top of page

განლაგების დროს გამოყენებული წინადადებები



დარჩი


(სქემა - ოჯახური განლაგების დროს გამოყენებული წინადადებები განკურნებისთვის)


ბავშვი მიმართავს მშობლებს, როდესაც ხედავს, რომ ერთ მათგანს წასვლა, ან სიკვდილი სურს:


  1. ძვირფასო მამა, ძვირფასო დედა, რომც წახვიდე, მე ვრჩები.

  2. ყოველთვის დაგაფასებ.

  3. შენ სამუდამოდ ჩემს მამად/დედად დარჩები.


ბავშვი მიმართავს ოჯახის წევრს, რომლისთვისაც ასეთი სიტყვების თქმა უნდა: ,,მირჩევნია მე მოვკვდე, ვიდრე შენ'':


  1. ძვირფასო მამა, (ძვირფასო დედა, ძვირფასო ძმა, ძვირფასო და) თუნდაც წახვიდე, მე დავრჩები.

  2. ძვირფასო მამა, (ძვირფასო დედა) დამლოცე მაშინაც კი, თუ შენ წახვალ, მე კი დავრჩები.


ბავშვი მიმართავს ოჯახის გარდაცვლილ წევრს, როდესაც ის ვერ ბედავს ცხოვრებას, რადგან მისი ოჯახის წევრი გარდაიცვალა:


  1. ძვირფასო მამა, (ძვირფასო დედა, ძვირფასო ძმა, ძვირფასო და) შენ გარდაიცვალე.

  2. მე ჯერ კიდევ ცოტას ვიცხოვრებ, შემდეგ კი მეც მოვკვდები.

  3. მე ვავსებ მას, რაც მომეცა, სანამ ეს გრძელდება, შემდეგ კი მეც გარდავიცვლები.


დედა, რომელსაც სიკვდილი სურდა, მიმართავს თავის უმცროს ქალიშვილს, რომელიც ამის შედეგად სერიოზულად დაავადდა:


  1. მე დავრჩები - და ბედნიერი ვიქნები, თუ შენ დარჩები.


ქალი მიმართავს დიდ ბებიას, რომელიც მშობიარობის დროს გარდაიცვალა:


  1. გთხოვ, კეთილად გადმომხედე, თუ მე ჩემს ქმართან და შვილებთან დავრჩები


ანორექსიული ქალიშვილი მიმართავს მამას, რომელსაც წასვლა სურს:


  1. ძვირფასო მამა, რომც წახვიდე, - მე დავრჩები.

  2. დედასთან დავრჩები.


ანორექსიული ქალიშვილი მიმართავს დედას, რომელსაც წასვლა სურს:


  1. დედა, მამა რომც წავიდეს, მე დავრჩები.


ანორექსიული ქალიშვილი მიმართავს მამის გარდაცვლილ დედმამიშვილებს, როდესაც ხედავს, რომ მასაც უნდა დანარჩენებს მიჰყვეს:


  1. გთხოვთ, აკურთხეთ მამაჩემი, თუ ის ჩვენთან დარჩება

  2. დამლოცეთ, თუ მე მამაჩემთან დავრჩები.


ბულემიით დაავადებული გოგონა, რომლისთვისაც ჭამა სიცოცხლეს, ხოლო ღებინება სიკვდილის სურვილს ნიშნავს, მამამისს მიმართავს:


  1. მამა, მე დავრჩები. შენთან ერთად ყოფნა მომწონს.

  2. მინდა შენგან ეს მივიღო.


მამაკაცი, რომელიც აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული მიმართავს ბაბუასა და მამას, რომლებთან ერთადაც უნდოდა მომკვდარიყო:


  1. მირჩევნია ფული წავაგო, ვიდრე ცხოვრება.


ბერტ ჰელინგერი

9 Ansichten0 Kommentare

Aktuelle Beiträge

Alle ansehen
bottom of page