top of page
AutorenbildMoksha Peikari

ჩვენი ცხოვრებისეული წარმატებები


დაბადება


ჩვენი პირველი და მნიშვნელოვანი წარმატება ჩვენი დაბადება იყო. პირველ როგში, ამ დროს, შეუპოვრობა უნდა დაგვემტკიცებინა. ეს წარმატება მთელი ცხოვრების მანძილზე ინარჩუნებს ჩვენზე ზემოქმედებას. ამ დროს შეძენილი გამოცდილება გვანიჭებს ძალას, რათა თავის დამკვიდრება მომავალშიც წარმატებით შევძლოთ.


ვაჭარბებ? რა კავშირი აქვს ამ წარმატებას ჩვენს პროფესიულ წარმატებასთან და საქმიანობასთან? როგორ ყალიბება იმ ბავშვებისა თუ ზრდასრულთა ცხოვრება, რომლებიც საკეისრო კვეთის შედეგად ან ცხრა თვეზე ადრე დაიბადნენ და კვირები და თვეები ინკუბატორში გაატარეს? როგორ ვითარდება მათი დამოუკიდებლობა და თავის დამკვიდრების უნარი? ცხადია, პირველი გამოცდილების ზემოქმედების დაძლევა, ნაწილობრივ მაინც, შესაძლებელია.


ის ისევე გვძენს განსაკუთრებულ ძალას, როგორც ყველა რთული და მძიმე გამოცდილება. მიუხედავად ამისა, ის მაინც გარკვეულ საზღვრებს გვიდგენს და იმ გამოწვევად გადაიქცევა, რომელთან გამკლავებასაც მაშინ შევძლებთ, როცა მის ფესვებს განვჭვრეტთ და რაც დაგვაკლდა, მოგვიანებით, ხშირად გარე ძალების მეშვეობით ავინაზღაურებთ.


წარმატების კანონზომიერება


ხშირად, ერთის მხრივ, ოჯახურ, პირად ბედნიერებასა და პერსონალური სურვილების შესრულებას, ხოლო მეორე მხრივ კი პროფესულ წარმატებას, ერთმანეთისგან ისე განვასხვავებთ, თითქოს ამ ორი სფეროს გამიჯვნა შეიძლებოდეს; თუმცა ისინი წარმატებისა და წარუმატებლობის, ბედნიერებისა და უბედურების, ცხოვრებისა და სიყვარულის ერთი და იგივე კანონებითა და კანონზომიერებებით მოქმედებენ.


ოჯახური განლაგება დასაწყისში, უმთავრესად, პირად ურთიერთობებს აკვირდებოდა, რომელმაც სიყვარულის მთავარი კანონზომიერება გამოავლინა, რაც ჩვენი ურთიერთობების წარმატებასა და მარცხს განაპირობებს. როცა სამსახურსა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებისა და წარუმატებლობის კანონების შესწავლა დავიწყე, აღმოჩნდა, რომ მათ ერთი და იგივე კანონები წარმართავთ.


პროფესიულ საქმიანობასა და საწარმოში ოჯახური განლაგების გამოყენებამ ცხადყო, რომ ამ მეთოდის დღევანდელი ფორმით არსებობა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ის სფეროები აღმოვაჩინე, რომლებიც მანამდე მიუწვდომელი იყო. ეს სფეროები სინდისისა და მასზე დამოკიდებული წარმატების საზღვრებს მიღმა არსებობენ.


ბერტ ჰელინგერი

Comments


bottom of page