შური და ეჭვიანობა შეიძლება როგორც ნდობის, ასევე სათანადო თვითშეფასების ნაკლებობაზე მიუთითებდეს და შესაბამისად, ნაკლებ თვითდაჯერებულობაზე.
ეჭვიანობა
ეჭვიანობა როგორც წესი, ჩვენს მიერ სხვა ადამიანის მისაკუთრების ძლიერ პრეტენზიში ვლინდება, რაც შესაძლოა რომ ამ სხვა ადამიანის მიერ უგულველყოფილი იყოს და ამითი დაკარგვის ძლიერი შიში იქნას გამოწვეული.
ფართო გაგებით, ეს არის მიჯაჭვულობის ერთ ერთი გამოვლიენება. სწორედ ეს დაკარგვის შიშია ეჭვიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი. ხშირად ეს იმ პატარა ბავშვის შიშია, რომელიც თავის პარტნიორს დედის ან მამის როლში აიგივებს. ეჭვიანობის დროს ხანდახან ისევ თავს იჩენს მშობლების მიერ მიტოვების ძველი ტკივილი. ტკივილის განცდა რეალურია, მაგრამ თავად ეს მოვლენა დიდი ხნის წინანდელია. ეჭვიანობა და მისი თანმხლები ემოციები ხშირად გვიცავენ ამ ძველი ტკივილებისგან. ამიტომ ეს ასევე ტკივილის კარგი გზამკვლევიც არის.
აღსანიშნავია, რომ ოჯახურ განლაგებებში ეჭვიანობა - დაკარგვის შიში, გარკვეულ სხვაგვარ როლსაც თამაშობს ხოლმე, აქ ხშირად ვხვდებით და ვხედავთ, რომ ეჭვიან ადამიანს რეალურად იმის საპირისპირო სურს, რაზეც მას თითქოს და ერთი შეხედვით, პრეტენზია აქვს. ეს შეიძლება სინამდვილეში პარტნიორის მოშორების სურვილი უფრო იყოს. ამ დრო მას მიტოვების შიშისგან გამოწვეული ემოციებით, ურჩევნია რომ "სადავეები ხელში აიყვანოს", პარტნიორი ეჭვიანობით შეაშინოს, ან დააშინოს და სწორად ამით ანგრევს საბოლოოდ ურთიერთობას.
ეჭვიანობა ამ ურთიერთობის დანგრევის მიზნის მიღწევის უტყუარი საშუალებაა. ასეთ შემთხვევაში ადამიანისთვის ეჭვიანობის მომხიბვლეობა და სარგებელი ის არის, რომ ეს პარტნიორთან დაშორებას იწვევს და ასევე ამასთან ერთად საკუთარი საქციელის გასამართლებელი დასკვნის გაკეთებას, რომ პარტნიორი "ავი და ბოროტია".
ეჭვიანობას ასევე ხანდახან - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის სრულიად უსაფუძვლოა - საკუთარ თავთან ნეგატიურ გრძნობის და თვითგვემის გამოწვევაც შეუძლია.
შური
ასევე შურის ახსნა შეგვიძლია ეგრეთ წოდებული - ჩრდილებზე მუშაობით.
ადამიანებს ხშირად უჩნდებათ ეჭვიანობის ან შურის განცდა, მაშინ, როდესაც ისინი თვლიან, რომ მეორეს რაღაცა აქვს, რაც თავად აკლიათ. ასეთ შემთხვევაში, იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავზე იზრუნონ და დაინახონ, თუ როგორ და რისი გაკეთებაა შესაძლებელი, რომ მიიღონ ის, რაც აკლიათ (მაგალითად თუნდაც მეტი სიმსუბუქე, მოსიყვარულეობა), პირიქით, ისინი უარყოფენ ამას და ავლენენ შურს სხვა ადამიანების მიმართ.
სწორად ამ არაცნობიერი სტრატეგიებით ინარჩუნებენ ისინი საკუთარ ნაკლოვანობას...
Comments