top of page

თავის ტკივილი & შაკიკი




ზოგადი მიმოხილვა არსებობს თავის ტკივილის სხვადასხვა სახეობა. სამედიცინო თვალსაზრისით, მიზეზები ხშირად არ არის ხოლმე მკაფიოდ იდენტიფიცირებული: ყველაზე ხშირად აღწერილი სიმპტომია უბრალოდ დაძაბულობის შედეგად თავის ტკივილი. ის ხასიათდება მსუბუქი დამწოლითი შეგრძნების ტკივილიდან მკვეთრ ტკივილამდე. დაზარალებულები ხშირად გრძნობენ ხოლმე, რომ თითქოს მათ მჭიდრო ქუდი ახურავთ. ან ისინი ტკივილისგან უბრალოდ მოუსვენრები ხდებიან. მაგალითისთვის, გერმანიაში დაახლოებით 29 მილიონი ადამიანია თავის ტკივილიებით დაავადებული. ისიც აღსანიშნავია, რომ ქალები ოდნავ უფრო ხშირად არიან ამის მსხვერპლნი ვიდრე მამაკაცები. როგორც წესი, სიმპტომები ვლინდება თვეში მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში, რის გამოც მათ უბრალოდ "ეპიზოდური დაძაბულობის თავის ტკივილს" უწოდებენ ხოლმე. შაკიკი გაცილებით უფრო რთულია. შეტევის დროს მას არა მხოლოდ თავის ტკივილი, არამედ უსიამოვნო თანმხლები სიმპტომებიც მოჰყვება ხოლმე, როგორიცაა ღებინება და გულისრევა. ასეთ დროს თავის ტკივილი ჩვეულებრივ დილით ადრე იწყება ან შეიძლება გაღვიძების შემდეგაც. დაზარალებულები გრძნობენ თრთოლვარე, მძიმე დაწოლით ტკივილს, რომელსაც ჩვეულებრივ ასევე თან ახლავს გადაჭარბებული მგრძნობელობა სინათლის, ხმაურის და სუნის მიმართ. თუ ჩვენ მას რაიმე ფორმით არ ვუმკურნალებთ, ეს შეტევა შეიძლება სხვა და სხვა შემთხვევაში 72 საათამდეც კი გაგრძელდეს. შაკიკი ადამიანების ათიდან თხუთმეტ პროცენტს აწუხებს. არსებობს შაკიკის დაახლოებით 16 სხვადასხვა სახეობა. თავის ტკივილი საოჯახო განლაგებაში ჰელინგერის მიხედვით ბერტ ჰელინგერის გადმოსახედიდან, თავის ტკივილი ხშირად „ჩაკეტილი სიყვარულის“ შედეგია. ეს ხშირად ხდება ხოლმე როდესაც დედის, გარდაცვლილი ან თუნდაც ნააბორტალი შვილისადმი სიყვარული არ გამოიხატება, არ არის დენადი, ასე რომ ვთქვათ - ვერ "იღვრება". ასევე ხშირად ხდება საოჯახო სისტემებში, როდესაც რომელიმე შთამომავალი, როგორც ვინმე სხვა წევრის შემცვლელი, თავის თავზე იღებს ხოლმე მისი საოჯახო სისტემის სიმპტომებს. მაგალითად, ბავშვმა შეიძლება იგრძნოს მშობლების სიყვარული გარდაცვლილი ბავშვის მიმართ და ამის გამო მას თავის ტკივილები აწუხებდეს. როდესაც ჩვენში შინაგანად სიყვარულს საშუალებას მივცემთ, რომ რომელიმე ოჯახიდან გარიყული წევრისადმი იდინოს (შეიძლება მასთან პირდაპირი შეხებაც კი არ გვქონდეს), ასეთ შემთხვევაში ხშირად თავის ტკივილიც მსუბუქდება. ამ ადამიანის მიმართ სიყვარულით განწყობის იდეა ხშირად ძალიან ეხმარება ხოლმე კლიენტებს. ვიზუალიზაციისთვის შეგიძლიათ მაგალითად უბრალოდ ხელები წინ გაწიოთ, გაშალოთ და წარმოიდგინოთ, რომ თქვენს მიმართ ასევე მათგანაც იღვრება სიყვარული. თავის ტკივილი მრავალთაობათა ფსიქოტრავმატოლოგიაში თავის ტკივილის გამოყენებით შეიძლება ქვეცნობიერად ტრავმისგან დარჩენილი ნაწილების ცნობიერებების მიღმა შეინარჩუნებასაც კი შევეცადოთ. მაგრამ ამ სტრატეგიით უბრალოდ ყურადღების გადატანა ხდება ხოლმე სხვა რამეზე, რათა რეალურ პრობლემებს თავი ავარიდოთ.

16 Ansichten0 Kommentare

Comments


bottom of page