top of page

საორგანიზაციო განლაგებები

„ჩემთვის სისტემური კონსტრუქტივისტული და სისტემური ფენომენოლოგიური მიდგომებია

თანაბრად ეფექტური აღმოჩნდა ორგანიზაციებთან და ორგანიზაციული განლაგების სემინარებში. ეს განსაკუთრებით ეფექტური დამატებითი და გამაძლიერებელი კომბინაციაა.“

 

გუნტჰარდ ვებერი

Claude Rosselet.jpeg
Gunthard Weber.jpg

გუნტჰარდ ვებერი
„კლასიკური ორგანიზაციული განლაგება“.

გუნთჰარდ ვებერმა ორგანიზაციული განლაგებები, ძირითადად კი, ოჯახური განლაგებების საფუძველზე ,,ჰელინგერზე დაყრდნობით" განავითარა. მან ჰელინგერის მიერ პოსტულირებული წესრიგის პრინციპები ორგანიზაციულ სისტემებზე გაავრცელა. დღეს მისი მუშაობის მეთოდი ფართოდ ცნობილია „კლასიკური ორგანიზაციული განლაგებების“ ტერმინით.

 

მრავალი ექსპერიმენტისა და კონცეპტის გათვალისწინებით, განლაგებების ეს ახალი ფორმა თანდათან გაუმჯობესდა და განვითარდა. ამ პროცესში კი რამდენიმე ახალი განსხვავებული მიდგომა და სკოლა ჩამოყალიბდა.

„სისტემურ განლაგებებში ერთის მხრივ, ხდება პრობლემური სიტუაციის ვიზუალიზაცია და მეორე მხრივ, შესაძლებელია პრობლემის გადაჭრის კრეატიული ვარიანტების დამუშავება.ამავდროულად, თვალსაჩინო ხდება ის შესაძლო ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციებში სისტემური განლაგების გამოყენება აზრიანი და სასარგებლოა.“

კლოდ როზელეტი

კლოდ როსელეტი -
„მენეჯმენტის განლაგება“

კლოდ როსელეტმა სისტემური განლაგებები, როგორც კომპანიების კონსულტანტებმა ,,სასწავლო ორგანიზაციის" კონცეფციას და სხვა სისტემურ მეთოდებს შეუთავსა. იგი მის განლაგებებს „მენეჯმენტის განლაგებებს“ უწოდებდა. აქ აქცენტი კეთდება მენეჯმენტის საკითხებზე, მაგალითად, ახალი სტრატეგიის, ან შეცვლილი ორგანიზაციის შედეგებზე, ან ცალკეული დეპარტამენტების ჩართულობაზე ახალ პროცესში.

 

თავდაპირველად ორგანიზაციული განლაგებები ძირითადად კონსულტანტებს შორის განხილვის თემა იყო. მისი პრაქტიკული გამოყენება მოგვიანებით მოხდა.

"სისტემიური განლაგებები არის ტრანსკულტურული მენტალური შინაარსების სივრცულ მონახაზებით ექსტერნალიზირების მეთოდოლოგია, რასაც შეიძლება მსოფლიო ენა ვუწოდოთ."

პიტერ შლოტერი

Peter Schlötter_edited.jpg

პიტერ შლოტერი
აორგანიზაციო ანლაგებების კვლევები

პიტერ შლოტერი არის ეკონომიკის დოქტორი, დიპლომირებული ინჟინერი, მენეჯმენტის კონსულტანტი, ფსიქოთერაპიული კომპანიონი და ტრენერი. იგი ატარებდა უამრავ ემპირიულ კვლევებს, სისტემური განლაგების დარგში ძირთადად ორგანიზაციული საკითხების კუთხით. ის მუშაობდა ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არის ბოში და დაიმლერი.

 

კომპანიებში და ორგანიზაციებში ის მუშაობდა საორგანიზაციო განლაგებების მეთოდებით ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის, მენეჯმენტი, ლიდერშიპი, გუნდურობა. მას შემუშავებული აქვს მეთოდი KT - კომუნიკაციის ტახომეტრი, არის წიგნების ავტორი. მას გადაღებული აქვს დოკუმენტაციური ფილმები თავის კვლევებზე როგორც გერმანიაში, ასევე ჩინეთშიც. 

პიტერ შლოტერის დოკუმენტაცია 
საორგანიზაციო განლაგებების 
ემპირიული კვლევაზე

გლობალური ბუნებრივი ენა

ეს არის დოკუმენტური ფილმი პიტერ შლოტერის მიერ ჩატარებულ ემპირიული კვლევაზე სისტემურ განლაგებების შესახებ, რომელიც წარმატებით ჩატარდა გერმანიაში 2005 წელს 4000-ზე მეტი მონაწილეზე ტესტირების გზით. მან მსგავსი კვლევა 2015 წელს ჩინეთშიც ჩაატარა.

ამ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ კულტურებში აღმოჩენილი შედეგები ავლენს და გვიჩვენებს საერთო ტრანსკულტურულ ფენომენს, რომელსაც შეიძლება გლობალური გეომეტრიული გრამატიკის ენა ვუწოდოთ.

339746994_1355729611915258_7652714547586538008_n.jpg

ინტერესის შემთხვევაში დაგვიკავშირდი

თუ ზემოთ მოცემულმა მოკლე ინფორმაციამ სისტემური საორგანიზაციო განლაგების მეთოდის მიმართ ინტერესი გაგიჩინათ, მაშინ შეგიძლიათ რომ ჩვენი გუნდის წევრებს მიმართოთ და ისინი ამ მეთოდოლოგიის სწავლებების, ვორკშოპების, სესიების, სემინარების და ტრეინინგების შესახებ დეტალებში დაგაკვალიანებენ. 

bottom of page