top of page

ინდივიდუალური განლაგებები

"როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური განლაგებებიც გვეხმარება საოჯახო, ორგანიზაციული და ინდივიდუალური შინაგანი სტრუქტურების ურთიერთდინამიკის დანახვაში და მათი შემადგენელი კომპონენტების ფუნქციების, თვისებების და მათი ურთიერთკავშირების უკეთესად აღქმაში და გაცნობიერებაში..."

მოქშა ფეიქარი

Moksha_ (4 of 21).jpg

 მოქშა ფეიქარი
„ინდივიდუალური განლაგებები“.

ინდივიდუალური განლაგებები მოქშას მიერ ტარდება როგორც ფიზიკური დასწრებით, ასევე ონლაინ, ზუმის მეშვეობით, ავსტრიული კომპანიის სისტემური განლაგების ბორდის აპლიკაციის გამოყენებით: The Online Constellation Board. 

 

კლიენტს ბორდის აპლიკაციის ჩამოტვირთვა და დარეგისტრირება არ ესაჭიროება. მისი მხრიდან ზუმი საკმარისია.

 

დასაწყისში იქნება გასაუბრება კლიენტისთვის აქტუალურ თემებზე და  საკითხზებზე. ამის შენდეგ განხილული იქნება დამატებითი სესიების საჭიროებაც.

 

როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ სესიაც დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ონლაინ სესიისთვის საჭიროა ან ნოუთბუკი, ან კომპიუტერი, ან პლანშეტი და სტაბილური ინტერნეტი. მობილურ ტელეფონზე სესია არ ტარდება!

 

სესიის მიმდინარეობის პროცესში გარემოში არ უნდა იყოს ხმაური. აუცილებელია კლიენტი იმყოფებოდეს მარტო, მშვიდ გარემოში.

ინდივიდუალური განლაგების სესიის დროს განიხილება კლიენტის ის აქტუალური საკითხი, რის შესახებაც მას მეტი რეფლექტირება ესაჭიროება და სურს მისი მოგვარების და გადაჭრის გზების მონახვა. ეს შეიძლება იყოს ინდივიდუალური ხასიათის, სიმპტომური, ცხოვრების სტილის, ურთიერთობების, საქმიანობის და თვითრეალიზაციის თემები.

 

სესიის დროს შეიძლება სხვა თემებთან მიმართებაში წარმომავლობითი საოჯახო ურთიერთობების საკითხების განხილვის აუცილებლობა გამოიკვეთოს. ეს საკითხები ხშირად გავლენას ახდენენ ჩვენს აწმყო ცხოვრებისეულ პროცესებზე და ასევე ჩვენს მომავალ თაობებზე.

კლასიკური ფსიქოთერაპიებისგან განსხვავებით, ჰუმანიტარული დარგის კონსულტაციური თერაპიები უფრო მეტად რესურსებზე ორიენტირებულები არიან. სისტემური განლაგებებიც ამ დარგს განეკუთვნებიან. აქ აუცილებელია პრობლემების, ტრავმების, მიჯაჭვულობების, ადიქციების დანახვა და მათი დარეგულირება. მეორეს მხრივ კი გვესაჭიროება ჩვენივე რესურსების აღქმა და მათთან მიმართებაში არსებული ბლოკადების და შინაგანი ბარიერების გაცნობიერება.

 

ანალიტუკური მიდგომებისგან განსხვავებით, სადაც მეტწილად დეტალებში ჩავდივართ და Zoom In - ს ვაკეთებთ, განლაგების მეთოდი გვეხმარება Zoom - Out - ში, რაც მისი დიდი უპირატესობა არის სხვა თერაპიულ მეთოდებთან მიმართებაში. რამეთუ ჩვენ შეგვიძლია სივრცულ-გეომეტრიული სიმულაციით და ვიზუალიზაციით ჩვენს კოგნიტურ პროცესებს მივცეთ საშუალება ინტუიციურად წარიმართოს და ამითი წვდომა გვქონდეს ჩვენს არაცნობიერ შრეებთან, რაც ჩვეულებრივი აზროვნების პროცესის დროს არ ხერხდება.

მოქშა ფეიქარის ინტერვიუ სისტემურ განლაგებებზე

ბიოგრაფია.JPG

ინტერესის შემთხვევაში დაგვიკავშირდი

თუ ზემოთ მოცემულმა მოკლე ინფორმაციამ სისტემური საოჯახო განლაგების მეთოდის მიმართ ინტერესი გაგიჩინათ, მაშინ შეგიძლიათ ჩვენი გუნდის წევრებს მიმართოთ და ისინი დეტალურად დაგაკვალიანებენ ამ მეთოდოლოგიის სწავლებების, ვორკშოპების, სესიების, სემინარების და ტრეინინგების შესახებ.

bottom of page