კურსის შესახებ
მოქშა ფეიქარის სისტემური განლაგებების ""ტრავმა და ინტეგრაციის" სამდღიანი ვორკშოპი განკუთვნილია თერაპევტებისთვის, ტრენერებისთვის და ასევე მათთვის, ვისაც სურს ჩაუღრმავდეს პიროვნული განვითარების თემებს და გაეცნოს მასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს სისტემური მიმართულებით, გაიგოს საოჯახო ურთიერთობების დისჰარმონიის გამომწვევი მიზეზები, გაეცნოს სისტემების შინაგანი ფუნქციების კანონზომიერებებს და თვისებებს. ვორკშოპზე, ამ თემების გათვალისწინებით, ასევე განხილული იქნება სიმპტომები და დაავადებები, რომლებიც ტრანსგენერაციულ ხასიათს ატარებენ.
განლაგების მეთოდის პროცესის დროს ხდება ოჯახური სისტემების დაფარული დინამიკების გაცნობიერება, რაც იმ კონკრეტული წინაღობების გადაჭრას ეხმარება, რომელიც ოჯახურ სისტემაში ოჯახის წევრების ურთიერდამოკიდებულებებში სიყვარულის და ჰარმონიის დენადობის დამაბრკოლებელია.
ვორკშოპის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ისეთ სავარჯიშოებს და პრაქტიკებს, რომელთა გამოყენებასაც ინდივიდუალურად და სემინარისგან დამოუკიდებლად შეძლებენ.
ვორკშოპის დროს აქცენტი გვექნება იმაზეც, თუ როგორ გავაცნობიეროთ ჩვენი სიმბიოზური დამოკიდებულებები და რა გვაკლია შინაგანი ავტონომიურობის ინტეგრაციისთვის.
სიმბიოზის და ავტონომიის ფსიქოტრავმა (IoPT) – ფრანც რუპერტი
სისტემური თვითინტეგრაცია (sSI) - ერო ლანგლოცი
ნიადაგის ღუზა (Anchoring) – რობერტ დილტსი
სუბ-ჯგუფური სავარჯიშოები სტრუქტურულ თემებზე
წინაპრების ხაზი – ტრანსგენერაციული გადაცემები
სიცოცხლის ინტეგრაციის პროცესი (LIP) – ვილფრედ ნელესი
ურთიერთობების დინამიკა (BIP) – ვილფრედ ნელესი
დაფარული განლაგებები და მინიატურები – მატიას ვარგა
ცხრა ველის განზომილება (Timeline) – ინზა შპარერი
თარიღი: 1-2-3 მარტი 2024 წელი
დრო: 10:00 – 18:00 სთ
მდებარეობა: ქსა -ს სივრცე. ნასიძის ქუჩა 20, თბილისი
ღირებულება: 315 $ (სამივე დღე ერთად)
რეგისტრაცია: https://bit.ly/3TlrxxT
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვეკონტაქტეთ.
დაგვირეკეთ: +995 598 807 817
მოგვწერეთ ჩათში: https://www.mokshapeikari.com
თქვენი ინსტრუქტორი
ანო გაბიჩვაძე
ანო არის სისტემური განლაგების ვორკშოპის ორგანიზატორი