top of page

მშობლები




ყველაზე უფრო ინტენსიურად ადამიანები საკუთარი მშობლების მიერ ყალიბდებიან და ამიტომაც არის, რომ მათ შეუძლიათ ყველაზე ღრმა დაზიანებების მიყენებაც. ახალი ნეირობიოლოგიური შედეგები გვიჩვენებს, რომ დედასა და შვილს შორის ძლიერი კავშირი ორსულობის დროს იწყება. მამასთან კავშირი ამას მოგვიანებით ემატება. ბავშვი უკვე დედის მუცელში აღიქვამს და შთანთქავს დედის განწყობას, გრძნობებს, ხმებს და საკვებს. ამ დროს ბავშვმა ჯერ კიდევ არ იცის თავისი „ეგოს ზღვარი“ და თავის გრძნობებს დედას გრძნობებთან აიგივებს ხოლმე. ის ცხოვრობს დედასთან ემოციურ სიმბიოზში. ანალოგიურად, ცხოვრების პირველ 3-4 წელიწადში ბავშვს უყალიბდება და ეძლევა დაუცველობის, საკუთარი თვითშეფასების და ნდობის გრძნობა.



ხშირად მშობლები ბუნებრივი მიჯაჭვულობის დარღვევის გამომწვევებიც არიან. ისინი ხშირად არ არიან ემოციურად დაკავშირებულები საკუთარ ბავშვებთან, რადგან მათ თავადაც არასოდეს არ განუცდიათ საკმარისი ყურადღება და პირადი წარსულის ტრავმას ებრძვიან. ასეთ ემოციურად მიუწვდომელ მშობლებთან ბავშვები ხშირად ეძებენ ხოლმე სიახლოვეს მათზე ფიქრის, მზრუნველობას, ერთგულების და თანაგრძნობის მეშვეობით და მცდელობით. ისინი მთელ თავიანთ აღქმას ძირითადად მშობლებზე ამახვილებენ და ამით საკუთარი თავის აღქმას და მოთხოვნილობებს უგულველყოფენ. მათი ცხოვრება ორიენტირებულია იმაზე, რომ თუ ბევრს ცდილობ და ამისთვის რაღაცეებს ​​გააკეთებ - ამით შეძლებ მათი (მშობლების) განწყობის გაუმჯობესებას.


ამ დაუცველმა და არასტაბილურმა მიჯაჭვულობამ შეიძლება კატასტროფული გავლენა მოახდინოს ბავშვისთვის საკუთარ განვითარებაზე, რადგან მათი ასეთი სტაბილურობის და უსაფრთხოებისკენ ლტოლვა ვერასოდეს და ვერაფრით ვერ იქნება დაკმაყოფილებული მისი მშობლებისგან. თუმცა ბავშვი ამას ყველაზე მეტად სწორედ მათგან ელის.



ბუნებრივი თანმიმდევრობა


ოჯახში ბუნებრივი იერარქია და თანმიმდევრობა ზემოდან ქვევითკენ მიედინება. ეს იმას ნიშნავს რომ, ვინც ადრე იყო, მას ამითი გარკვეული პრიორიტეტი გააჩნია. მაგალითისთვის ეს იერარქიული თანმიმდევრობის პრიორიტეტი მშობლებს შვილებზე აქვთ. პირველ შვილს მეორე შვილზე და ასე შემდეგ... „მიღება და და გაცემა“ - ზუსტად ამაზე მიგვითითებს. მშობლები აძლევენ და შვილები იღებენ. როდესაც მშობლებს თავიანთი მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელი აქვთ, მათ ამისთვის თავიანთი მშობლები და პარტნიორები ჰყავთ. როდესაც მშობლები ცდილობენ მათი მოთხოვნილებების შვილების მეშვეობით დაკმაყოფილებას, ისინი არღვევენ ამ ბუნებრივ "აღებ მიცემობის" წესრიგს და ქმნიან შინაგან არეულობას და დაბნეულობას. ამას ჰქვია პერენტიფიცირება. ამ შემთხვევაში ბავშვები ხელოვნურად არიან მათ მიერ „გაზრდილები“, როთაც მათი რეალური და ბუნებრივი განვითარება ძალიან ზიანდება.



გაცემა - მიღება - აღიარება


უფროსი უზიარებს უმცროსს. საოჯახო განლაგებების მეთოდოლოგიის მიხედვით, ადამიანს საკუთარ თავთან მხოლოდ მაშინ შეუძლია მშვიდობაში იყოს, როდესაც ის ასევე მშობლებთანაც მშვიდობაშია. ეს იმის აღიარებით, ხდება, რაც არის. მარტივ შემთხვევაში, მაგალითად, წინადადებით„შენ ხარ ჩემი მამა“, ან, „შენ ხარ ჩემი დედა“. ამრიგად, ბავშვს შეუძლია აღიაროს თავისი მამა, როგორც მამა, ისე, რომ არ იყოს პასუხისმგებელი მის ქმედებებზე და არ მოუწიოს მისი ქმედებების შედეგების საკუთარ თავზე აღება. ასევე მან უარი არ უნდა თქვას საკუთარ მამაზე მისი ქმედებების გამო: "მე პატივს ვცემ და გაღიარებ შენ, როგორც მამა". აქ აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არ არის არც ყველაფრის მიმტევებლობა რაც მშობლებთან დაკავშირებულია, არც კიდევ უარყოფა ან იგნორირება. აქ საუბარია მშობლების უბრალოდ მშობლებად აღიარებაზე: „შენ ხარ ჩემი მამა“, „შენ ხარ ჩემი დედა“. არც მეტი, არამედ არც ნაკლები.


მაშინაც კი არსებობს კავშირი, თუ მშობლები შვილის მიერ უარყოფილები არიან. ყველა 50% მამა და ასევე 50% დედაა. თუ არ არის აღიარება, შეიძლება ისე მოხდეს, რომ თქვენ ფარულად, არაცნობიერად დაიწყებთ მშობლების მიბაძვას და გაიმეორებთ იმ ქცევებს და ჩვევებს, რაც მშობლებისგან იცით. ასევე თუ შვილისგანაც რომელიმე მშობელი იგნორირებულია, ამითი მას ეს როგორც მისივე შინაგანი ნაწილი, თავადვე აკლდება. ეს ასევე იმ შემთხვევაშიც ჩანს ხოლმე, როდესაც ბავშვები ჩივიან, რომ მათ ძალიან ცოტა, არასაკმარისი მიიღეს მშობლებისგან და ჯერ კიდევ აქვთ მეტის მიღების უფლება. მშობლებს შვილების არანაირი ვალი არ გააჩნიათ.


თუ შვილების ეს ჩივილები მაინც შენარჩუნებული აქვთ, მაშინ ამ ბავშვებს არ შეუძლიათ რეალური გაზრდა და მშობლებისგან განშორება. პირიქით, ისინი მათთან სულ ამ ჩახერგილობებში და მიჯაჭვულობაში რჩებიან.


როგორ ვიყო ჯანსაღ დამოკიდებულებაში მშობლებთან?


დღესაც ვაკეთებ ზუსტად იმას, რაც მათ უნდათ და სურდათ?

ვაკეთებ დღეს იმის საპირისპიროდ, რაც მათ უნდათ ან სურთ?

გავწყვიტე მათთან კონტაქტი?

აქტიურად ვაკეთებ იმისთვის რამეს, რომ ჩემი მშობლები შეიცვალონ?


თუ თქვენ აქედან რომელიმე კითხვაზე „დიახ“ - ით უპასუხეთ, მაშინ უფრო მეტად ხართ მიჯაჭვულები თქვენს მშობლებთან, ვიდრე ეს კარგი იქნებოდა თქვენი პირადი განვითარებისთვის.

852 Ansichten0 Kommentare

Aktuelle Beiträge

Alle ansehen
bottom of page