top of page
Moksha_ (4 of 21)_edited_edited_edited.j
Moksha_ (4 of 21)_edited.jpg
Moksha_ (4 of 21)_edited_edited_edited.j
Moksha_ (4 of 21)_edited.jpg

მოქშა ფეიქარი

მე ვარ მოქშა ფეიქარი, ფსიქოლოგი, ტრენერი, სისტემური და საოჯახო განლაგებების სპეციალისტი. გერმანიაში კიოლნის UTA Academy -ის და CONSTELLATORS INTERNATIONAL -ის მიერ აღიარებული სისტემური განლაგების სერტიფიცირებული ფასილიტატორი. ასევე გახლავართ CONSTELLATORS INTERNATIONAL -ის (CI) მრჩეველთა საბჭოს წევრი, CONSTELLATORS GEORGIA -ს დამფუძნებელი და ახლოს ვთანაშრომლობ კიოლნის FELD INSTITUT -თან.

ჩემი ისტორია

დავიბადე 1973 წელს ქალაქ თბილისში. ვსწავლობდი სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მონუმენტალური მოხატვის ფაკულტეტზე. 1996 წლიდან მომიწია გერმანიაში საცხოვრებლად გადასვლა, სადაც თავდაპირველად ვმუშაობდი გრაფიკულ დიზაინერად და ვებ დეველოპერად, ვიდრე ინტერესი არ გამიჩნდებოდა ეკონომიკის სფეროში  SAP (System Applications and Products in Data Processing) -ის დიგიტალური პროდუქტების მიმართ.

 

ამის შემდეგ 20 წელიწადზე მეტი ვიმუშავე SAP-ის დეველოპერად და კონსულტანტად სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო პროექტებში. დიდი გამოცდილება მივიღე  გუნდის მენეჯმენტის, ქოუჩინგის, ბიზნეს პროცესების კონსულტაციისა და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროებში. დროთა განმავლობაში მრავალწლიანი გამოცდილება დამიგროვდა Output Management -ის სფეროში და ისეთ მოდულებში, როგორებიც არის SD, MM, FI, EWM, ISU, RE.

 

ჩემი კლიენტები ძირითადად იყვნენ როგორც მსხვილი, ასევე საშუალო საწარმო კომპანიები სხვადასხვა ინდუსტრიებიდან.

მაგალითისთვის აღვნიშნავ ისეთ ცნობილ კომპანიებს, როგორებიც არიან: Kyocera, HeidelbergCement, Deutsche Bahn, Lufthansa Systems, Knauf...

პარალელურად ადრეული ასაკიდან მუდამ ძალიან მაინტერესებდა და მიტაცებდა სულიერებასთან დაკავშირებული თემები და მედიტაციები. ამიტომ ხშირად ვმოგზაურობდი ინდოეთში, სადაც 1992 წლიდან მონაწილეობა მაქვს მიღებული ოშოს საერთაშორისო ცენტრის აქტიურ და პასიურ მედიტაციებში, მედიტაციურ თერაპიებში, ბოდივორკში, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიებში და ჰიპნოთერაპიებში.

 

როდესაც 2008 წელს ბერტ ჰელინგერს პირადად შევხვდი, ძალიან გამიტაცა მის მიერ დაფუძნებულმა სისტემურმა განლაგებებმა. დასაწყისში მასთან მქონდა ამ მეთოდოლოგიასთან მიმართებაში გადაკვეთები. მოგვიანებით კი, 2017 წლიდან, გერმანიის ქალაქ კიოლნში, UTA ინსტიტუტსა და აკადემიაში რამდენიმე წლის განმავლობაში პროფესიულად ვეუფლებოდი და გავიარე მრავალი ტრენინგი სისტემური საოჯახო და საორგანიზაციო განლაგების DGfS-ის აღიარებულ თერაპევტებთან და მასწავლებლებთან - რამატირთჰა დოეჩთან, სუბოდი შვაიცერთან და დვარი დოიჩთან.

 

ამჟამად ვმუშაობ როგორც UTA Academy -ის, ასევე CONSTELLATORS INTERNATIONAL -ის მიერ აღიარებილ სისტემური განლაგების სერტიფიცირებულ ფასილიტატორად. ასევე გახლავართ CONSTELLATORS INTERNATIONAL-ის (CI) მრჩეველთა საბჭოს წევრი, CONSTELLATORS GEORGIA -ს დამფუძნებელი და ახლოს ვთანაშრომლობ კიოლნის FELD INSTITUT -თან. საერთაშორისო მასშტაბით ვატარებ სისტემური საოჯახო და ორგანიზაციული განვითარების კონსულტაციებს, ვორკშოპებს, სემინარებს, სესიებს და ტრენინგებს.

 

ეს სასწავლო და საგანმანათლებლო ღონისძიებები ტარდება ჯგუფურად თუ ინდივიდუალურად, როგორც ონლაინ და ფიზიკური დასწრების, ასევე ჰიბრიდულ ფორმატში და ექსკლუზიური მიწვევებით ორგანიზაციებში. ვმოღვაწეობ ევროპის ქვეყნებში, გერმანიაში და ასევე საქართველოში.

 

CI -ს დამფუძნებელ შტეფანი ჰარტუნგთან ერთად, აქტიურად ვარ ჩართული საქართველოში სისტემური განლაგებების პოპულარიზაციაში, ამ სფეროს მეთოდოლოგიების დანერგვაში და რამდენიმე საბაზისო და პროფესიონალურ სასწავლო პროექტში.

Feld Institute.jpg

საკონტაქტო

დამეკონტაქტეთ თუ გსურთ სისტემური და საოჯახო განლაგებების მეთოდოლოგიის შესახებ საკუთარი გამოცდილების მიღება და შემდგომში მისი პიროვნულ თუ პროფესიულ სფეროებში ინტეგრაცია.

bottom of page