ის რასაც ჩვენ წარმოვიდგინეთ საკუთარ თავზე და სამყაროზე, გარკვეული ხნის შემდეგ განსხვავებულად ჩანს.
ჩვენი წარმოდგენები და იდეები დროებითია. ისინი ადგილს უთმობენ ახალ შეხედულებებსა და გამოცდილებებს. ასევე ჩვენი ამჟამინდელი იდეებიც და მოლოდინებიც მალე სხვაგვარად მოგვეჩვენება.
რატომ უნდა დავეყრდნოთ მათ და რატომ უნდა მოველოდოთ იმას, რომ ისინი ასრულდნენ?
შემდეგი მომენტი უკვე განსხვავებულია, ჩვენი შეხედულება ჩვენი მომავლის შესახებ ყოველ მომენტში განსხვავებულია. ჩვენი შეხედულება შემდეგ მომენტში ასევე განსხვავებულია იმასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია...
რატომ უნდა გვქონდეს გარკვეული იდეა იმის შესახებ, თუ რა არის და რა იქნება? ყველაფერი მაინც სხვაგვარად იქნება.
ჩვენი გამოცდილება გვასწავლის და გვაჩვენებს, რომ მუდმივად უნდა მოვერგოთ ახალ, სხვა რამეს...
როდესაც ეს ვიცით, მაშინ შორეული გეგმების იმედებისა და მიზნების გარეშე ვრჩებით. ამით ჩვენს თავებს იმის უფლებას ვაძლევთ, რომ ყოველთვის განსხვავებულად და ახალი მოცემული მომენტიდან ვიხელმძღვანელოთ.
ბერტ ჰელინგერი
Comments