსხვერპლი თავისი მოთხოვნებით არ მიდის უკიდურესობამდე და იღებს იმ კომპენსაციას და გამოსყიდვას, რომელსაც მას მოძალადე სთავაზობს.


პრაქტიკაში ხშირად შეიძლება შეამჩნიოთ, განსაკუთრებით ოჯახურ და პარტნიორულ კრიზისებში, რომ შერიგება ვერ ხერხდება არა მოძალადის, არამედ უფრო ხშირად მსხვერპლის გამო, რადგან ის გაბრაზებულია, თავს პრივილიგებურად გრძნობს და ხშირად მთლიანად უარყოფს მოძალადეს.


იმისათვის, რომ მსხვერპლი მოძალადესთან ისევ თანაბარი გახდეს, მან უნდა შეძლოს „მცოცავობიდან“ გამოსვლა და ისევ ვერტიკალურ მდგომარეობაში ჩადგეს. ვინც ამაზე უარს ამბობს, ის ურთიერთობას ანადგურებს.



პატიება


ქრისტიანული გაგებით მიტევება ან პატიება ოჯახურ განლაგებაში განიხილება უფრო როგორც ამპარტავნობის აქტი. ეს იმიტომ, რომ პატიება ამ შემთხვევაში ვალის პატიებას ნიშნავს. მაგრამ ეს მხოლოდ მორალურად მაღლა მდგომს შეუძლია. მსხვერპლი ეუბნება მოძალადეს: „მე შენზე დიდი ვარ და იმდენად კარგი, რომ შემიძლია გაპატიო კიდეც.“ ამიტომ, სისტემურად რომ ვთქვათ, პატიება არასწორი მიდგომაა დანაშაულთან მიდგომაში. ეს ხელს უშლის ურთიერთობაში თანასწორობას და წარმოშობს ზემოდან ქვევით უფსკრულს.


ახალი დასაწყისი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოძალადენი და მსხვერპლნი კვლავ, როგორც თანასწორნი, ისე შეხვდებიან ერთმანეთს. დანაშაულის გამოსყიდვა პატიებით არ ხდება, ამითი ის მხოლოდ იფარება.


მეორეს მხრივ, რეალური შერიგება მხოლოდ პატიების უფლების და მისი მოთხოვნის გადახდის გზით ხდება. მხოლოდ სისტემის ცალკე აღებულ წევრს არ უნდა ეპატიოს. ეს დაარღვევს წესრიგს, მაგრამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. პატიება განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს, როცა დამნაშავე ითხოვს პატიებას. ამით ის საკუთარ დანაშაულზე პასუხისმგებლობას მეორეზე გადასცემს. ეს იგივეა, როცა ვინმე ინანიებს. ის ამითი ცდილობს სხვას დააკისროს თავისი საქციელის შედეგები. „მე ვწუხვარ ამის გამო“ - ს თქმა მოძალადის მხრიდან სხვა ადამიანს ბევრად უფრო უადვილებს მასთან მიახლოებას, ვიდრე მოძალადე მისგან პირდაპირ პატიებას როცა ითხოვს.


მოძალადესთან ან დამნაშავესთან ასეთი „რიტუალური“ შერიგება არ არის ადვილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ისეთ სერიოზულ საკითხებს, როგორიცაა ინცესტი ან გაუპატიურების მსხვერპლის და დამნაშავეს დინამიკა. მაგრამ ჰელინგერი ყოველთვის ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და შორს მიმავალია ეს შერიგება, მონაწილისთვის.


მოძალადესა და მსხვერპლს შორის შერიგების გარეშე ნარჩუნდება მათი ურთიერთგადახლართული კავშირები და ამით ასევე შეუძლებელი ხდება ყველა შემდგომი ურთიერთობა ასევე სხვებთანაც.


მაგალითისთვის, მშობლებთან შერიგების გარეშე, შემდგომი შინაგანი ზრდის კარი ხშირად დახურულია.

19 Ansichten0 Kommentare

Aktuelle Beiträge

Alle ansehen

Opmerkingen


bottom of page