top of page
AutorenbildMoksha Peikari

დედა

დედისკენ მიმავალი შეწყვეტილი მოძრაობის შედეგები


დედისკენ ადრეულ ასაკში შეწყვეტილ მოძრაობას მძიმე შედეგები სდევს, რომელიც ცხოვრებასა და წარმატებაზე დიდ გავლენას ახდენს. როგორ ვლინდება ეს ცალკეულ შემთხვევებში? როდესაც ბავშვი ცხოვრების შემდგომ პერიოდში, ვინმესთან, მაგალითად პარტნიორთან დაახლოვებას გადაწყვეტს, მისი სხეული ადრეული განშორების ტრავმას იხსენებს და მოძრაობას წყვეტს. ნაცვლად იმისა, რომ პარტნიორს დაუახლოვდეს, ელოდება, რომ მისმა პარტნიორმა გადმოდგას ნაბიჯი მისკენ. როდესაც მას პარტნიორი უახლოვდება, ის ამ სიახლოვეს ვერ უძლებს.


 

პარტნიორისგან უკან იხევს, იმის ნაცვლად, რომ შეეგებოს და მიიღოს. ეს მას ტანჯვას განაცდევინებს, მაგრამ გულის კარს მაინც ვერ უღებს და თუ ეს შეძლო, ამას ცოტა ხნით თუ ახერხებს. ზუსტად იგივე ემართება შემდგომში საკუთარ შვილთანაც. ზოგჯერ მისი სიახლოვის ატანაც უჭირს. როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა?

ეს ტრავმა იქ უნდა გადაიჭრას, სადაც ის დაიწყო. საერთოდ, ყოველი ტრავმის უკან დგას სიტუაცია, სადაც ის მოძრაობა, რომელიც საარსებოდ აუცილებელი იყო, ვერ განხორციელდა და ადამიანიც ამის შედეგად დამბლადაცემულივით შეშდება. როგორ უნდა დაძლიოს ადამიანმა ეს ტრამვა? ის ჩვენს გრძნობებსა და მოგონებებში უნდა დავძლიოთ: შიშის და მიუხედავად, იმ სიტუაციაში უნდა დავბრუნდეთ და შეფერხებული და შეწყვეტილი მოძრაობა შინაგანად ამ გზით უნდა ავინაზღაუროთ.


და რას ნიშნავს ეს დედისკენ შეწყვეტილი მოძრაობისთვის? ჩვენ კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით მაშინდელ სიტუაციას იმ ბავშვად, როგორებიც მაშინ ვიყავით, ვუყურებთ დედას ისეთს, როგორიც ის მაშინ იყო და მაშინდელი ტკივილის, იმედგაცრუებისა და მრისხანების მიუხედავად , სიყვარულით მისკენ პატარა ნაბიჯს ვდგამთ. მოძრაობას ვწყვეტთ, დედას თვალებში ვუყურებთ და როცა ძალას და მხნეობას მოვიკრებთ, მეორე პატარა ნაბიჯს გადავდგამთ. მერე მოძრაობას კვლავ შევწყვეტთ მანამ, სანამ მომდევნო ნაბიჯის გადადგმას შევძლებდეთ და ასე საბოლოოდ დედას გადავეხვეოდეთ. დედის მკლავებში მოქცეული, ვგრძნობთ, რომ ერთნი ვართ და მასთან სიყვარულით ვართ...


მერე უკვე პარტნიორთანაც შევეცდებით ამ მოძრაობის განმეორებას. ჩვენ მას თვალებში ჩავხედავთ და ნაცვლად იმისა, რომ დაველოდოთ, როდის გადმოდგამს ჩვენსკენ ნაბიჯს, პირველ პატარა ნაბიჯს ჩვენ ვდგამთ მისკენ. გარკვეული დროის შემდეგ, როცა ძალას სათანადოდ მოვიკრებთ, მეორე ნაბიჯს ვდგამთ. ასე ვაგრძელებთ მისკენ სვლას, ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ, მანამ ერთმანეთს გულში არ ჩავიკრავთ და ბედნიერები დიდხანს დროს ასე დავყოფთ...


ბერტ ჰელინგერი

Comments


bottom of page