NIG - ნეირო იმაგინატორული გეშტალტი
ნეირო-წარმოსახვითი გეშტალტ თერაპია (NIG), შეიმშავა დოქტორ ევა მადელუნგმა 1990-იან წლებში და შემდგომში განავითარა ბარბარა ინეკენმა. იგი განლაგების შემოქმედებითი მეთოდია, რომელმაც წარმატებით დაიმკვიდრა თავი თერაპევტების, კონსულტანტების, ქოუჩების, ტრენერების, პედაგოგების, მენეჯერების და სხვა ფსიქოსოციალური მუშაკების ,,ინსტრუმენტთა ყუთში".
NIG ხიდია სისტემურ-კონსტრუქტივისტულ და სისტემურ-ფენომენოლოგიურ მიდგომებს შორის. იგი შეიცავს ჰეიდელბერგის ოჯახური თერაპიის ელემენტებს, ჰიპნოთერაპიას, სხეულის თერაპიას, დე შაზერის მოკლე თერაპიას, NLP-ის და სისტემური განლაგებების მეთოდს. არტ-თერაპიული ელემენტების სისტემურ მიდგომაში ინტეგრაცია ასევე ხელს უწყობს ,,არახელოვან’’ ადამიანებს, შემოქმედებითი გზით დაუკავშირდნენ საკუთარ რესურსებს.
NIG-ში კლიენტები თავიანთი შეშფოთების მიზეზს არადომინანტური ხელით სპონტანურად შექმნილ სკეტჩებად წარმოაჩენენ, რომლებსაც ნიადაგის ღუზებად იყენებენ. ნახატზე დადგომით ესკიზები განიცდება მთელი სხეულით, ყველა გრძნობით და განცდით. შესაძლოა გაჩნდეს ახალი, მოულოდნელი პერსპექტივები.
მეტა-პოზიციის დამატებითი გამოყენება - რომელიც ასევე ძალიან სასარგებლოა ტრავმა-თერაპიული თვალსაზრისით - სასარგებლოა პერსპექტივების შემდგომ შესწავლისთვის. ეს შესაძლებელს ხდის საკუთარი განლაგების, ასე ვთქვათ, გარე პერსპექტივიდან დანახვას და მის გაანალიზებას. გამორიცხული არ არის, ამ დროს კლიენტისთვისაც და თერაპევტისთვისაც მოულოდნელ გაცნობიერებებამდე მისვლა. NIG® არის სისტემური განლაგების შემოქმედებითი მეთოდი, რომელიც კარგად არის აპრობირებული და ამავდროულად ყოველთვის ახალ, საოცარ შედეგებს იძლევა როგორც ინდივიდუალურ გარემოში, ასევე ჯგუფებთან მუშაობისას. NIG® შეიქმნა 90-იან წლებში ევა მადელუნგის მიერ და 2003 წლიდან ვითარდება ბარბარა ინეკენს ჩართულობით.
NIG-ის საშუალებით შეიძლება ვიმუშაოთ როგორც პირადი, ისე ოჯახური და ორგანიზაციული მიმართულებით. იგი გვთავაზობს კლიენტზე ორიენტირებულ განლაგების ფორმატებს ინდივიდუალური, სისტემურად გამოწვეული პიროვნული განვითარების შეფერხების და კონფლიქტების მოგვარებისთვის.
როგორც სისტემური ინსტრუმენტის მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკე, ისე სხვა მეთოდებთან სინთეზში.
დოქტორი ევა მადელუნგი NIG-ის შესახებ:
NIG-ის წარმოშობა სუიციდის მქონე კლიენტთან ჩემს მუშაობას უკავშირდება, რომლისთვისაც მხატვრობა ყველაზე მნიშვნელოვან თვითგამოხატვის საშუალებად და საბოლოოდ რესურსად იქცა. გარდა ამისა, ეს მეთოდი აერთიანებს რობერტ დილტსის მიგნებას ნიადაგის ღუზებთან დაკავშირებით, რომლითაც ღრმად დავინტერესდი. ის არა მხოლოდ ლინგვისტურად აღწერს თერაპიასთან დაკავშირებულ ცნებებს, როგორებიცაა მიზნის კონცეფცია, ან აწმყოს კონცეფცია და გადასაჭრელი საკითხი, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე NLP პრაქტიკაში, არამედ დამატებით განსაზღვრავს მათ ადგილებს A4 ფურცლის გამოყენებით. ამ გზით კლიენტს შეუძლია თავის იდეებს შორის ფიზიკურად გადაადგილება წინ და უკან. ამრიგად, ქოუჩინგის პროცესში ერთვება „სხეული, როგორც ინტუიციის წყარო“.
ჩემს პრაქტიკაში, ცარიელი ფურცლების ნაცვლად, სწრაფადვე დავიწყე სიმბოლოებად ქვების, მარცვლების და ფერადი თექის გამოყენება. ჯგუფში ცხოვრების ხაზთან მუშაობის დემონსტრირებისას (მთარგმ: ერთ-ერთი პროცესის სახელწოდება) დავამატე A4 ფურცლებზე დახატული ესკიზები. ამან კონკრეტულ სიტუაციასთან მიმართებით, იმდენად კარგი შედეგი გამოიღო, რომ გადავწყვიტე ინდივიდუალურ პრაქტიკაში ნიადაგის ღუზების საკუთარი დიზაინი შემომეტანა. მას ვიხმარიებდი ოჯახური განლაგების ინდივიდუალურ სესიებზეც, რისთვისაც მანამდე ბალიშებს ვიყენებდი. სასარგებლო აღმოჩნდა საკუთარი დიზაინით შექმნილი ფურცლების, ან სხვადასხვა ფერის თექის ნაჭრების გამოყენება. უპირველეს ყოვლისა, ეს გამოწვეულია იმით, რომ კონკრეტულ „სურათში ყოფნა“ და სურათებს შორის მოძრაობა უფრო ავთენტური უკუკავშირის შესაძლებლობას იძლევა ზუსტი სხეულებრივი აღქმის მეშვეობით. ამ გამოცდილებიდან, 90-იანი წლების დასაწყისში, განვავითარე ,,ნეირო-წარმოსახვითი გეშტალტ თერაპია". სახელწოდება შეიცავს მინიშნებას იმაზე, რომ ეს მეთოდი ,,ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების" სახეცვლილებაა. სიტყვა: „ნეირო“ მიუთითებს იმაზე, რომ შინაგან გამოსახულებებთან ურთიერთობის ეს გზა, ისევე როგორც NLP-ში, ეფუძნება ნეირო-ფსიქოლოგიურად განპირობებულ ეფექტებს.
„ლინგვისტურის “ „წარმოსახვითით“ ჩანაცვლება გამოწვეული იყო იმით, რომ ყურადღება ენაზე, როგორც გამოხატვის საშუალებაზე, რომელიც მთავარ როლს თამაშობს NLP-ში, აქ ჩანაცვლებულია შემოქმედებითი გამოხატვით. NLP-ში იდეები აღიწერება ლინგვისტურად, NIG-ში ლინგვისტურ აღწერას ემატება ფერწერულიც. თუმცა, ორივე მიდგომას აერთიანებს ყურადღების გამახვილება სხეულის არაცნობიერ სიგნალებზე. NIG-ში ყურადღება ასევე მიმართულია არაცნობიერი ფორმატიული წარმოდგენის სიგნალებისკენაც.
ტერმინი „პროგრამირების“ „გეშტალტით“/,,ფორმირებით’’ ჩანაცვლება ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან პროგრამირების მეტაფორა არასოდეს იყო ჩემთვის კომფორტული, ის მხოლოდ ჭეშმარიტების ნახევარს ასახავს. ის გულისხმობს, რომ ადამიანის ტვინი მთლიანად გარედანაა ,,განპირობებული" და რომ თერაპევტს შეუძლია კლიენტის ,,ჯანმრთელობაზე დაპროგრამება" მისი ჩართულობის გარეშე.
„შინაგანი ხელოვანის“ მეტაფორა, რომელიც „ცხოვრებას ფორმას აძლევს“, ამ სამუშაოსთვის შესაფერისი აღწერაა, რადგან ხდება შინაგანი და გარეგანი დაპროგრამებაც, ვფიქრობ, ეს უფრო მეტად შეესაბამება საკუთარ თავთან და სხვებთან მუშაობის ჩემეულ გამოცდილებას.
Comments