საოჯახო განლაგებები
„როდესაც სამხრეთ აფრიკაში ვცხოვრობდი, ვიღაცამ მითხრა, თუ რა იყო აფრიკაში ყველაზე გრძელ გზად მიჩნეული. ეს არ აღმოჩნდა გზა კაიროდან კეიპტაუნამდე, არამედ ეს არის გზა საკუთარი თავიდან საკუთარ გულამდე. სადღაციდან და მერედან, აქ და ახლამდე.“
ბერტ ჰელინგერი
ბერტ ჰელინგერი
სისტემური და საოჯახო განლაგების მეთოდოლოგია შექმნილი იქნა 1990 წელს ფსიქოლოგ, ფილოსოფოს და ავტორის, ბერტ ჰელინგერის მიერ. ჰელინგერი 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სწავლობდა ინდივიდებს და ოჯახებს. ის აკვირვებოდა, რომ ბევრი ჩვენთაგანი არაცნობიერად ჩვენს თავზე ვიღებთ დამანგრეველ ოჯახურ თვისებებს, როგორებიც არის შიში, დანაშაულის შეგრძნება, დეპრესია, ალკოჰოლიზმი და ასევე სხვადასხვა სიმპტომური დაავადებები.
განლაგების მეთოდი ამჟამად უკვე ფართოდ გამოიყენება ბევრ სხვადასხვა ჰუმანისტურ სამუშაო დარგში. როგორებიც არის მაგალითად თერაპიული ინსტიტუციები და ფსიქოლოგიური კლინიკები. თუმცა ეს სამუშაო გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ისეთი თერაპევტული მეთოდი, რომელშიც შეიძლება უბრალოდ ანალიზი გაკეთდეს, დიაგნოზი ჩაინიშნოს და მომხმარებელს ზოგად წესებად თუ ინსტრუქციების სახით გადაეცეს.
„როცა შენ ახლოს იქნები, მე შენს თვალებს მოგაშორებ და მათ ჩემის სანაცვლოდ განვათავსებ. შენც ასევე მომაშორებ ჩემს თვალებს, მათ შენი თვალების ნაცვლად დაიყენებ და ამის შემდგომ, მე ჩემს თავს ჩემი თვალებით შემოვხედავ.“
ჯაკობ მორენო
ჯაკობ მორენო -
ფსიქოდრამა
განლაგების მეთოდი ავსტრიელი ექიმ და ფსიქოტერაპევტ იაკობ მორენოთი (1889-1974) იწყება. ვენაში დაბადებულმა და აშშ-ში მომუშავე მორენომ 1930 წელს ჩამოაყალიბა მეთოდი, ეგრეთ წოდებული „ფსიქოდრამა“. ის თვლიდა, რომ თითოეული ადამიანი ერთი ან რამდენიმე სოციალური სისტემის ნაწილია, სადაც კონკრეტულ როლებს განასახიერებს, რაც ფსიქოლოგიურ კონფლიქტებს (დრამებს) წარმოშობს.
მორენომ აღმოაჩინა, რომ კლიენტები თერაპიის ჯგუფში ამ როლების რეინსცენირებით თავიანთ კონფლიქტებს უკეთესად გებულობდნენ და კომუნიკაციასა და ურთიერთობებში არსებულ პრობლემებს მარტივად აგვარებდნენ. რეინსცენირების დროს, მორენო რეკვიზიტებისა და ჟესტების გარდა, ასევე იყენებდა რეპრეზენტატორებს ჯგუფის წევრებიდან. მორენო თერაპიაზე მუშაობის პერიოდში ველის აღქმის ფენომენს გადააწყდა.
„ყოველთვის სხვისგან ნებართვის აღების ნაცვლად, რაც მესაჭიროება იმის მოთხოვნის თავისუფლება.საკუთარი პასუხისმგებლობით რისკების აღების თავისუფლება, იმის ნაცვლად, რომ ყოველთვის უსაფრთხობიდან გამომდინარე ვიმოქმედო და ვერაფერი ახალი ვერ გავბედო.“
ვირჯინია სატირი
ვირჯინია სატირი
ოჯახური სკულპტურა
ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი სისტემური განლაგების მეთოდოლოგიის შემდგომი განვითარებისა არის ვირჯინია სატირის საოჯახო ქანდაკებები ( 1916-1988). ვირჯინია მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცობილი თერაპევტი და მენტალური კვლევის ინსტიტუტის წევრი იყო (ცნობილი როგორც პალო ალტო, Palo Alto ჯგუფი). ამ მეთოდის დროს, ოჯახის წევრებს თხოვენ რომ ურთიერთობები ერთმანეთთან ქანდაკებების მეშვეობით ( როგორც სტატიკური სურათი) განალაგონ. კომუნიკაციისა და ურთიერთობების შაბლონები სხეულის ენის, ჟესტებისა და ქანდაკებებს შორის მანძილით არის გამოხატული.
ასეთი ტიპის განლაგება უფრო კონკრეტულად გვაჩვენებს ოჯახში არსებულ დინამიკებს ვიდრე სიტყვიერი აღწერა და უფრო მეტიც, გვაძლევს შესაძლებლობას წარსული გამოცდილება აწმყოში ცოცხლად დაგვანახოს. ეს მეთოდი დღემდე აძლევს საშუალებას კლიენტს არავერბალურად წარმოაჩინოს ოჯახური ურთიერთობები. ამ განლაგების დახმარებით თერაპევტს შეუძლია დაინახოს იმ სოციალური სტრუქტურის სურათი, რომელშიც ცხოვრობს კლიენტი და რომელიც მასზე გავლენას ახდენს. კლიენტს შეიძლება გაუჩნდეს ემოციები და რეაქციები, უკვე არსებული სურათისა და მისი ამ სიტუაციაში მდგომარეობის აღქმის შედეგად, აქ კი ვერბალური კვლევა იწყება.
მოქშა ფეიქარი და ბერტ ჰელინგერი
ინტერესის შემთხვევაში დაგვიკავშირდი
თუ ზემოთ მოცემულმა მოკლე ინფორმაციამ სისტემური საოჯახო განლაგების მეთოდის მიმართ ინტერესი გაგიჩინათ, მაშინ შეგიძლიათ რომ ჩვენი გუნდის წევრებს მიმართოთ და ისინი ამ მეთოდოლოგიის სწავლებების, ვორკშოპების, სესიების, სემინარების და ტრეინინგების შესახებ დეტალებში დაგაკვალიანებენ.