top of page

ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲣᲠᲘ ᲒᲐᲜᲚᲐᲒᲔᲑᲐ ᲒᲝᲐᲖᲔ

28 თებერვალი - 8 მარტი, 2026

გოა – აჯანტა – ელორა.

სისტემური განლაგებების კურსი და მოგზაურობა ინდოეთში მოქშა ფეიქართან ერთად


28 თებერვალი - 8 მარტი 2026 წელი


ეს მოგზაურობა საკუთარი თავის ხელახალი აღმოჩენის განსაკუთრებული შესაძლებლობაა.


სისტემური განლაგებების კურსი მოქშა ფეიქართან ერთად გოაზე  და აჯანტა-ელორას კლდეში გამოკვეთილ მღვიმეების მონახულება გთავაზობს როგორც სულის განკურნებას, ასევე გონების გაღრმავებას, კულტურისა და სულიერების სრულ სინთეზს.


ეს არის გზა სამმაგი ჰარმონიისკენ: ბუნება, სული და უძველესი კულტურა.


ინდოეთი - ადგილი სადაც ადამიანობა, ფილოსოფია,  და ბუნება ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. ადგილი, სადაც არ ხარ ფოკუსირებული თუ როგორ გამოიყურები, აქ მთავარია - რას გრძნობს შენი სული.


მოქშა ფეიქარი მუშაობს ოჯახური, სისტემური და საორგანიზაციო განლაგებების CONSTELLATORS INTERNATIONAL-ის მიერ აღიარებულ სერტიფიცირებულ ფასილიტატორად და ასევე UTA აკადემიის ფსიქო-სოციალური განლაგებების ტრენერად. ის ატარებს კონსულტაციებს, ტრენინგებს და ქოუჩინგს სისტემურ ორგანიზაციულ განვითარებაში როგორც გერმანიაში, საქართველოში, მალტაზე,   ასევე მთელ მსოფლიოში. მოქშა არის ასევე CONSTELLATORS INTERNATIONAL-ის (CI) მრჩეველთა საბჭოს წევრი და CONSTELLATORS GEORGIA -ს დამფუძნებელი. მისი კოლეგები არიან სისტემური განლაგების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები: შტეფანი ჰარტუნგი, ვოლფგანგ შპიტა, პოლ ზონეფელდი, დაგოშ რიტი, ბილ მანელი და შტეფან ჰაუზნერი.


სისტემური განლაგებები არის ფსიქოთერაპიული მეთოდი, რომელიც ეხმარება ადამიანებს დაინახონ და შეცვალონ მათ ცხოვრებაში არსებულ ღრმა, დაუდგენელ პრობლემათა სტრუქტურა. გოას ბუნება - მედიტაციის ბუნებრივი ტაძარია,  კუნძულზე  ჩატარებული სესიები განსაკუთრებულია არა მხოლოდ ლოკაციის სილამაზით, არამედ იმ სულიერი ენერგიითაც, რომელსაც ინდოეთი და განსაკუთრებით გოა საუკუნეების განმავლობაში ფლობს. ეს პატარა ტროპიკული მიწა არ წარმოადგენს უბრალოდ დასვენების ადგილს – ის არის ადგილი, სადაც ენერგია და სული ერთმანეთს ხვდება.


განლაგების მეთოდოლოგია შექმნილი იქნა 80 -იანი წლების ბოლოში გერმანელ ფსიქოლოგ, ფილოსოფოს და ავტორის, ბერტ ჰელინგერის მიერ, ვინც 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სწავლობდა და კურნავდა ინდივიდებს და ოჯახებს. ის აკვირვებოდა, რომ ბევრი ჩვენთაგანი, როგორც ოჯახის განკუთვნადობის გზას, არაცნობიერად ჩვენს თავზე ვიღებთ დამანგრეველ ოჯახურ თვისებებს, როგორებიც არის შიში, დანაშაულის შეგრძნება, დეპრესია, ალკოჰოლიზმი და ასევე სხვადასხვა სიმპტომური დაავადებებიც. ეს სამუშაო უნიკალურად აშუქებს ოჯახურ დინამიკებს, რომლების ზედაპირის ქვეშ არის მოქცეული.


გოა ინდოეთის იმ იშვიათ რეგიონთაგანია, სადაც ტროპიკული ტყეები, ქვიშიანი სანაპიროები და ულამაზესი  მთები ქმნიან ბუნებრივ გარემოს მსგავსი ტიპის ფსიქო-სამუშაო პროცესისთვის.


გოა ერთდროულად  ქაოსური და ამავდროულად ჰარმონიული სივრცე ხელს უწყობს შინაგან განკურნებას, გარკვევას საკუთარ თავში, აღდგენას ენერგიის და ძალების.   ეს მეთოდი ეყრდნობა ღრმა ფილოსოფიას, რომ სხეული და სული ერთიანი ჰარმონიული სისტემაა. პრაქტიკები, რომლებიც ტარდება მსგავსი ტიპის სივრცეში, ბუნების წიაღში – გწმენდს, გაგაცლის ზედმეტს და გაბრუნებს შენს ნამდვილ მეობასთან. ეს არის მოგზაურობა საკუთარ თავთან, ბუნებასთან და სამყაროსთან ჰარმონიაში.


განლაგებას როგორც წესი, ახორციელებს ადამიანთა ჯგუფი, სადაც ჯგუფის წევრები ოჯახის წევრების სანაცვლოდ მონაწილეობენ. ზოგჯერ ეს ჯგუფის წევრები, იგივე რეპრეზენტატორები, ასევე სხვა ცნებებსაც, ან პიროვნების შინაგან ფსიქოლოგიურ პატერნულ ნაწილებსაც წარმოადგენენ. ამ მეთოდის გამოყენებით შეიძლება აღდგეს მოვლენათა წესრიგი და სიყვარულს ექნება შესაძლებლობა შეუზღუდავად მიედინებოდეს სისტემაში.


მოქშა ფეიქარი იყენებს როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე ჰოლისტური განლაგებების მეთოდებსაც. კლასიკური სისტემური და საოჯახო განლაგებები ძირითადად პრობლემებს ტრანსგენერაციულ ჭრილში განიხილავს. ჰოლისტიკური მიდგომა კი მოიცავს ორი განსხვავებული განზომილების გათვალისწინებას:



ურთიერთობების დინამიკა – როგორ ვუკავშირდებით სხვებს და რა გავლენას ახდენს ეს ჩვენზე.


შინაგანი სტრუქტურები და პატერნები – ჩვენი პიროვნული კომპონენტები და მათი ურთიერთქმედება.


მოქშას ვორკშოფზე გაიგებთ, რა იწვევს საოჯახო ურთიერთობების დისჰარმონიას და როგორ ფუნქციონირებს საოჯახო სისტემები და მათი შინაგანი კანონზომიერებები.


შეისწავლით, რა დაუკმაყოფილებელი შინაგანი მოთხოვნილებები არსებობს თქვენში, როდის და რომელ განვითარებად ეტაპებზე წარმოიშვნენ ისინი. გაეცნობით მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ცხოვრების სხვა და სხვა ეტაპებზე მიღებული ტრავმების შინაგან რესურსებად გარდაქმნაში, დარეგულირებასა და ინტეგრაციაში.


ამ  დღეების  მანძილზე სურვილის შემთხვევაში დამატებით შეგიძლიათ დაესწროთ:


• იოგას სესიებს მზის ამოსვლასა და ჩასვლაზე

• მედიტაციას ბუნების ხმოვან ფონზე

• სუნთქვით თერაპიებს,

• ხმის ვიბრაციის ჰილინგს (მაგ. ტიბეტური ჭურჭლის დახმარებით)


და როდესაც სხეული გაიწმინდება გოას ბუნებაში და დაგაბრუნებთ საკუთარ რითმზე დროა გონების ნაწილი შეივსოთ აჯანტადა ელორაში.


მღვიმეების მონახულება სისტემური განლაგებების  შემდეგ განსაკუთრებით ღრმაა – გონება უკვე გახსნილია და შენ შეგიძლია შიგნიდან აღიქვა ის სიბრძნე, რაც ამ ადგილებში იარსებს საუკუნეების განმავლობაში.


იქაურობა გადაგიყვანთ  დროისა და სულიერი სიმაღლის სხვა განზომილებაში:


ერთ დღეს სრულად  ბუდიზმის, როგორც რელიგიური მოძღვრების, პრაქტიკაში შესწავლას მივუძღვნით.  აჯანტას ქვაბულები(II ს.–VII ს.)  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ ბუდიზმის ქვაში გამოხატულ შედევრს. ოცდაათამდე კლდეში ნავკეთი გამოქვაბული სავსეა უძველესი რელიგიური ნახატებით და სკულპტურებით. თვით დალაი ლამა ამ ადგილს რელიგიური მოსალოცებიდან ყველაზე მეტჯერ სტუმრობდა.

ree

მომდევნო დღეს სრულად ელორას 34 კლდეში ნათალი გამოქვაბული ბუდისტურ-ინდუსტური და ჯაინისტური ხელოვნების და რელიგიის ნაზავის დათვალიერებას დავუთმობთ. ეს არის იშვიათი სიმბოლო რელიგიათა ჰარმონიისა. ელორა ჩვენი  წელთაღრიცხვით IV-IX საუკუნეებით თარიღდება და დედამიწაზე ყველაზე დიდ კლდეში ნაკვეთ ძეგლად ითვლება.  ლორდ შივას სადიდებლად აშენებული ციური საცხოვრებელი, კაილაშის ტაძარი, აღიარებულია არქიტექტურულ და საინჟინრო სასწაულად, იგი სიმბოლოა მენტალური სიმტკიცის. ნაგებია ზევიდან ქვევით საოცარი სიმეტრიით, სადაც არ მეორდება არცერთი დეტალი. საღამოს ემოციების დასავარცხნად Prozone Mall. ს ვეწვევით. ეს არის ინდოეთის პირველი ჰორიზონტალურად აშენებული სავაჭრო ცენტრი, რომელიც სრულ 20 ჰექტარს იკავებს და ითვლება საუკეთესო ადგილად აურანგაბადში საღამოს გასატარებლად.

ree

თუ ცნობიერის  სიბრძნით გარედან შევსებას ფიქრობ  აჯანტა და ელორა აუცილებლად შენი თვალით უნდა ნახო….


გოაზე თავისუფალი დღეების ნაწილი აქტიურ დასვენებას მიეძღვნება:


დავათვალიერებთ კუნძულის დედაქალაქ პანაჯის. ვნახავთ ყველაზე პოპულარულ და არქიტექტურულად გამორჩეულ ეკლესიებს და წმინდა საკათედრო ტაძარს, სადაც დღემდე ინახება ქეთევან დედოფლის ნაწილები. ბომ იესოს ბაზილიკას, ღვთიშობლის ულამაზეს პორტუგალიურ სტილზე ნაგებ ტაძარს, წმინდა ფრანცესკე ასიზელის და კატეჯანის მარმარილოს ტაძრებს.

ree

გინახავთ მზის ამოსვლის ფონზე დელფინების ცეკვა? ამისთვის აუცილებლად გარიჟრაჟზე Calangute Beach-ს უნდა ეწვიოთ. ამ სანახაობას დელფინები მხოლოდ მაშინ გვთავაზობენ, მზე რომ ჯერ ისევ ეპრანჭება ცას და არაბეთის ზღვის ტალღებში ნავარდობს.  შემდეგ შეგვიძლია იმავე ნაპირზე დავრჩეთ  გასარუჯად ან გავერთოთ  წყლის სპორტის სხვადასხვა სახეობით: Scuba diving, snorkeling, parasailing, წყლის თხილამურები.


გოას აქვს შოპაჰოლიკებისთვის ჯადოსნური ბაგას სანაპირო. აქ ყოველ საღამოს ეწყობა ბაზრობა ძალიან საყვარელი სახელით   “ რწყილების ბაზარი“.  რას არ ნახავთ აქ: დაზვინულ მარგალიტის სამკაულის მთებს, რომელიც სულ ახლახანს ამოაბრძანეს ოკეანის ფსკერიდან, უამრავ ტრადიციულ ფერად სამოსს, ზღვის ნიჟარების, ბუნებრივი ქვების ათასგვარ სუვენირს... აქვე ეწყობა მუსიკალური და საცეკვაო წარმოდგენები.   გოა კიდევ ცნობილია ძალიან საინტერესო -Wednesday Flea Market, Arpora Saturday Night Market, Mapusa Friday Market და Calangute Bazaar- ბაზრებით.

ree

თუ ჭეშმარიტი თავგადასავლების მაძიებელი ხარ, გოაზე მოხვედრილმა აუცილებლად უნდა დალაშქრო ინდოეთში რიგით მეორე ყველაზე მაღალი და ალბათ, ყველაზე ლამაზი დუდჰსაგარის ჩანჩქერი. მის გარშემო ტერიტორია იმაზე ლამაზია, ვიდრე ზღაპრებში მოთხრობილი ედემის ბაღები. სიმწვანეში ჩაფლული, მირაჟად ქცეული აწოწილი პალმები, ულამაზესი ყვავილები და ველური  ბუნება  წარმოუდგენლად შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის.  თუ დრო დაგვრჩება, მოლემის ეროვნულ პარკში და ბჰაგვან მაჰვეერის ნაკრძალში გავისეირნებთ.


ინდოეთის სულიერებაზე დაფუძნებული გასვლითი თერაპია უკვე საწინდარია შენი მომავალი მენტალური და ემოციური ჰარმონიის.


ეს ტური იქნება უნიკალური ყველა გაგებით:  პირადი კონტაქტი და სესიები სისტემური განლაგებების მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტთან, მჭირდო კავშირი და ძალების აღდგენა გოას ტროპიკულ  ჯუნგლების ბუნება და ოკეანესთან და თვითშემეცნების უმთავრესი ასპექტი- შეხება აჯანტას და ელორას წარსულში ჩაკარგულ სიბრძნესთან.


9 დღიანი ტურის ღირებულება: 3360$


ფასი მოიცავს:


  • საერთაშორისო ავიაბილეთები 

  • შიდა ფრენის ავიაბილეთები: გოა- აურანგაბადი,  აურანგაბადი-გოა

  • ვიზა

  • ყველა ტრანსფერი ინდოეთის ტერიტორიაზე

  • სრული სატრანსპორტო მომსახურება საექსკურსიო საათებში

  • ყველა შესასვლელი და აქტივობის ბილეთები, რაც ტურის პროგრამაშია ნახსენები

  • 5* პრემიუმ კატეგორიის სასტუმროებში 1 ადამიანის განთავსება 2 კაციან ნომერში

  • საუზმე

  • ქართულენოვანი გამყოლი

  • ადგილობრივი გიდი


ღირებულება არ მოიცავს:


  • ორ დღე ნახევრიანი ინტენსიური თერაპია სისტემურ განლაგებებზე მოქშა ფეიქართან ერთად (დამატებითი ღირებულება 350$)

  • ერთ კაციან განთავსებას ნომერში დამატებითი ღირებულება 1070$

  • თიფს გიდებისთვის 80$ ერთი ადამიანისგან სრული ტურის მანძილზე

  • კვებას, რომელიც არ არის მითითებული ტურში

  • დამატებით  გამაგრილებელ და ალკოჰოლურ სასმელებს

  • აქტივობებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ტურში

  • პირად  ხარჯებს

  • ნებისმიერ სხვა რამეს, რაც არ არის ტურის ჩამონათვალში


მნიშვნელოვანი ინფორმაცია:


  • შესაძლებელია ტურში მონაწილეობის მიღება სისტემური განლაგების კურსის აღების გარეშე.

  • ტურის დადასტურება მოხდება პირველადი 550$ ჩარიცხვის შემდგომ.

  • ტურის თანხა უნდა იყოს გადახდილი სრულად 21 იანვრამდე, რომელიც თქვენი მხრიდან პირობის დარღვევის შემთხვავაში ჯავშნის გაკეთების არც ერთ ეტაპზე უკან  არ ანაზღაურდება.

Bildschirmfoto 2024-03-04 um 20.13.58.png
ORGANIZER:

ანო გაბიჩვაძე

bottom of page