
ᲪᲜᲝᲑᲘᲔᲠᲘ ᲗᲐᲛᲐᲨᲔᲑᲘ / PLAYFIGHT
პრაქტიკის მიზანია, ადამიანებმა ცნობიერი ურთიერთობა დაამყარონ საკუთარ სხეულთან, გონებსა და ემოციებთან.
თამაშში ჩვენ ხელახლა აღმოვაჩენთ საკუთარ თავს, ვხდებით უფრო ენერგიულნი და სიხარულით სავს ენი. შეგნებული და გაცნობიერებული ბრძოლის საშუალებით ვაღვიძებთ ჩვენი სხეულის ინტელექტს, რადგან ვიყენებთ ძალას უსაფრთხოებისა და პატივისცემის პირობების დაცვით.
ყურადღებით ვაკვირდებით საკუთარ თავში არსებულ სიღრმეებს და ვცდილობთ, მეტი ავთენტურობა შემოვიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში. ამ ინდივიდუალურ მოგზაურობაში კი სხვებთან ერთად ვართ ჩართულები.
ცნობიერი თამაშების არსი:
ღრმა კავშირი: სხეული, გონება და ემოციები ერთიანდება. სწავლობ შენი საჭიროებების გამოხატვასა და საზღვრების პატივისცემას, სხვებთან კავშირს.
თამაში და დაპირისპირება: თამაშის დროს ნერვული სისტემა ყველაზე მეტ ინფორმაციას იღებს. სხეულის დაპირისპირება გვაიძულებს, რომ კომფორტის ზღვარს მივაღწიოთ.
ურთიერთობა და მხარდაჭერა: ჩვენ ვურთიერთობთ, ვუკავშირდებით და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს. ყველას ვიღებთ ისეთებად, როგორებიც არიან. უმთავრესია
კეთილგანწყობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა.