top of page

კონსტრუქტიული განლაგებები

„...სად შემცირდება მეგობრულობა, როდესაც ვიღაცა კეთილია? სად შემცირდება დაფასება იმის გამო, რომ ვიღაც აფასებს? სად შემცირდება ცოდნა იმის გამო, რომ ცოდნას ვღებულობთ? სად იქნება ნაკლები პასუხისმგებლობა, თუ ჩვენ ვიმოქმედებთ პასუხისმგებლობით? ჩვენ გარშემორტყმული ვართ ასეთი რესურსებით და ყველანი მხოლოდ იმიტომ ვცხოვრობთ, რომ არსებობს უსასრულო რესურსების ქსელი.”

 

მატიას ვარგა ფონ კიბედი

Insa Sparrer.jpg
Matthias Varga.jpg

 მატიას ვარგა ფონ კიბედი
„სტრუქტურული განლაგებები“.

პროფესორი მათიას ვარგა ფონ კიბედი მის მეუღლე ინსა სპარერთან ერთად არის სისტემური სტრუქტურული განლაგებების (SySt®) შემქმნელი და ასევე მიუნხენის SySt ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ის ასწავლიდა ფილოსოფიას, ლოგიკას, მეცნიერების ფილოსოფიას და სისტემურ საბაზისო თეორიას ვენის, გრაცის, კონსტანცის, გოტინგენის, ტუბინგენის, ლუბლიანასა და მარიბორის უნივერსიტეტებში. მას ჰქონდა ნაშრომები უნივერსალური გრამატიკის შესახებ, ლოგიკის სტრუქტურული ტიპების შესახებ და ასევე მრავალი ნაშრომი სისტემურ მუშაობაზე, ფორმალური ჭეშმარიტების საფუძვლებზე, ჰაბილიტაციაზე და პარადოქსის თეორიაზე.

 

სტრუქტურული განლაგებების მეთოდი არის პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული მეთოდოლოგია, გაერთიანებული ლოგიკასა და ფილოსოფიასთან.  ამ სქემების გამოყენება შეიძლება პრობლემაზე ან მის გადაჭრაზე ორიენტირებული გზით. სტრუქტურული განლაგებები ძირითადად გამოსავალზე ორიენტირებული მიგომებია. 

„რამდენად რეალურია რეალობა? ძირითადი დასკვნები ასეთია: ამ სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ყველაფერი მუდმივად იცვლება. ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს იმედი და ვიცოდეთ, რომ ხვალინდელი დღე სხვაგვარად იქნება.“

ინსა შპარერი

ინსა შპარერი
სტრუქტურული განლაგებები

ინსა შპარერი თავის მეუღლე ფილოსოფოს და პროფესორ მატიას ვარგასთან ერთად არის სისტემური სტრუქტურული განლაგებების დამაარსებელი. მათი მიდგომა პოპულარული მეთოდი გახდა ორგანიზაციული კონსულტაციის სფეროშიც, რადგან ისინი, ერთის მხრივ, ორგანიზაციული სისტემის პირობებს, ხოლო მეორეს მხრივ წარმომადგენლის  შემოქმედებით და ემოციურ მხარესაც ეხებოდა.

 

ორგანიზაციულ სტრუქტურულ განლაგებაში პრობლემების გადასაჭრელად ინზა შპარერი ერთ-ერთ მეთოდად ასევე ეგრეთ წოდებულ „გეომეტრიულ ინტერვიუს“ იყენებდა.

„შენ ხარ ვინც ხარ. შენ არ შეგიძლია და არც უნდა
იყო ან გახდე რაიმე ან ვიმე განსხვავებული.
ეს არის მოდუნება.“

ვილფრედ ნელესი

Wilfried Nelles.jpg

ვილფრედ ნელესი
„ინტეგრაციული განლაგებები

ვილფრიდ ნელესი დაიბადა 1948 წელს და ფლობს მაგისტრის და დოქტორის ხარისხებს. პოლიტიკურ მეცნიერებებსა და სოციოლოგიაში, მკვლევარად და უნივერსიტეტის ლექტორად მუშაობის 12 წლიანი სამუშაო გამოცდილების დაგროვების შემდეგ, ოთხმოციან წლებში მუშაობა დაიწყო ბიოენერგეტიკის დარგში. ის ატარებს სემინარებსა და ტრენინგებს მთელს ევროპაში და აღმოსავლეთ აზიაში.

 

განლაგების სიცოცხლის ინტეგრაციის პროცესში (LIP), კლასიკურ საოჯახო განლაგებასთან შედარებით, განსხვავებული ხედვაა. აქ არ ვეხებით ურთიერთობებს, არამედ ვაკვირდებით საკუთარ თავს, რათა დავინახოთ, თუ რა ხდება ჩვენი არაცნობიერი გონების სიღრმეში და იმ ნაწილებში, რომლებიც წარმოადგენენ მუცლადმყოფობის პერიოდს, ბავშვობას და მოზარდობას. ჩვენ არ ვმუშაობთ არაფრის შეცვლაზე, უბრალოდ ვაკვირდებით მათ და არ ვიციკლებით ჩვენი ცხოვრების ამ ეტაპების პრობლემებსა და ტკივილებზე, მხოლოდ არსი გვაინტერესებს. ნელესი ასევე მუშაობს ურთიერთობის ინტეგრაციის მეთოდით, (BIP) რომელიც წყვილებს შორის პარტნიორულ ურთიერთდინამიკას ეხება.

მოქშა ფეიქარის ინტერვიუ სისტემურ განლაგებებზე

355327139_10230522896084833_6438092374463087494_n.jpg

ინტერესის შემთხვევაში დაგვიკავშირდი

თუ ზემოთ მოცემულმა მოკლე ინფორმაციამ სისტემური საორგანიზაციო განლაგების მეთოდის მიმართ ინტერესი გაგიჩინათ, მაშინ შეგიძლიათ რომ ჩვენი გუნდის წევრებს მიმართოთ და ისინი ამ მეთოდოლოგიის სწავლებების, ვორკშოპების, სესიების, სემინარების და ტრეინინგების შესახებ დეტალებში დაგაკვალიანებენ. 

bottom of page