2008 წელს ჩემს და ბერტ ჰელინგერს შორის შემდგარი დიალოგის ამონარიდი:
კარგი, სხვა კითხვები? დიახ (ბერტი სცენაზე მიხმობს).
მეც ინდმეწარმე ვარ და ისეთი სამუშაო მაქვს, რომელიც არ მიყვარს.
რა სამუშაოა ეს?
IT-ს კონსულტანტი, პროგრამების დეველოპერი.
პროგრამების დეველოპერი? საიდან ხარ?
საქართველოდან.
საქართველო? იმ სიშორიდან? (სიცილი აუდიტორიაში).
შენ აქ გერმანიაში ცხოვრობ, არა?
დიახ, უკვე 15 წელია...
კარგი, კარგი... შენ საქართველო ხარ, იქვე დადექი... და შენ გერმანია ხარ, იქვე დადექი, ცოტა მოშორებით, იქით... და შენ მოქშა ხარ, კარგი? იქვე დადგით... შენ აქ დაჯექი (მომმართავს მე)... (აქ ბერტმა სცენაზე გამოიყვანა რეპრეზენტატორები. ჩემი რეპრეზენტატორი და საქართველოს რეპრეზენტატორი, რომელიც ქალი იყო, ერთმანეთს მეგობრულად და მოსიყვარულედ უღიმოდნენ).
სად არის წარმატება? (აუდიტორიაში სიცილი)
კარგი, დასრულდა, კარგად...
აჰ, ეს ასე მარტივია, არა? როგორც ჩანს, ჰო?
სამშობლო წარმოადგენს დედას და ვინც სამშობლოდან მიდის, ის დედსაც შორდება და ამით ის კარგავს ძალას... და საქართველო ადვილი ქვეყანა არ არის ... ბევრი სირთულეებით... და თუ ვინმე წავიდა, მას სურს რომ თავიდან აიცილოს სირთულეები... მაგრამ, ეს ასე არ გამოდის.
ადამიანმა თავადვე უნდა ჩამოაყალიბოს და ასევე მხარი უნდა დაუჭიროს თავის სამშობლოს ბედს... ამითი ის თავის შინაგან ძალასთან ისევ იქნება კავშირში.
კარგით, ორივენი წამოჯექით და აქ დაბრუნდით. მოდი აქ, ასე... შენ ახლა საქართველოსკენ მიდიხარ...
მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საქართველო ძველი ქვეყანაა ხანგრძლივი ტრადიციებით, მაგრამ ის აქ ძალიან ახალგაზრდა ჩანს, არა? (ბერტი რეპრეზენტატორ ქალბატონზე მიუთითებს)
უთხარი მას: მე დავბრუნდები.
მე დავბრუნდები.
და ახლა რაღაც დიდ საქმეს გავაკეთებ.
და ახლა რაღაც დიდ საქმეს გავაკეთებ.
კარგი, ჰო, მადლობა ყველას... პროფესიაში წარმატებაც ასეევე მთლიან ცხოვრებასთან არის კავშირში. ეს ძალიან მჭიდროდ არის ღრმად შიგნით ერთმანეთთან გადაბმული...
. . .
... ამ სცენის დასრულებიდან ასე ორ კვირაში ჩემს სიძესთან სატელეფონო საუბრიდან შევიტყვე, რომ გაშვილებული ვყოფილვარ და რომ დაახლოებით ჩემი ასაკის და მყოლია საქართველოში, რომელმაც ჩემი არსებობის შესახებ ადრეული ასაკიდანვე იცოდა. ამ დროს მე უკვე 36 წლის ვიყავი და მანამდე ამ ამბავთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი არ მქონია არც მოსმენილი და არც გაგონილი...
P.S: ეს, ერთგვარად უცნაური ფაქტი, გახდა ჩემი მთავარი მოტივატორი, რომ ჰელინგერის სისტემური განლაგების მეთოდოლოგია ძირეულად შემესწავლა, გამეგო და შემეცნო, თუ როგორ, რა მექანიზმებით ფუნქციონირებს მორფოგენული ველი როგორც საოჯახო, ასევე ჩვენი გარემოს სხვა და ახვა სისტემებშიც...
(ქვემოთ ასევე იხილეთ ამ დიალობის ვიდეო ბმული) https://youtu.be/lU5VLqCIdoI
მოქშა ფეიქარი
Comentarios