top of page

წინასწარგანსჯა



წინასწარგანსჯა ნიშნავს, რომ ჩვენ ვაკავშირებთ რაღაცას რაც არ ვიცით, იმასთან, რაც ვიცით, ან უარეს შემთხვევაში, ამ რაღაცას ვუკავშირებთ იმასთან, რაც არ ვიცით...


წინასწარგანსჯა შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითიც. როდესაც ადამიანი უცნობს კარგად გაეცნობა, მაშინ ის ორივესგან, ასე ვთქვათ, გამოფხიზლდება ხოლმე.


მაგალითად, როდესაც ვინმე გიყვარდებათ, რაც ასევე გარკვეული წინასწარგანწყობაა, ამ დროს ჩვენ ახლებურად ვხედავთ, თუ ვინ არის ის და რამდენად განსხვავებულია სინამდვილეში.


ეს განწყობა შემდეგ ამ სხვისი დაფასებისთვისაც გზას გვიხსნის და ასევე საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი წარსული სივიწროვიდან გამოვიდეთ და უფრო მეტ სიღიავისა და სიფართოვისკენ გადავივინაცვლოთ...


წინასწარგანსჯა ყოველთვის ასოცირდება გარკვეულ შეზღუდულობასთან და განსჯასთან, ჩვენთვის ნაცნობ და შესაბამისად შეზღუდულ იდეებსა და წარმოდგენებზე დაყრდნობით.


ეს ასეა ნებისმიერი შეფასების ან ნებისმიერი განსჯის შემთხვევაში, იმის და მიუხედავად, დადებითი იქნება ეს თუ უარყოფითი, რადგან ის ერთს მეორესგან გამოყოფს და მას უპირისპირდება...


თუმცა, ამ შეფასებების მეშვეობით ჩვენ განსხვავებას ვსწავლობთ და მრავალფეროვნებასაც ვხედავთ, მაგრამ ამას მხოლოდ კოგნიტიურად ვაღწევთ და არა სულით. სული საპირისპიროებსაც ასევე აკავშირებს ერთმანეთთან და ამითი ის თავის უკიდეგანობას და ძლიერებას გამოხატავს.


უარყოფითი წინასწარგანსჯა ან განსჯები, ბუნებრივია, ყველაზე მეტად გვზღუდავს, მით უმეტეს, რომ მათ ჩვეულებრივ უპირატესობის გრძნობაც თან ახლავს , რომელსაც ხშირად მოჰყვება აღშფოთება და ამასთან ასოცირებული შურისძიების აზრები და სურვილები...


ბევრი ჩვენი წინასწარგანწყობა და განსჯა იქიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენ სხვებს ჩვენი სინდისის თვალსაზრისით აღვიქვამთ, რაც სხვებს კატეგორიებად ყოფს: ვინც განგვეკუთვნებიან და ვინც უნდა გამოვრიცხოთ.


ეს წინასწარგანსჯა ასევე ჩვენს აზროვნებასთან არის დაკავშირებული, მაგალითად ის, რომ სხვები, რომლებიც ჩვენგან განსხვავებულები არიან, თავისუფლები არიან იმ კეთილი ნების გამოვლინებაში, რომ განსხვავებულები იყვნენ, ზუსტად ისევე როგორც ჩვენ...


მაგრამ რეალურად არც ისინი და არც ჩვენ არ ვართ თავისუფლები ჩვენი ფასეულობებისა და ცრურწმენებისგან. მე და შენ მრავალმხრივ ვართ ჩვენი წინაპრების და ჩვენი ჯგუფის ბედთან გადაჯაჭვულები და დაკავშირებულები...


როდესაც ამას ვხედავთ, ნელ ნელა ფრთიხლები და ზომიერები ვხდებით, როგორც სხვების, ასევე საკუთარ თავთან და ჩვენს განსჯებთან მიმართებაში...


ალბათ, მხოლოდ ასე, ეტაპობრივად და ნელ ნელა თუ მოვახერხებთ მათ დავიწყებას...


ბერტ ჰელინგერი

1 Ansicht0 Kommentare

Aktuelle Beiträge

Alle ansehen
bottom of page