top of page
AutorenbildMoksha Peikari

5 ელემენტის განლაგებები

სხეულზე ორიენტირებული მიდგომა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის





ბევრი თქვენგანისთვის ნაცნობია ოჯახური განლაგების სისტემა და ის, თუ როგორ არაჩვეულებრივად ხსნის იგი ჩვენი ოჯახების შიგნით არსებულ დინამიკას, გამოსავლის მაძიებელ ინდივიდს სთავაზობს ძლევამოსილი განკურნების შესაძლებლობას და იმ ტვირთისგან, თუ საკითხებისგან განთავისუფლებას, რომელიც ჩვენი წარმომავლობითი ოჯახიდან მოგვყვება.


 

5 ელემენტის განლაგება ინკლუზიური სისტემური მიდგომაა. რაც იმას გულისხმობს, რომ მისი საშუალებით შეიძლება განვიხილოთ ისეთი საკითხები, რომელთაც ფესვებიც ოჯახიდან მოდის, მაგრამ ასევე გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვურთიერთობთ ჩვენს სხეულთან, მეგობრებთან და ბუნებასთან.


5 ელემენტის განლაგებები გთავაზობთ ინკლუზიურ ლინზას, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ იმ ფენომენების დასათვალიერებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე. ეს მოიცავს ოჯახურ და სულიერ სფეროებს, გარემოს, დღიურ ციკლებს, ასტროლოგიურ და ფიზიკურ ზემოქმედებას, რამაც შეიძლება ჩვენი ცხოვრების ბალანსიდან გადახრა გამოიწვიოს.


5 ელემენტისგან შემდგარი ჩინური სისტემა (ცეცხლი, მიწა, ლითონი, წყალი და ხე) ათასობით წლის განმავლობაში გამოიყენება, ფენომენებს შორის ურთიერთქმედების და ურთიერთობის აღწერის საშუალებად. ეს სისტემური მოდელი, მთლიანად ასახავს ჩვენი სხეულის ენერგეტიკულ სისტემას. 5 ელემენტი გამოიყენება სხვადასხვა მიზნებისთვის, სხვადასხვა სფეროებსა და დისციპლინებში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში, ასტროლოგიაში, სახელმწიფო მართვაში, საბრძოლო ხელოვნებაში, სამხედრო დაწესებულებებში, მუსიკაში, ჩაის ცერემონიაში და ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში.


ჩინურ მედიცინაში გამოყენებული 5 ელემენტის სისტემა ოჯახური განლაგების სისტემასაც ერგება. ტრადიციული ოჯახური განლაგების სემინარისგან განსხვავებით, რომლის დროსაც ვირჩევთ ინდივიდებს, რომლებიც ჩვენი ოჯახის წევრების როლებს ირგებენ. 5 ელემენტის სისტემაში ვირჩევთ 5 ელემენტის წარმომადგენლებს /რეპრეზენტატორებს. სწორედ მათი დახმარებით კლიენტს წარმოდგენა ექმნება მისი ენერგეტიკული სხეულის მდგომარეობის შესახებ.


ქვემოთ მოცემული ინფორმაციის მიზანია მონაწილეებს 5 ელემენტის განლაგების პროცესის უკეთ გაგებაში დაეხმაროს. აუცილებელი არ არის ცნებების დამახსოვრება, თუმცა რიგ შემთხვევაში ეს შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს იმ ინდივიდებისთვის, რომლებსაც ამ სისტემაში მოძრაობის აღქმა სურთ. მონაწილეებს არ აქვთ რაიმე წინასწარი ცოდნა 5 ელემენტის შესახებ და მიუხედავად ამისა, მაინც საკმაო სიზუსტით წარმოაჩენენ ელემენტების თვისებებს. ქვემოთ მოცემული 5 ელემენტის აღწერა მიზნად ისახავს იმ მონახაზის თქვენამდე მოტანას, რომელიც დაგეხმარებათ მთლიანად მოდელის უკეთ გაგებაში.


5 ელემენტი ბუნებაში


• ცეცხლი/ზაფხული: კარგად ყოფნის, პერიოდები, როდესაც ჩვენი ენერგია თავის პიკს აღწევს. ძველებური, კარგი ზაფხულები.


• მიწა: გარდამავალი სეზონები. მაგალითად: ზაფხული ინდოეთში, სტაბილური პერიოდები


• მეტალი/შემოდგომა: სისრულემდე მისვლის პერიოდები, დრო, როდესაც ვიმკით ნაყოფს, ძველის გაშვების პერიოდები.


• წყალი/ზამთარი: დასვენების პერიოდები, როდესაც ჩვენი ენერგია შიგნით ტრიალდება.


• ხე/გაზაფხული: ზრდის პერიოდი, რომელსაც თან მოაქვს სიუხვე და სიცოცხლისუნარიანობა.


**საბუნებისმეტყველო მეცნიერებები**


ჩინურ მედიცინაში გამოყენებული 5 ელემენტის სისტემა მომდინარეობს აბორიგენული ტომებიდან, რომლებიც აკვირდებოდნენ ბუნებრივ ფენომენებს და მათ თვისებებს ადამიანის სხეულს უსადაგებდნენ. დამტკიცებულია, რომ ეს მოდელი სასარგებლოა ადამიანის სხეულში ნატიფი ბალანსისა და დისბალანსის დაკვირვებისთვის. მაგალითად, როდესაც ინდივიდს აქვს სიცხე, ამ სისტემის მიხედვით ჩაითვლება, რომ მასში ზედმეტი ცეცხლია. ცეცხლის კონტროლისთვის ყველაზე გამოსადეგი ელემენტია წყალი. ამრიგად, ისეთი ორგანოები, როგორებიცაა თირკმელები და შარდის ბუშტი, უნდა გაძლიერდეს, რადგან ისინი წყლის წარმომადგენელ ორგანოებად ითვლებიან. მათი გაძლიერებით ცეცლის უკეთესი კონტროლია შესაძლებელი. ცეცხლი ადამიანის ორგანიზმში შეიძლება გამოიხატოს რამდენიმე სხვა ფორმითაც. მაგალითად, ითვლება, რომ თბილი, ქარიზმატული ადამიანი ძლიერი და გაწონასწორებული ცეცხლის ელემენტის მატარებელია. ამ ტიპის ადამიანს შეიძლება გულთბილი ვუწოდოთ.


მერიდიანი არის გზა, რომლის მეშვეობითაც სასიცოცხლო ენერგია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ,,ჩი'' (Qi) სხეულში მიედინება. სულ არსებობს 12 მერიდიანი, რომლებიც სხეულის ენერგეტიკული სისტემის რეგულირებაში მონაწილეობენ. თითოეული მერიდიანი ხასიათდება ან მამაკაცური (იან) ან ქალური (ინ) თვისებებით.


ინის ენერგიას, როგორც წესი, აქვს უფრო მასაზრდოებელი თვისებები, ხოლო იანის ენერგია გამოირჩევა უფრო დამაჯერებელი ან აგრესიული ხასიათით. თითოეულ ელემენტთან დაკავშირებული ბუნებრივი მოვლენები შეიძლება გამოყენებულ იქნას სხეულის ენერგეტიკული სისტემის მახასიათებლების აღსაწერად. მაგალითად, ინდივიდი, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი მიზნის მისაღწევად, აღიქმება, ძლიერი ხის ელემენტის მატარებლად. როგორც ხეს, რომელიც გაზაფხულზე დაუდგრომლად იზრდება, ხის ელემენტის თვისებების მქონე ადამიანსაც ასეთი შეუჩერებელი ენერგია აქვს. შეიძლება ჩაითვალოს რომ ასეთ ადამიანს აქვს ბევრი „ფიზიოლოგიური ნაღველი“ (ამ მამაკაცური ან იან ენერგიის ცენტრი ნაღვლის ბუშტთან ასოცირდება). თითოეული მერიდიანი დაკავშირებულია შესაბამის ორგანოსთან. თითოეული ორგანო მუშაობს ბატარეის მსგავსად, იგი ინახავს ენერგიას, რომელიც შემდეგ მთელ სხეულში მოძრაობს მისი შესაბამისი მერიდიანის გავლით. მერიდიანებში ენერგიის მოძრაობა (მერიდეიანებს ასევე მოიხსენიებენ როგორც „არხებს“) იზომება შეგრძნების, ემოციის, მოძრაობის, ნაკადის და სტაბილურობის გამტარიუნარიანობით.


**5 ელემენტი და მათი შესაბამისი ორგანული მერიდიანები**


• ცეცხლი = გული (ინი), წვრილი ნაწლავი (იანი), პერიკარდი (ინი), და სამმაგი გამათბობელი (იანი).


• მიწა = ელენთა (ინი), და მუცელი (იანი)


• მეტალი = ფილტვები (ინი), და მსხვილი ნაწლავი (იანი)


• წყალი = თირკმელი (ინი), და შარდის ბუშტი (იანი)


• ხე = ღვიძლი (ინი) და ნაღვლის ბუშტი (იანი)


5 ელემენტი და მათი შესაბამისი ემოციები, განცდები და შეგრძნებები


ეს შეიძლება ასევე გამოგადგეთ ადამიანის პირველადი ენერგეტიკული ძალების გაშიფრვისთვისაც (ბალანსირებული/დაუბალანსებელი)


• ცეცხლი = სიხარული, აღფრთოვანება, თანაგრძნობა, სიმშვიდე/ გადაჭარბებული აღელვება, ნერვიულობა, დაღლილობა


• მიწა = დამიწება, სიუხვე, დაკავშირებულობის შეგრძნება/ შფოთვა, სამყაროდან მოწყვეტა, ეჭვები


• მეტალი = სტრუქტუირება, მხიარულება, მოწესრიგებულობა/ მწუხარება, აპათია, გულცივობა


• წყალი = მოძრავი, იდუმალი, შემოქმედებითი, ღრმა/ შიშიანი, წინდაუხედავი, შფოთვა


• ხე = შეუპოვარი, მოტივირებული, თავდაჯერებული/ ბრაზი, გაღიზიანება, ენამწარეობა


**სისტემური ოჯახური განლაგებები და 5 ელემენტის სისტემური განლაგებები**


5 ელემენტის განლაგებები დამხმარე ინსტრუმენტს წარმოადგენენ იმ პირობებისა და გრძნობებისგან გასასუფთავებლად, რომლებიც კვლავ და კვლავ გადაათამაშებენ ადამიანების ნეგატიურ ცხოვრებისეულ ისტორიებს, თავად ამბის გააქტიურების გარეშე. ეს მიდგომა ასევე საკმაოდ ეფექტურია მაშინ, როდესაც კლიენტს უჭირს კავშირის დამყარება წარმომავლობით ოჯახთან. მაგალითად, შვილს შეიძლება არასოდეს განუცდია ნდობა მამის მიმართ. საოჯახო განლაგებამ გამოავლინა, რომ მამამისი გამოხატავს სიყვარულს მის მიმართ, მაგრამ მას ამის მიღება არ შეუძლია. 5 ელემენტის მიდგომა შვილს შესაძლებლობას აძლევს განიცადოს ჯანსაღი კავშირის გრძნობა (როდესაც ის უკავშირდება ელემენტების მთლიანობას), რაც შესაძლოა გარდამავალი საფეხური იყოს, მამასთან ავთენტური კავშირის დამყარებისთვის. ამრიგად, შვილს შეუძლია განიცადოს მამასთან კავშირი მასთან წარსული ისტორიების გახსენების გარეშე. 5 ელემენტის მიდგომის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ კლიენტს არ სჭირდება თავისი ისტორია მოუყვეს განლაგების სხვა მონაწილეებს, მისი ისტორიის უარყოფითი დეტალების უკეთ გაგების მიზნით.


ხშირად განხილული თემები


5 ელემენტის განლაგებაში, როგორც წესი კლიენტი არ ყვება თავის ისტორიას, გარდა იმისა, რომ იგი შეიგრძნობს დისბალანსს. ნებისმიერი გამოტანილი საკითხი შეიძლება დაკავშირებული იყოს წარმოშობის ოჯახთან, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის.


პრობლემები რომლებზეც ისინი ძირითადად ყვებიან არის ფიზიკური და ემოციური ხასიათის (მაგ. უძილობა, ასთმა, ბრაზი, სევდა, სიცივე, მხედველობის პრობლემები, ტრემორი, თავის ტკივილი, სპაზმი, ზურგის ტკივილი, მუხლის პრობლემები, ნერვული სისტემის დარღვევები, ცერებრალური დამბლა, ფილტვების პრობლემები, ნაწლავის პრობლემები, ჭრილობების ნელი შეხორცება, საჭმლის მომნელებელი პრობლემები, ანემია, პატარა სისხლჩაქცევები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ენაბლუობა, კანის ტუბერკულოზი და სმენის პრობლემები).


სიყვარულის, ან ნაკადის წესრიგი


5 ელემენტის განლაგებებს აქვთ სიყვარულის, ან დინების წესრიგი, რომლებიც ოჯახური განლაგების კანონების მსგავსია. მაგალითად, ყველა ელემენტს სჭირდება თანაბარი და დაბალანსებული ადგილი სხეულის უფრო დიდ სისტემაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ელემენტი არ არის აღიარებული მისი წვლილისთვის, ის შეიძლება დასუსტდეს და ამ სისუსტემ გავლენას მოახდენს სისტემის სხვა ელემენტების ფუნქციონირებაზე. როდესაც თითოეული ელემენტს მიენიჭება თანაბარი და დაბალანსებული ადგილი უფრო დიდ სისტემაში, წარმოიქმნება ბუნებრივი ნაკადი სახელწოდებით „თაობათა ციკლი“.


თაობათა ციკლი


ქვემოთ მოცემულ თაობათა ციკლის დიაგრამის გარე წრეში ელემენტები მოძრაობენ საათის ისრის მიმართულებით:


• ცეცხლი ქმნის მიწას (ფერფლი)


• მიწა შეიცავს მეტალს


• მეტალი შეიცავს წყალს (წყალი კონდენსირდება მეტალზე)


• წყალი კვებავს ხეს


• ხე კვებავს ცეცხლს


5 ელემენტის განლაგების დროს მონაწილეები წრეზე განლაგდებიან (როგორც ზემოთ მოცემულ დიაგრამაშია ასახული) და არა წინაპრების სწორ ხაზზე, რომელსაც ხშირად ვიხილავთ ოჯახური განლაგების სესიებზე. წრე სიცოცხლის/ენერგიის უწყვეტ დინებას წარმოადგენს, რომელიც „დედას ჰგავს (ან მშობელს) რომელიც შვილს სიცოცხლეს აძლევს“. საოჯახო განლაგების პრინციპის მიხედვით ცეცხლი არის მიწის(ბავშვის) დედა, მიწა არის ლითონის დედა. ლითონი წყლის და ა.შ.).


საკონტროლო ციკლი


დიაგრამის შუაში მოცემული ცისფერი ვარსკვლავი ასახავს საკონტროლო ციკლს. თითოეული ელემენტისგან გამომავალი ისრები აჩვენებენ თუ როგორ აკონტროლებს ან გავლენას ახდენს თითოეული ელემენტი სხვებზე.


• ცეცხლი აკონტროლებს ლითონს (ადნობს, არბილებს).


• მიწა აკონტროლებს წყალს, წარმოადგენს მის კაშხალს.


• ლითონი აკონტროლებს ხეს (გასხლავს, ჭრის).


• წყალი აკონტროლებს ცეცხლს.


• ხე აკონტროლებს მიწას (ფესვები ამაგრებენ მიწას).


სიყვარულის წესრიგი, თაობათა ციკლი და საკონტროლო ციკლი ერთად აღებული, გამოავლენენ იმ რთულ ურთიერთკავშირებს, რომლებიც ჩვენს სხეულში მოძრავ სხვადასხვა ენერგიებს შორის წარმოიქმნება (ჩვენი ორგანოებისა და მერიდიანების მეშვეობით) და გავლენას ახდენს ჩვენს კეთილდღეობაზე.


აკუპრესურა


5 ელემენტის განლაგებების დროს, შეიძლება აკუპრესურას ან აკუტონიკას (კლიენტის ნებართვით) გამოყენება ენერგეტიკული წერტილების სტიმულირებისთვის, რომლებიც მერიდიანებში ენერგიის მოძრაობას ასტიმულირებენ. ეს მოძრაობები აღადგენენ წონასწორობას და სტაბილურობას სხეულში და აძლიერებენ კლიენტის მთლიანობისა და კეთილდღეობის განცდას.


ჯონ ჩეინი

50 Ansichten0 Kommentare

Comments


bottom of page