top of page
AutorenbildMoksha Peikari

ჯანმრთელობა და დაავადება



საოჯახო სისტემაში წესრიგი და დარღვევები ოჯახის ყველა წევრის სხეულში გადადის. ისინი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ როგორც დაავადებებთან მიმართებაში ასევე ფიზიკურ, ემოციურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაში.


საფუძვლები


სხეულის სიმპტომები ხშირად ეძებენ ერთ ან რამდენიმე ოჯახიდან გამორიცხულ ადამიანს ან რაიმე ტრაგედიას, რომელიც ადრე მოხდა ოჯახში. ხშირად ეს დავიწყებული პიროვნებები, ან ეს მოვლენები სხეულის სიმპტომების სახით ახლიდან უკან გვიბრუნდებიან.


ისიც კარგად გასაგებია ყველასთვის, რომ ჩვენ ისევე ვექცევით ჩვენს ავადმყოფობას, როგორც ოჯახი ექცევა ასეთი ადამიანების მიმართ. მათ სურთ მათი მოშორება. აღარ უნდა რომ ახსოვთ ეს დრამა და ჩვენც სწორედ ასევე გვინდა დაავადების რაც შეიძლება სწრაფად თავიდან მოცილება. ასე რომ, ჩვენ ზუსტად იგივე შინაგან მოძრაობას გავდივართ გამორიხცხვასთან მიმართებაში, რომელსაც ოჯახი იყენებს ხოლმე მისი არასასურველი წევრის მოსაშორებლად.


გამოსავალი


განკურნებადი მოძრაობა ზუსტად ამის საპირისპიროა. ჩვენ საკუთარ სულში ვიღებთ ამ ავადმყოფობას, ტკივილს ან ინვალიდობას და ვუსმენთ იმას, თუ რისი თქმაც მას სურს. მასთან ერთად სულში ვიღებთ ამ მოვლენასაც და ასევე ამ გამორიცხულ პირსაც.


ამ ურთიერთკავშირის ცოდნა ძალიან ეფექტური და სასარგებლოა. ამ სამკურნალო მოძრაობის შემდეგ ხშირად, დაავადება უკვე ზედმეტი ხდება ხოლმე.


დაავადება


დაავადებას ყოველთვის მიმართულია გარიყული ადამიანისკენ, მაგალითად გაშვილებული ბავშვისკენ. ხშირად ასევე გარდაცვლილი ადამიანისკენაც, რომელსაც ჩვენს ოჯახში კუთვნილი ადგილი არ ჰქონდათ. ჩვენი ნორმალური აზროვნება ამასთან მიმართებაში პირიქითაა.


ჩვენი პირველი კითხვაა ხოლმე: როგორ მოვიშორო დაავადება? ასეთი დამოკიდებულებით ჩვენ უბრალოდ ვაგრძელებთ ამ დაავადების მიზეზს. ჩვენ გვინდა რომ მოვიცილოთ რაღაც ... არა მხოლოდ დაავადება, არამედ ის ადამიანიც, რომელსაც ეს დაავადება უყურებს.


დახუჭეთ თვალები: ვიგრძნოთ საკუთარ თავში თუ სად ვართ ავად? რა არის ჩვენი უკმაყოფილება? ჩვენ ჩივილი ან ავადმყოფობა დავიყენოთ თვალწინ და დაველოდოთ ამ ავადმყოფობის ან დაავადების გადაადგილებას. საით გადადის ის? ან ვინ მოძრაობს ამ დაავადებასთან მიმართებაში? ვისთან უნდა ამ საჩივარს ან დაავადებას რომ დაგვაკავშიროს?


ამის შემდეგ ჩვენ დაავადებას ვეუბნებით: "გთხოვ მოდი. ​​ახლა შენ ჩემში მიიღებ ადგილს. ახლა მე შენ ჩემს გულში მიგიღებ".


ბევრ დაავადებას სათავე აქვს საკუთარ დედასთან ურთიერთობაში. ასეთ შემთხვევაში ამ დაავადების მიზანი მაშინ მიიღწევა, როდესაც დედა თავის ადგილს იპოვის ჩვენს გულებში. ხშირად აღინიშნება ისიც ხოლმე, რომ ასევე მრავალი დაავადება ჩვენს მამასთან მიმართებაშია. მაგალითად, თუ მამა გარიყულია, ეს დაავადება თითქოს ამ გარიყულ მამას ეძებს.


ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვუყურებთ ჩვენს ტკივილებს, დაავადებებს და საკუთარ თავს ვეკითხებით, თუ ამ დაავადებებიდან რომელი დაავადებება ელოდება მამაჩემს?


ბერტ ჰელინგერი

10 Ansichten0 Kommentare

Aktuelle Beiträge

Alle ansehen

Comments


bottom of page