top of page
AutorenbildMoksha Peikari

წყვილის ურთიერთობა, კონსულტაცია



ორივე პარტნიორი იტანჯება, მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთმანეთი უყვართ. ისინი ეძებენ გამოსავალს, ამაში დარწმუნებულნი: ”თუ ჩვენ საკმარისად ვეცდებით, მაშინ გამოსავალს ვიპოვით”.


ამ კრიზისებს სხვაგან აქვთ სათავე. მათი კეთილი განზრახვების და მიუხედავად, როგორც წესი, ყველა ეს მცდელობა უშედეგოდ რჩება. ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ ერთ-ერთ პარტნიორს წასვლა იმიტომ სურს, რადგან ის თავის წარმომავლობით ოჯახში ვინმე განდევნილის, დავიწყებულის ან გარდაცვლილის ბედს იზიარებს.


ზოგჯერ ვინმეს სურს სხვის მაგრივრად წასვლა, რომ წინა დარჩეს. მაგალითისთვის: ზოგჯერ წინა პარტნიორთან მიჯაჭვულობა ხელს უშლის ახალ ურთიერთობას. განსაკუთრებით ეს მაშინ ხდება ხოლმე, თუ ვინმე დავალებული დარჩა, ან პარტნიორი მანამდე გარდაიცვალა, სანამ ამ წყვილის გარკვეული „ამოცანა“ არ იყო დასრულებული, ან მათი განშორება წარუმატებელი აღმოჩნდა.


საფუძვლები


როდესაც წყვილი ერთდება, ეს არ არის მხოლოდ ქალი და მამაკაცი. აქ ორი ოჯახის სისტემა კავშირდება ერთმანეთთან. თითოეულს საკუთარი ისტორია აქვს, საკუთარი ბედი, ტვირთი, განსხვავებული სიძლიერეებით და სისუსტეებით, ნორმებით და ღირებულებებით.


სირთულეები იმიტომ ჩნდება ხოლმე, რომ თითოეული პარტნიორი მხოლოდ მისი ოჯახის მსოფლმხედველობას მიიჩნევს ჭეშმარიტად და სწორად. ყველაზე აშკარა და მარტივი გამოსავალია, როესაც ორივე ოჯახის სისტემა როგორც განსხვავებულად, მაგრამ თანასწორად იქნება მიღებული. ეს ორივე ღირებულების სისტემა ერთნაირად ჭეშმარიტად და თანაბრად აღიარებული უნდა იყოს. თუმცა ეს ხშირად (ძალიან) რთულია ხოლმე.


გადაწყვეტილებები


საოჯახო განლაგებების დროს ეს უკანა ფონები სინათლეზე გამოდის და გამოსავალიც შესაძლებელი ხდება ხოლმე. მათი განსხვავებების აღიარებით, პარტნიორები პოულობენ საერთო "მოლაპარაკების საფუძველს". შემდეგი ნაბიჯი არის ოჯახური ტრადიციების ზოგიერთი ღირებულების, ჩვევების, კონცეფციებისა და სურვილების გვერდზე გადადება.


მნიშვნელოვანია რომ აქ ყურადღება ბალანსს მიექცეს, თითოეულმა პარტნიორმა თანაბარი ღირებულებით უნდა მიიღოს და მოითხოვოს.ეს ქმნის ახალ, მდგრად ოჯახის სტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახის ყველა წევრის პოზიტიური განვითარების ჩარჩოებს.


საოჯახო განლაგება ამას ძალიან მაღალ დონეზე უჭერს მხარს. ხშირად ეს წინაპირობაა შემდეგი ნაბიჯის დასაწყებად ან გადადგმისთვის.


ბერტ ჰელინგერი

Comments


bottom of page